უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში მყოფ ქვეყნებში უვიზოდ შესვლაა შესაძლებელი. აღნიშნულმა სიახლებ უკვე უამრავი ადამიანს მისცა ოცნებების ასრულების საშუალება და ყველაზე სანატრელი ქვეყნების მონახულების შესაძლებლობა.

თუკი თქვენ აღებული გაქვთ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაშინ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შეძლებთ თავისუფლად, ვიზის გარეშე ჩასვლას ტურისტის სტატუსით.

თუმცა, თუ აღნიშნულ ქვეყნებში მუშაობის მიზნით გსურთ ჩასვლა, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ კონკრეტული ქვეყნის საელჩოს საკონსულო განყოფილებას განცხადებით, რათა მათ მოახდინონ თქვენთვის სამუშაო ნებართვისა და ვიზის გაცემა.

კონკრეტული მოთხოვნილებები სამუშაო ვიზის მიღებისთ როგორც წესი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში. ძირითადად საკონსულოში მისვლისას საჭიროა იმის დადასტურება, რომ თქვენ გაქვთ მყარი და სტაბილური ეკონომიკური და სოციალური სტატუსი თქვენს ქვეყანაში, რაც საკმაოდ დიდი გარანტიაა იმისა, რომ თქვენთვის სასურველი ქვეყნის სამუშაო ვიზის მიღებაზე თანხმობას გეტყვიან.

შესაბამისად, თითოეული ქვეყნის სამუშაო ვიზა მათი საელჩოს საკონსულო განყოფილებიდან გაიცემა, რომელშიც განაცხადის შეტანისას სხვადასხვა სახის საჭირო საბუთები უნდა წარმოადგინოთ.

მაგალითად ჩეხეთის სამუშაო ვიზის მისაღებათ თქვენ დაგჭირდებათ:

  • საერთაშორისო პასპორტი, რომელიც მოქმედია მინიმუმ შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი
  • თქვენი პასპორტის მთავარი გვერდის ასლი
  • სავიზო განაცხადის შევსებული ფორმა
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 2 ბიომეტრიული ფოტო, რომელიც გადაღებულია უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქისგან ან მუდმივი რეზიდენტი უცხოელისგან დამოწმებული მოწვევის ორიგინალი და ასლი
  • მომწვევის პასპორტის ასლი
  • მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი
  • თუკი სწავლობთ საქართველოში, მაშინ უნდა წარმოადგინოთ სტუდბილეთიც
  • ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე
  • უკანასკნელი ექვსი თვის საბანკო ამონაწერი
  • თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით სრული ბილეთის ჯავშანი
  • სასტუმროს ჯავშანი
  • სამგზავრო/სამედიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის

შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტთ, რომ მიიღოთ სამუშაო ვიზები ევროპაში მოგზაურობისათვის, სჯობს დაზუსტებით შეაგროვოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და აღნიშნული ქვეყნის საელჩოს საკონსულო განყოფილებას ესტუმროთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო ვიზის აღებისას გადასახდელი გექნებათ ასევე ვიზის მოსაკრებელიც, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში რაოდენობრივად იცვლება.

samogzauro dazgveva