ისეთი საინტერესო და ლამაზი ქვეყნების მონახულება, როგორიც ჩეხეთია, მართლაც დაუვიწყარ და შთამაგონებელ მოგონებებს გაჩუქებთ.

საბედნიეროდ საქართველოს მოქალაქეებისათვის ჩეხეთის რესპუბლიკის სილამაზით დატკბობა 2017 წლის 28 მარტიდან ძალიან გამარტივებულია. აღნიშნული თარიღიდან მოყოლებული, საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი მოგზაურებისათვის ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლა სრულიად უპრობლემოდ, ვიზის გარეშეა შესაძლებელი.

თუმცა, აღნიშნული სასიხარულო ცვლილებებით სარგებლობისათვის თქვენ მაინც უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ ასპექტებს. მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. თანაც, მისი ძალაში ყოფნის ვადა უნდა გრძელდებოდეს უნდა იყოს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვის განმავლობაში.

თუმცა, უვიზო მიმოსვლის ასეთი აღსანიშნავი შესაძლებლობა არ შეეხება გარკვეული სახის ვიზიტების ტიპებს. თუკი თქვენ გსურთ ესტუმროთ ჩეხეთის რესპუბლიკას ხანგრძლივი პერიოდით, მაგალითად უმაღლესი განათლების მისაღებად ან სამუშაოდ,  მაშინ უნდა მიმართოთ საქართველოში აკრედიტირებულ შესაბამის საკონსულოს.

სავიზო განაცხადის გაკეთებისას საჭიროა პირადად წარმოადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი. ქალაქ თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურში უნდა მიხვიდეთ ამ საბუთების თანხლებით:

  • საერთაშორისო პასპორტი, რომელიც მოქმედია მინიმუმ შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი
  • თქვენი პასპორტის მთავარი გვერდის ასლი
  • სავიზო განაცხადის შევსებული ფორმა
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 2 ბიომეტრიული ფოტო, რომელიც გადაღებულია უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქისგან ან მუდმივი რეზიდენტი უცხოელისგან დამოწმებული მოწვევის ორიგინალი და ასლი
  • მომწვევის პასპორტის ასლი
  • მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი
  • თუკი სწავლობთ საქართველოში, მაშინ უნდა წარმოადგინოთ სტუდბილეთიც
  • ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე
  • უკანასკნელი ექვსი თვის საბანკო ამონაწერი
  • თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით სრული ბილეთის ჯავშანი
  • სასტუმროს ჯავშანი
  • სამგზავრო/სამედიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის

საჭიროა ყველა ქართულენოვანი საბუთი ჩააბაროთ ინგლისურ თარგმანთან ერთად, რომელიც უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. განაცხადის დასამუშავებლად მოგიწევთ 35 ევროს გადახდა. საშუალოდ მისი განხილვა ხორციელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიამერიკული ავიახაზები / American Airlines
შემდეგი სტატიასაფრანგეთში შესვლის პირობები იცვლება
3 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments