თუკი იაპონიაში წასვლითა და ამ ეგზოტიკური ქვეყნის სტუმრობით ხართ დაინტერესებული, თქვენთვის საჭირო სერვისებს თბილისში არსებული იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ვიზის მისაღებად ყველა აპლიკანტმა საკუთარი ხელით უნდა შეიტანოს აღნიშნულ საკონსულოში განაცხადი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ იაპონიის ვიზის აღების მსურველებს მოგეთხოვებათ საკმაოდ მოზრდილი საბუთების სიის წარდგენა აპლიკაციის წარმატებით მისაღებად. საჭირო დოკუმენტების სია, რომელიც იაპონიის საკონსულოში უნდა წარადგინოთ, ასე გამოიყურება:

  • პირველ რიგში უნდა წარადგინოთ თქვენი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი.
  • ასევე აუცილებელია სავიზო განაცხადის 2 ეგზემპლარის წარდგენა.
  • ამასთანავე უნდა წარმოადგინოთ სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან. თუკი თქვენ ხართ საკუთარი ბიზნესის მფლობელი, მაშინ დაგჭირდებათ საჯარო რეესტრიდან ამოღებული მეწარმეობის ამონაწერის წარდგენა.
  • აღნიშნული პროცესისას ასევე ვალდებული ხართ წარადგინოთ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი ბანკიდან და ასევე ცნობა თქვენი დანაზოგის შესახებ.

თუკი გადაწყვეტილი გაქვთ იაპონიაში ჩასვლა, ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან  ერთად მოგიწევთ აპლიკაციის გაგზავნისას მას თან დაურთოთ სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი. ასევე საჭიროა სამოგზაურო დაზღვევისა და ყოველი დღის გაწერილი სამოგზაურო პროგრამის თან დართვაც.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თქვენი ფოტოსურათი 45/45 მმ-ზე. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური განხილვისას შეიძლება მოგიწიოთ გარკვეული სპეციფიური და დამატებითი დოკუმენტების წარდგენა საჭიროების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუკი მზად ხართ აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად და წარმატებით შეავსებთ სავიზო აპლიკაციას, შეგიძლიათ თავისუფლად შეიტანოთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადი.

აღნიშნული პროცესი სრულიად უფასოა.

შესაბამისად, საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო ვიზა აღნიშნული ორგანოსგან. როდესაც ყველა საბუთს გაამზადებთ და სრულ მზადყოფნაში იქნებით განაცხადის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ესტუმროთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას კონკრეტული საათებით განსაზღვრულ დროებში.

იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება თქვენს განაცხადს მიიღებს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აღნიშნული პროცესი მოქმედებს დილის 09:30 საათიდან 12:30 საათამდე. როგორც წესი, თქვენს მიერ გაკეთებულ განაცხადზე პასუხს დაახლოებით 5-6 სამუშაო დღის განმავლობაში მიღებთ.

თბილისი ტოკიო

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
30 August 20265 September 20261 StopChina Easternავიაბილეთები 2 510 -დან
4 September 202612 September 20261 StopChina Easternავიაბილეთები 2 451 -დან
13 October 202613 November 20262 StopsAir Chinaავიაბილეთები 2 502 -დან
10 November 202623 November 20262 StopsAir Chinaავიაბილეთები 2 333 -დან
27 December 20265 January 20271 StopChina Easternავიაბილეთები 2 452 -დან
28 January 20274 February 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 2 707 -დან
4 February 202711 February 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 2 653 -დან
1 March 20278 March 20273 StopsChina Southern Airlinesავიაბილეთები 2 630 -დან
17 April 202724 April 20273 StopsChina Southern Airlinesავიაბილეთები 3 243 -დან
1 May 202710 May 20271 StopQatar Airwaysავიაბილეთები 2 990 -დან
30 June 20274 July 20271 StopChina Easternავიაბილეთები 2 463 -დან
12 July 202719 July 20271 StopQatar Airwaysავიაბილეთები 2 949 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები რეიკიავიკის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები მექსიკის მიმართულებით
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted