გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი 1993 წელს დაარსდა, ხოლო ოპერირება 1994 წლიდან დაიწყო. მისი მთავარი ბაზა დიუსელდორფის აეროპორტშია. Eurowings-ი “Lufthansa Group”-ის შვილობილი ავიაკომპანიაა.

ავიაკომპანია Eurowings -ი ფრენების უმეტეს ნაწილს ევროპის შიგნით ასრულებს, თუმცა საერთაშორისო მიმართულებებსაც გვთავაზობს. დღეისათვის ეუროვინგსი 50 ქვეყენაში, 210 მიმართულებით ახორციელებს ავიარეისებს.

ამსტერდამი, ბარსელონა, ბარი, ბაზელი, ბერლინი, ბილბაო, ბრიუსელი, ბუქარესტი, კატოვიცე, ბირმინგემი, ჟენევა, გოტენბურგი, ჰამბურგი, ედინბურგი- ავიაკომპანიის მიმართულებების მცირე ჩამონათვალია.

რაც შეეხება ინტერკონტინენტურ ფრენებს, ესენია: დუბაი, ბანგკოკი, კარიბის კუნძულები, ვარადერო(კუბა) და სხვ.

მიმართულებების რაოდენობისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, ეუროვინგს არამარტო გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ავიაკომპანიად არის მიჩნეული. ევროპაში კი მიმართულებების რაოდენობით მე-3 ადგილზეა. 2017 წელს ის გერმანიის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.

2018 წელს ავიაკომპანია 40 მილიონ მგზავრს მოემსახურა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 9 000 თანამშრომელს ითვლის.

რაც შეეხება ფლოტს, ის 139 საჰაერო ხომალდისგან შედგება. აქვე გაგაცნობთ საჰაერო ხომალდების ტიპს: Airbus A330, A321, A320, A319, Boeing 737 და Bombardier Dash 8-Q400.

როგორც უკვე ცნობილი გახდა, ავიაკომპანია ეუროვინგსი საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის. გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია 21 ივლისიდან განახორციელებს ფრენებს დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე.

თბილისი დიუსელდორფის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 ივნისი 202610 ივნისი 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 743 -დან
7 ივლისი 202631 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 803 -დან
4 აგვისტო 202621 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 779 -დან
20 სექტემბერი 202622 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 868 -დან
12 ოქტომბერი 202616 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 816 -დან
23 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 709 -დან
5 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 708 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიFreebird Airlines-ი ზაფხულის სეზონზე ანტალიიდან და ბოდრუმიდან თბილისის მიმართულებით იფრენს
შემდეგი სტატიაუკვე ცნობილია როდის დაიწყებს ოპერირებას Bees Airlines-ი
5 1 vote
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენების განრიგი: რა მიმართულებებით შესრულდება ფრენები ს
5 months ago

[…] (Georgian Airways), დამამი (Flynas), დიუსელდროფი (Eurowings), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), ერევანი (Armenia), […]