იაფი ფრენები შტუტგარტში

იაფი ფრენები შტუტგარტის მიმართულებით

გერმანიაში ვიზიტი ტურისტების საყვარელი საქმიანობაა. მისი ერთ-ერთი ქალაქი, შტუტგარტი განსაკუთრებულად დაიკვეხნის მნახველების სიმრავლით. მას ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. იაფი ფრენები შტუტგარტში საშუალებას მოგცემთ გაიზიაროთ ის აღტაცება, რაც ტურისტებს აქ ყოფნისას უჩნდებათ.

შტუტგარტში ვიზიტი მომავლის სამყაროში მოგზაურობის ილუზიას შეგიქმნით. ქალაქი გერმანიის ინდუსტრიული მხარეა და გამორჩეულია თავისი ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითისთვის ეწვიეთ შტუტგარტის მანქანების მუზეუმებს. ამასთან, შტუტგარტი დასავლეთ ევროპის ულამაზესი ბუნების მონახულების საშუალებას მოგცემთ – შეგიძლიათ ისეირნოთ ქალაქის ბაღებსა და მთიან მხარეებში.

შტუტგარტი არც გართობის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ქალაქს ბევრი მხოლოდ იმისთვის სტუმრობს, რომ აქაურობა ღამის ცხოვრების მშვენიერების გამოცდის ურიცხვ შესაძლებლობას იძლევა. შტუტგარტი კარგ კულინარიულ რეცეპტებსაც გაპოვნინებთ. ქალაქში ყველა მხრივ შეძლებთ ტკბობას, იქნება ეს კულტურული სანახაობები, მოდერნისტული სტილის ქუჩები, ულამაზეს ბუნებაში სეირნობა თუ გართობა და დასვენება.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა შტუტგარტში?

შტუტგარტში გაფრენას შეძლებთ საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის, თუმცა მხოლოდ გადაჯდომით. გადაჯდომის ადგილი და დრო კი თავად ავიაკომპანიაზეა დამოკიდებული, ამიტომ ამ დეტალებს დიდი ყურადღება მიაქციეთ, როცა დააპირებთ რომ შეიძინოთ იაფი ფრენები შტუტგარტში .

თბილისიდან შტუტგარტის მიმართულებით ავიარეისების შეძენას 280 ლარიდან ზემოთ შეძლებთ, ქუთაისიდან 294 ლარიდან, ბათუმიდან კი 590 ლარიდან. თბილისიდან შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების ფრენებს: Pegasus, Eurowings, Ajet, Lot, Lufthansa  და სხვა. მათგან ყველა, ლუფთანზას გარდა, ბიუჯეტურ ფრენებს ახორციელებს. ლუფთანზა კი უფრო მეტად კომფორტულ მომსახურებაზე კონცენტრირდება.

ქუთაისიდან კი Pegasus Airlines გვთავაზობს ფრენებს. პეგასუსი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდება. ავიაბილეთების ფასები კი საკმაოდ ხელმისაწვდომია.

ბათუმიდან Turkish Airlines ახორციელებს ავიარეისებს. თურქეთის ავიახაზების საკმაოდ მოქნილ გრაფიკს გვთავაზობს, ამიტომ თქვენზე მორგებული ფრენების პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ შტუტგარტში გამგზავრებისთვის.

ქვემოთ ნახავთ ავიაბილეთების ცხრილს შტუტგარტის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 აპრილი 202613 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 807 -დან
8 აპრილი 202613 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 587 -დან
9 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 587 -დან
13 აპრილი 202617 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 607 -დან
14 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 708 -დან
20 აპრილი 202624 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 597 -დან
8 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 772 -დან
9 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 604 -დან
14 მაისი 202617 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 604 -დან
18 მაისი 202624 მაისი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 952 -დან
22 მაისი 202629 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 598 -დან
23 მაისი 202631 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 590 -დან
24 მაისი 20261 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 592 -დან
25 მაისი 20262 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 758 -დან
26 მაისი 20265 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 604 -დან
27 მაისი 20264 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 592 -დან
28 მაისი 20265 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 590 -დან
29 მაისი 20266 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 592 -დან
31 მაისი 20264 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 610 -დან
9 ივნისი 202615 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 598 -დან
10 ივნისი 202616 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 601 -დან
26 ივნისი 202630 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 947 -დან
1 ივლისი 202628 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 977 -დან
2 ივლისი 20267 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 953 -დან
3 ივლისი 202614 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 006 -დან
31 ივლისი 202613 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 970 -დან
9 აგვისტო 202615 აგვისტო 2026პირდაპირიEurowingsავიაბილეთები 1 073 -დან
11 სექტემბერი 202611 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 1 065 -დან
4 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 754 -დან
22 დეკემბერი 20268 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 287 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 მაისი 20261 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 744 -დან
2 მაისი 20263 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 786 -დან
3 მაისი 20263 მაისი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 056 -დან
4 მაისი 20264 მაისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 039 -დან
20 ივნისი 202627 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 000 -დან
3 ივლისი 202614 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 880 -დან
1 აგვისტო 202610 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 249 -დან
10 აგვისტო 202616 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 394 -დან
11 აგვისტო 202618 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 849 -დან
1 სექტემბერი 202612 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 205 -დან
13 თებერვალი 202723 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 402 -დან

აღმოაჩინე შტუტგარტი

სად დავრჩეთ შტუტგარტში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები შტუტგარტში და დასარჩენი ადგილის დაჯავშნაზე დარდობთ, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი პრობლემის მოგვარებაში.

Maritim Hotel Stuttgart

თუ გსურთ ისეთ სასტუმროში დარჩეთ, რომელშიც ყველა კომფორტი ერთ სივრცეში გექნებათ, მაშინ ამ ვარიანტს გირჩევდით. გარდა იმისა, რომ სასტუმრო იდეალურ ადგილას მდებარეობს და ქალაქში გადაადგილება არ გაგიჭირდებათ, იგი სხვადასხვა ტიპის მომსახურებას გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით, პარკინგის სერვისითა და ფიტნეს ცენტრით. ამასთან, აქვე დაგხვდებათ რესტორანი, რაც თქვენს ყოველდღიურ განრიგს უფრო მარტივად დასაგეგმს გახდის.

Premier Inn Stuttgart City Centre

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები შტუტგარტში , მაშინ ამ სასტუმროს ნომრებს გადაავლეთ თვალი. სასტუმროში ყველა ის საჭირო ნივთი დაგხვდებათ, რაც მოგზაურობისას შეიძლება დაგჭირდეთ. აქ დაგხვდებათ იდეალური საუზმე, საპარკინგე სივრცე და მოდერნისტულად მოწყობილი ნომრები.

Hampton by Hilton Stuttgart City Centre

ეს სასტუმროც ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია შტუტგარტში დასარჩენად. მისი ნომრები მოდერნისტული ინვენტარითაა აღჭურვილი. აქ შეძლებთ სასტუმროს ფიტნეს ცენტრითაც სარგებლობას. გარდა ამისა, სასტუმრო ახლოს მდებარეობს შტუტგარტის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან. იმასაც გეტყვით, რომ სასაუზმო მენიუ მრავალფეროვანია და მორგებულია ვეგეტარიანელების რეცეპტებზეც.

ibis budget Stuttgart City Nord

ეს სასტუმრო ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს. მას სხვადასხვა კომფორტის შეთავაზება შეუძლია დამსვენებლებისთვის, მაგალითად მას აქვს საკუთარი პარკინგი. მისი ნომრები კარგად მოწესრიგებულია და ღია, ნათელი ნომრები მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ამასთან, ნომრის მომსახურებაში შედის საუზმეც.

რა ვნახოთ შტუტგარტში?

შტუტგარტი საშუალებას მოგცემთ დაუვიწყარი ტურისტული გამოცდილებები მიიღოთ. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ადგილს შტუტგარტში. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები შტუტგარტში , მაშინ წინასწარ გაამზადეთ ყოველდღიური განრიგი, რათა გაგიმარტივდეთ ქალაქში ორიენტაცია.

Wilhelma

როგორც უკვე გითხარით, შტუტგარტი მდიდარია ბუნებრივი სილამაზით. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქის ბოტანიკურ პარკსა და ზოოპარკს. იგი ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. თანაც, ვილჰელმა გაშენებულია ისტორიული სასახლის ნანგრევებზე.

შტუტგარტის მუზეუმი

დარწმუნებული ვარ, სოციალურ ქსელში ერთხელ მაინც შეგხვედრიათ შტუტგარტის ბიბლიოთეკის ფოტო. იგი გასაოცარია არა მხოლოდ თავისი ფუნქციური მნიშვნელობით, არამედ ულამაზესი არქიტექტურითაც. აქ ვიზიტი თავს ნამდვილ ჯადოსნურ სამყაროში ამოგაყოფინებთ, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს გამოცდილება შტუტგარტში ყოფნისას.

მერსედესის მუზეუმი

თუ გსურთ ის შესანიშნავი კულტურული მნიშვნელობა დაინახოთ ტექნოლოგიური პროგრესისა, რაც გერმანელებმა შესძინეს ავტო-ინდუსტრიას, აუცილებლად ეწვიეთ მერსედესის მუზეუმს შტუტგარტში. აქ ავტომობილთა რიგს აღიქვამთ არა მხოლოდ როგორც მექანიკურ ქმნილებას, არამედ როგორც ისტორიულ მოცემულობას.

შტუტგარტის ტელევიზორის კოშკი

შტუტგარტის ტელევიზორის კოშკი ქალაქის ერთ-ერთი უმაღლესი შენობაა. თანაც, შეგიძლიათ ლიფტით მაღლა ახვიდეთ და ქალაქს ზემოდან გადმოხედოთ. აქ ვიზიტი აუცილებლად ღირს შტუტგარტის ულამაზესი პანორამული ხედით ტკბობისათვის.

რა ვჭამოთ შტუტგარტში?

თუ კულინარიის მოყვარული ხართ, იაფი ფრენები შტუტგარტში არც თქვენ გაგიცრუებთ იმედებს. დარწმუნებული ვარ, აქ უამრავ ახალ რეცეპტს აღმოაჩენთ. რამდენიმე რეკომენდაციას ჩვენც მოგცემთ.

Maultaschen

ტურისტებისთვის განსაკუთრებით საყვარელია ეს კერძი. იგი წარმოადგენს იტალიური რავიოლის ერთგვარ ვარიაციას. კერძი არის მოხარშულ ცომში მოთავსებული ხორცი ან ყველი. თქვენს გემოვნურ თავისებურებებზე მორგებული ვარიანტის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. თითქმის ყველა რესტორანში იპოვით ამ კერძს.

Gaisburger Marsch Suppe

შტუტგარტი სუფებზე გავრცელებულ წარმოდგენასაც შეგაცვლევინებთ. ეს კონკრეტული სუფი ხორცისა და კარტოფილისგან მზადდება. იგი განსაკუთრებით პოპულარულია შობას, თუმცა ნებისმიერ სეზონზე შეძლებთ მის დაგემოვნებას.

Spaetzle

ეს კერძი გახლავთ სხვადასხვა ინგრედიენტთან ერთად სერვირებული პელმენი. იგი შეიძლება მომზადდეს ბეკონთან, ყველთან, სოკოსთან ან სხვა პროდუქტებთან ერთად. მისი მირთმევა შეგიძლიათ შუადღეს, მთავარ კერძად.

Käsespätzle

ეს კერძი არის პასტა, რომელიც ყველში მზადდება და ზემოდან კარამელიზებული ნიორი აქვს. პასტა ნებისმიერი გემოვნების მქონე ტურისტს მოეწონება. იგი უგემრიელესი და თანაც ნოყიერია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია შტუტგარტში მოგზაურობისას

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
STR
ენა
გერმანული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
70 ევრო

ფრენები გერმანიის სხვა ქალაქებში

ხშირად დასმული კითხვები შტუტგარტში ფრენებზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები შტუტგარტში , მაშინ აუცილებლად გადაავლეთ თვალი შემდეგ სექციას. ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებით საშუალება გექნებათ უკეთ დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა და მეტი დეტალი გაითვალისწინოთ სტუტგარტში ვიზიტამდე.

გირჩევთ მოგზაურობა დაგეგმოთ შემოდგომას. ამ დროს ქალაქში იდეალური ტემპერატურაა და მოგზაურობით ტკბობას უკეთ შეძლებთ.

ქალაქი ცნობილია თავისი კულტურული და ისტორიული მხარით. ამასთან, აქ გერმანული კულინარიული შედევრების დაგემოვნების საშუალებაც გექნებათ.

შტუტგარტში გაფრენა მხოლოდ გადაჯდომით ავიარეისებით შეგიძლიათ.

ეუროვინგსი და პეგასუსი ყველაზე იაფ ფრენებს გთავაზობთ შტუტგარტში.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისთვის გირჩევთ, არატურისტულ სეზონებზე დაგეგმოთ მოგზაურობა. ამ დროს როგორც წესი იაფდება ავიაბილეთებიცა და სასტუმროებიც დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე.

2-4 დღე საკმარისია ქალაქში ყოფნისთვის, თუმცა გირჩევდით უფრო დიდ დროზე გათვალოთ თქვენი მოგზაურობა.

STR – შტუტგარტის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 10 კილომეტრში მდებარეობს.

თუ წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმავთ მოგზაურობას, შტუტგარტში ვიზიტი ძალიან იაფი დაგიჯდებათ. ასევე, ფრენები არ დაამთხვიოთ სადღესასწაულო თარიღებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსახურება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ სერვისს როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.