ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ფლაიარისტანი ივლისში ქუთაისის მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის. კომპანიის განცხადებით, 1-დან 31 ივლისის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთ ყაზახურ ქალაქში რეგულარული რეისები შესრულდება.

მიმართულებების განრიგი ასე გამოიყურება:

  • ატირაუ – ფრენები ჩატარდება კვირაში ექვსჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • აქტაუ – კვირაში ხუთი სიხშირე: ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს;
  • შიმკენტი – რეისები ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება;
  • ასტანა – ფრენები კვირაში ექვსჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას;
  • ალმათი – რეისების რაოდენობა უცვლელი რჩება და კვირაში ოთხჯერ შესრულდება: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

FlyArystan ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა16 აგვისტო 202525 აგვისტო 2025FlyArystanავიაბილეთები 681 -დან
ატირაი11 სექტემბერი 202513 სექტემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 443 -დან
ასტანა27 ოქტომბერი 20253 ნოემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 683 -დან
აკტაუ6 ივლისი 202512 ივლისი 2025FlyArystanავიაბილეთები 522 -დან

 

FlyArystan არის ყაზახეთის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 2018 წელს დააარსა Air Astana-მ და 2019 წლიდან აქტიურად ახორციელებს ფრენებს.

ავიაკომპანია ოპერირებს თანამედროვე Airbus A320 ტიპის ავიახომალდებით და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ტარიფებით, რეგულარული მიმართულებებით და სწრაფად მზარდი საერთაშორისო ქსელით.

FlyArystan უკვე დამკვიდრებულია როგორც ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტური გადამზიდავი ცენტრალურ აზიაში და განთქმულია მაღალი ხარისხის სერვისით, რაც Skytrax-ის 4-ვარსკვლავიანი რეიტინგითაც არის აღიარებული.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში30 ივნისიდან, რუსეთში უვიზოდ შემსვლელებისთვის რეგისტრაცია სავალდებულო გახდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments