გერმანიის ერთ-ერთი გამორჩეული მხარის, ქვედა საქსონიის დედაქალაქი ჰანოვერი ტურისტული კუთხით საკმაოდ მრავალფეროვანი ქალაქია და ნებისმიერ მნახველს თავისი საინტერესო ისტორიითა და კულტურით მოხიბლულს დატოვებს.
ჰანოვერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და სავაჭრო-საფინანსო ცენტრია. აქ ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამრეწველო ბაზრობები. განვითარებულია სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის, კვების და სხვა მნიშვნელოვანი საწარმოები.
რაც შეეხება კულტურულ დანიშნულებას, ჰანოვერი თავის ქვეყანაში ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა.
ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ აღმოჩნდეთ მუსიკითა და ხელოვნებით მდიდარ ქალაქში, მოინახულოთ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მუზეუმები.
შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა მუსიკალურ საღამოებსა და ფესტივალებს, მათ შორის, ყველაზე ცნობილ “Oktoberfest”-ს , რომელიც წლის განსაკუთრებულია მოვლენაა ამ ქალაქში.
თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს გახდის სხადასხვა პარკები, ბაღები, ლუდის მოედნები. ასევე, ჰანოვერის ისტორიული უბნები, სადაც შეხვდებით მე-14 საუკუნის ფერწერულ კათადრებს, მონუმენტებსა და კულტურულ ძეგლებს.
ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძნოთ.
თუმცა, ყველაზე ხელსაყრელი და ბიუჯეტური გზა კოპიტნარის აეროპორტია. პირდაპირი ფრენა ჰანოვერის მიმართულებით არ სრულდება, მაგრამ, რადგანაც ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი საკმაოდ ბევრ მიმართულებაზე ასრულებს ფრენებს, რომელიმე ევროპის ქალაქში გადაჯდომით უკვე საკმაოდ მარტივია ნებისმიერ ქვეყანაში მოხვედრა.
თქვენ შეგიძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯერ ბუდაპეშტში ან ვენაში გაემგზავროთ, შემდეგ კი ამ ქალაქებიდან პირდაპირი რეისით მოხვდებით ჰანოვერში. ორი გზის ავიაბილეთს 500-დან 600 ლარის ფარგლებში შეიძენთ და დაუვიწყარ მოგზაურობას მოიწყობთ.
ქუთაისი ჰანოვერი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
10 ოქტომბერი 2024 | 17 ოქტომბერი 2024 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 055 -დან |
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ.
შედარებით დაბალფასიან ავიაბილეთებს ორი ავიაკომპანია, პეგასუს საქართველო და LOT-ის ავიახაზები გვთავაზობენ. პეგასუსი, სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით, ხოლო პოლონური ავიახაზები LOT-ი, ვარშავაში გადაჯდომით ასრულებს ფრენებს და ორი გზის ავიაბილეთი ჰანოვერამდე 650-დან 750 ლარის ფარგლებში მერყეობს
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის პრიორიტეტული არა დაბალბიუჯეტური, არამედ კომფორტული მგზავრობაა, საუკეთესო სერვისს და მგზავრობას Turkish Airlines-ი და Lufthansa Georgia შეოგთავაზებთ, ორი გზის ავიაბილეთებს კი 700 -დან 900 ლარამდე ღირს.
თბილისი ჰანოვერი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
15 ოქტომბერი 2024 | 27 ოქტომბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 014 -დან | |
4 ნოემბერი 2024 | 17 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 013 -დან | |
21 ივლისი 2025 | 27 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 042 -დან |
Turkish Airlines-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც გვთავაზობს რეისებს და ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით შეგიძლიათ ბათუმიდან 900-100 ლარის ფარგელბში შეიძინოთ.
ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა მრავალ ვარიანტს თქვენ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში ნახავთ და შეძლებთ, რომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი მარტივად და კომფორტულად შეარჩიოთ.