ცენტრალური აზრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ქვეყანა ყაზახეთი თავის ვიზიტორებს საკმაოდ საინტერესეო და მრავალფეროვანს მოგზაურობას ჰპირდება. მისი მოდერნისტული ქალაქები და საკმაოდ ლამაზი ბუნება ნებისმიერ მნახველს მოხიბლულს დატოვებს.

რისი ნახვა შეიძლება ყაზახეთში?

 ავიაბილეთები ყაზახეთის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ამ ქვეყნის „7 საოცრებას“ , ისიამოვნოთ აზიის ყველაზე გამორჩეული და საუცხოო რესტორნებით, სადაც უგემრიელეს ეროვნულ კერძებს დააგემოვნებთ, იშოპინგოთ უმაღლესი დონის სავაჭრო ცენტრებში და რა თქმა უნდა, დატკბეთ და დაისვენოთ ყაზახეთის ულამაზეს ბუნებაში.

რომელია ყაზახეთის გამორჩეული ტურისტული ქალაქები?

 ნურ-სულთანი (ასტანა)

ყაზახეთის დედაქალაქი ნურ-სულთანი (ასტანა) საკმაოდ განვითარებული და მოდერნისტული ქალაქია, რომელიც ბევრ საინტერესო სანახაობას და აქტივობას სთავაზობს თავის ვიზიტორებს. ამ ქალაქში სტუმრობისას აუცილებლად თვალში მოგხვდებათ ბეიტერეკის კოშკი, რომელიც ერთ-ერთი ხალხური ზღაპრის განსახიერებაა სიცოცხლის ხისა და ბედნიერების ჩიტის შესახებ. ასევე, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოპერის სახლს, რომელიც ნურ-სულთანის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა და ყველაზე მომაჯადოებელი ოპერის თეატრია.

ამ საოცარ ქალაქში მოხვედრა თქვენ თბილისის აეროპორტი -დან პირდაპირი რეისით შეგიძლიათ. ფრენას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავიაკომპანია Air Astana ასრულებს, რომელიც საკმაოდ კომფორტულად ჩაგიყვანთ დანიშნულების ადგილზე და ორი გზის ავიაბილეთს 800-დან 950 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.  პირდაპირი რეისი კვირაში სამჯერ : სამშაბათს, პარასკევს და კვირას სრულდება.

თბილისი ყაზახეთი -ს ავიაბილეთებს კიდევ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მათ შორის არის Scat Airlines-ი, რომელიც ნურ-სულთანის მიმართულებით, აკტაუს აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენას და ორი გზის ავიაბილეთს 700-800 ლარის ფარგლებში სთავაზობს მომხმარებელს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაემგზავროთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. ქუთაისი ყაზახეთი -ს მიმართულებით ავიარეისებს ავიაკომპანია Wizz Air -ი აბუ-დაბის აეროპორტში გადაჯდომით ახორციელებს და თვქენ ასტანას საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩნდებით. თუმცა გაითვალისწინეტ, აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა დაახლოებით 9 საათია.

ალმაატი

ყაზახეთის ყველაზე დიდი მეტროპოლისი ალმაატი ყველაზე ლამაზი ბუნებით გამოირჩევა. ულამაზესი ტბები, კანიონები, მთები და სათხილამურო კურორტები ამ ქალაქის მთავარი ხიბლია. ამ ყველაფრის მონახულების საშუალებას თქვენ ისევ Air Astana მოგცემთ, რომელიც თბილისიდან პირდაპირ რეისს ასრულებს კვირაში ოთხჯერ : ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას კი 850-1000 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ტრანზიტულ რეისს თბილისიდან ალმაატის მიმართულებით Azal Airlines-ი ასრულებს, რომელიც ბაქოში გადაჯდომით ჩაგიყვანთ ალმაატაში და ორი გზის ავიაბილეთს 700-800 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.

ალმაატაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ გამგზავრება. ბათუმი ყაზახეთი -ს ავიაბილეთებს ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ასრულებს, რომელიც საკმაოდ მაღალი სერვისით სარგებლობის საშუალებას 1200-1300 ლარის ფარგლებში მოგცემთ.

ავიაბილეთები თბილისი ალმაატი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მარტი 20236 აპრილი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 854 -დან
18 აპრილი 202322 აპრილი 20231 გადაჯდომაSCATავიაბილეთები 914 -დან
20 მაისი 202323 მაისი 20231 გადაჯდომაSCATავიაბილეთები 845 -დან
1 ივნისი 202310 ივნისი 20231 გადაჯდომაAir Astanaავიაბილეთები 938 -დან
20 ივლისი 202327 ივლისი 20231 გადაჯდომაAir Astanaავიაბილეთები 887 -დან
30 აგვისტო 20236 სექტემბერი 20231 გადაჯდომაAir Astanaავიაბილეთები 892 -დან
7 სექტემბერი 202314 სექტემბერი 2023პირდაპირიAir Astanaავიაბილეთები 863 -დან
4 ოქტომბერი 20236 ოქტომბერი 2023პირდაპირიAir Astanaავიაბილეთები 863 -დან
4 მარტი 202414 მარტი 20241 გადაჯდომაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 133 -დან

აკტაუ

ავიაბილეთები ყაზახეთის მიმართულებით კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ქალაქის აღმოჩენის შესაძლებლობას მოგცემთ. აქტაუ ყაზახეთის საზღვაო და საპორტო ქალაქია, სადაც სასიამოვნო დასვენების საშულება გექნებათ. პირდაპირ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Scat Airlines-ი ასრულებს, რომლის ორი გზის ავიაბილეთები შეგიძლიათ 700-850 ლარად შეიძინოთ.

ავიაბილეთები თბილისი აკტაუ

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 მარტი 20234 აპრილი 2023პირდაპირიSCATავიაბილეთები 587 -დან
6 აპრილი 202311 აპრილი 2023პირდაპირიSCATავიაბილეთები 610 -დან
6 მაისი 20239 მაისი 2023პირდაპირიSCATავიაბილეთები 523 -დან
1 ივნისი 20238 ივნისი 2023პირდაპირიSCATავიაბილეთები 570 -დან
1 ივლისი 202315 ივლისი 2023პირდაპირიSCATავიაბილეთები 598 -დან
31 აგვისტო 202310 სექტემბერი 20231 გადაჯდომაSCATავიაბილეთები 810 -დან

თბილისიდან, ასევე, შეგიძლიათ ყაზახეთის ისეთ ცნობილ ქალაქებში მოხვდეთ, როგორებიცაა : ატირაი, შუმკენტი, აქტობე და სხვ. და დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოთ.

ავიაბილეთები ყაზახეთის მიმართულებით შეგიძლიათ  AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში შეარჩიოთ, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება ჩვენი გუნდისგან.

ყაზახეთის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

წინა სტატიაშიფასდაკლება Ukraine International Airlines-სგან
შემდეგი სტატიაავიაბილეთები რეჯო კალაბრიის მიმართულებით
5 2 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Air Astana-ს წესები და პირობები
4 months ago

[…] ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana დაარსდა 2001 წლის 29 აგვისტოს. მთავარი ბაზა მდებარეობს ალმაატის და ნურ-სულთანის საერთაშორისო აეროპორტებში. […]

ეარ ასტანა / Air Astana
4 months ago

[…] ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana 2001 წლის 29 აგვისტოს დაარსდა და უმოკლეს დროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღია. დღეისათვის ის  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავიაკომპანიია როგორც აზიაში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. […]