იაფი ფრენები კოპენჰაგენში

იაფი ფრენები კოპენჰაგენის მიმართულებით

რთულია კოპენჰაგენში მოიწყინო – ისტორიული შენობები, ულამაზესი უბნები, თანამედროვე არქიტექტურული სტილით მოწყობილი ქუჩები თუ შეუჩერებელი ღამის ცხოვრება ტურისტებს ყოველწლიურად იზიდავს. კოპენჰაგენს 4 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს წლიდან წლამდე. თუ გსურთ კმაყოფილი დამსვენებლების რიცხვს შეუერთდეთ, შეიძინეთ იაფი ფრენები კოპენჰაგენში .

აქაური კულტურული მრავალფეროვნება მნახველებს აღაფრთოვანებს. ჩრდილო ევროპული ტრადიციული თავისებურებები კოპენჰაგენის მუზეუმებსა და გალერეებში კარგად ჩანს. საზღვაო გზებზე სეირნობა კი ამ ფუფუნებას მოკლებული ხალხისთვის წარმოუდგენელი სიამოვნებაა. კოპენჰაგენში მოგზაურობა გზას გაგიხსნით ახალი აღმოჩენებისთვის. თუ კულინარიის მოყვარული ხართ, აქაური ტრადიციული საჭმელი აუცილებლად დაიდებს თქვენს გულში საპატიო ადგილს. დანიური მშვიდი გარემო, ულამაზესი ხედები და გართობის კარგი შესაძლებლობა ყველაფერია, რაც მოგზაურობისას შეიძლება ინატროთ!

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა კოპენჰაგენში?

კოპენჰაგენის მიმართულებით გაფრენას შეძლებთ საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. ამ ეტაპზე კოპენჰაგენში მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ გამგზავრებას საქართველოს აეროპორტებიდან, თუმცა 2026 წლის ივნისიდან თბილისიდან კოპენჰაგენში პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. რეისებს ნორვეგიული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, Norwegian შეასრულებს.

ქუთაისიდან კოპენჰაგენში პირდაპირი ფრენები ჯერჯერობით შეჩერებულია. ალტერნატივად კი Pegasus Airlines -ის ტრანზიტული რეისები შეგვიძლია შემოგთავაზოთ. პეგასუსი ქუთაისიდან სტმაბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენებს კოპენჰაგენის მიმართულებით, ერთი გზის ავიაბილეთს კი 196 ლარიდან გვთავაზობს.

ზაფხულამდე თბილისიდანაც ტრანზიტული რეისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ კოპენჰაგენის მიმართულებით. ტრანზიტულ ავიარეისებს კი შემდეგი ავიაკომპანიები გვთავაზობენ: Pegasus Airlines, Ajet, Aegean Airlines, Air Baltic.

რაც შეეხება ბათუმს, აქედან კოპენჰაგენში გაფრენას შეძლებთ თურქული Turkish Airlines -ის ავიარეისებით. ჩვენ შემოგთავაზებთ მის ფრენებს 352 ლარიდან ზემოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბათუმიდან გადაჯდომის ხანგრძლივობა შედარებით მეტია.

დაბლა ნახავთ კოპენჰაგენის მიმართულებით საუკეთესო ავიარეისების ცხრილს თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
27 ოქტომბერი 202619 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 748 -დან
28 ოქტომბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 747 -დან
29 ოქტომბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 943 -დან
30 ოქტომბერი 20267 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 1 191 -დან
1 ნოემბერი 20267 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaავიაბილეთები 1 376 -დან
2 ნოემბერი 20267 ნოემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 095 -დან
3 ნოემბერი 20266 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 786 -დან
4 ნოემბერი 20266 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 770 -დან
5 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 778 -დან
6 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 803 -დან
13 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 655 -დან
20 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 765 -დან
27 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 607 -დან
28 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 727 -დან
30 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 672 -დან
1 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 729 -დან
16 დეკემბერი 202623 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 138 -დან
18 დეკემბერი 202620 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 941 -დან
19 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 946 -დან
24 დეკემბერი 202624 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 082 -დან
25 დეკემბერი 202630 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 701 -დან
26 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 698 -დან
30 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 768 -დან
31 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 768 -დან
10 თებერვალი 202715 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 660 -დან
5 მარტი 202712 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 715 -დან
6 მარტი 202712 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 736 -დან
14 მარტი 202725 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 723 -დან
7 აპრილი 202711 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 768 -დან
8 აპრილი 202712 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 768 -დან
9 აპრილი 202713 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 829 -დან
1 ივლისი 20274 ივლისი 20272 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 850 -დან
29 ივლისი 20273 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 084 -დან
25 აგვისტო 202730 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 626 -დან
26 აგვისტო 202731 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 626 -დან
27 აგვისტო 20271 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 626 -დან
28 აგვისტო 20272 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 970 -დან
29 აგვისტო 20273 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 956 -დან
2 სექტემბერი 20273 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 923 -დან
3 სექტემბერი 20273 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 019 -დან
28 სექტემბერი 20273 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 019 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
28 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 205 -დან
27 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 615 -დან
19 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 826 -დან
22 დეკემბერი 20261 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 507 -დან
26 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 815 -დან
30 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 683 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
30 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaავიაბილეთები 1 141 -დან

აღმოაჩინე კოპენჰაგენი

სად დავრჩეთ კოპენჰაგენში?

დასარჩენი ადგილის ძებნა არ გაგიჭირდებათ ალტერნატივების მრავალფეროვნების დამსახურებით. რამდენიმე ვარიანტს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Radisson Blu Scandinavia Hotel, Copenhagen

თუ კომფორტული დასვენების მოყვარული ხართ, საერთაშორისო დონის სასტუმრო რედისონში დასვენება თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. გარდა იმისა, რომ სასტუმროს მოსახერხებელი ლოკაცია აქვს, იგი გამოირჩევა სტუმრებისთვის ხელსაყრელი სერვისებით. მაგალითისთვის, სასტუმროს აქვს 2 რესტორანი, საუზმის მომსახურება და სპორტდარბაზი.

citizenM Copenhagen Radhuspladsen

ეს სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია კოპენჰაგენში. მისი ნომრები ნათელი და მყუდროა. ამას გარდა, სასტუმრო მრავალ სერვისს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ საუზმის მრავალფეროვანი მენიუთი დატკბეთ. თანაც, სასტუმროდან ულამაზესი ხედები იშლება და დანიაში ამომავალ მზეს შეგიძლიათ აქაურ გემრიელობებთან ერთად შეხვდეთ.

Wakeup Copenhagen - Bernstorffsgade

ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასტუმროა ეს ვარიანტიც. ეს სასტუმროც მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს ტურისტებისთვის. მის მომსახურეობაში ასევე შედის საუზმის სერვისი. სასტუმროს საკუთარი რესტორანიც აქვს, რომლით სარგებლობაც დასვენების დროის განაწილებას გაგიმარტივებთ. ამასთან, სასტუმროდან ქალაქის ლამაზი ხედები იშლება.

Ascot Hotel

ეს სასტუმრო შესანიშნავ ადგილას მდებარეობს. თანაც, იმდენად დახვეწილია, რომ ძალიან მარტივად მიაგნებთ ერთი შეხედვითაც კი. სასტუმროს ნომრები კარგად მოწესრიგებული და მაღალი დონისაა. ნომერში დაგხვდებათ ჩაისა და ყავის აპარატებიც. სასტუმროს ტერიტორიაზე ნახავთ ფიტნეს ცენტრსა და ბარს. ნომრის მომსახურებაში კი საუზმის სერვისიც შედის.

რა ვნახოთ კოპენჰაგენში?

იაფი ფრენები კოპენჰაგენში უამრავი ახალი აღმოჩენისაკენ გაგიხსნით გზას. ისტორიული მუზეუმებიდან დაწყებული მოდერნისტული არტ გალერეებისა თუ შენობების ნახვით დამთავრებული – ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ დანიის ულამაზეს დედაქალაქში.

როზენბორგის ციხე

ეს ციხე კოპენჰაგენის ისტორიული შენობაა. მას შემორტყმული ბაღები კი დიად დროში მოგზაურობის განცდას დაგაუფლებთ. აქ უამრავი ღონისძიება იმართებოდა სხვადასხვა ეპოქაში. ეს ბრწყინვალე იერი დღესაც შემორჩენილი აქვს ციხესიმაგრესა და მის შემოგარენს. სწორედ ამიტომაც იგი დანიის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ სანახაობას წარმოადგენს.

კრისტიანსბორგის სასახლე

კოპენჰაგენში ყოფნისას აუცილებლად გირჩევდით მისი პარლამენტის შენობის დათვალიერებას. თავად შენობა საუკუნეებს ითვლის. მისი ფუნქცია კი ყოველთვის სამთავრობო დანიშნულების იყო. დღეს კრისტიანსბორგის სასახლე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობაა მისი იერის გამო.

ტივოლის ბაღები

კოპენჰაგენი საუცხოო სანახაობების მომსწრეს გაგხდით. ტივოლის ბაღები ერთ-ერთი უძველესი გასართობი ცენტრებია. აქ უამრავი ღონისძიება იმართება ყოველსეზონურად. დანიაში ყოფნისას ვერ მოიწყენთ. ტივოლის ბაღებში გასეირნება მარტო თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარ მომენტებს გაჩუქებთ.

დანიის ეროვნული მუზეუმი

თუ ისტორიის მოყვარული ხართ, ეს მუზეუმი აუცილებლად მოგხიბლავთ. აქ ძველი დროიდან მოყოლებული უამრავი ისტორიული არტეფაქტის ნახვას შეძლებთ. პრეისტორიული და ეთნოგრაფიული გამოფენები დროში გამოგზაურებთ.

რა ვჭამოთ კოპენჰაგენში?

იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში კულინარიის სამყაროსკენაც გაგიხსნით გზას. სკანდინავიური კულინარია ერთ-ერთი სახელგანთქმულია მსოფლიოში. აქ სხვადასხვა ტიპის კერძს ნახავთ, ამიტომ თქვენს გემოვნებაზე მორგებული რეცეპტების პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

ღია სენდვიჩები

დანიაში მოგზაურობისას ხშირად გადააწყდებით ღია სენდვიჩებს. პურზე მოთავსებულ ხორცეულს, შეიძლება თევზის პროდუქტსაც, ბოსტნეულსა და სხვა ინგრედიენტებს, რომელსაც მოსხმული აქვს ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. სენდვიჩის ჯანსაღი გემო და არაორდინალური წყობა აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

stegt flæsk

დანია ცნობილია თევზეულის სიყვარულით. მაგალითისთვის ეს კერძი წარმოადგენს თევზის ნაირსახეობას, რომელიც სერვირდება კარტოფილთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად. დანიელები მას შუადღისას ან საღამოობით მიირთმევენ ხოლმე. თუ გსურთ თავი ადგილობრივად იგრძნოთ, მაშინ აუცილებლად გირჩევდით ამ კერძის დაგემოვნებას.

Smørrebrød

აუცილებლად დააგემოვნეთ დანიური პური. ეს მხოლოდ გამომცხვარი ცომის მასა არ არის, როგორც წესი მას მიირთმევენ თევზთან, ხორცთან ან სხვა ინგრედიენტებთან ერთად. Smørrebrød-ს ყიდვა არ გაგიჭირდებათ დანიაში ყოფნის დროს, ნებისმიერ რესტორანსა თუ კაფეში იპოვით თქვენს გემოვნებაზე მორგებულ ვარიანტს.

დანიური ხორცის ბურთულები

დანიური ხორცის ბურთულები მიირთმევა როგორც ლანჩზე, ასევე სადილსა და ვახშამზე. კლასიკური ვარიანტი ხორცის, ფქვილისა და რძისგან შედგება, თუმცა სხვა ალტერნატივებიც შეგიძლიათ იპოვოთ ქალაქში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოპენჰაგენში მოგზაურობისათვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
DKK, kr - კრონერი
აერპორტის კოდი
CPH
ენა
დანიური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
718 kr (105$)

კოპენჰაგენთან დაკავშირებული სხვა სტატიები

ფრენები დანიის სხვა ქალაქებში

ხშირად დასმული კითხვები კოპენჰაგენის შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გადაიკითხეთ შემდეგი სექცია, რომელშიც ნახავთ ტურისტების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხს.

გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა საუკეთესოა კოპენჰაგენში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურა საოცარია და ქალაქში სეირნობის კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. თუმცა, თუნდაც ცივ სეზონებზეც ქალაქი დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ.

კოპენჰაგენი გამორჩეულია თავისი არქიტექტურული ნაირსახით. აქ შეხვდებით სხვადასხვა ეპოქის ღირსშესანიშნაობებს. ქალაქში არსებული ატმოსფერო ყველას მონუსხავს.

პირდაპირი ფრენები კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის ივნისიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

ამ ეტაპზე, ავიაკომპანია პეგასუსი ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ კოპენჰაგენში.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. თქვენ უბრალოდ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი მიმართულება, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ქოლ-ცენტრს დისტანციურად, ან თუნდაც ჩვენს ოფისში მობრძანდეთ, სადაც დიდი გულმოდგინებით შეუდგებიან ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებების არჩევას.

თუ იაფად მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ არატურისტულ სეზონებზე ეცადეთ გაემგზავროთ კოპენჰაგენში. ამ დროს ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და სასტუმროსაც ბიუჯეტურად დაჯავშნით.

გირჩევთ, რომ 3 დღე გათვალოთ ქალაქის დასათვალიერებლად.

CPH – კოპენჰაგენის აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს.

თუ გსურთ ავიაბილეთების შეძენის პროცესი ყველაზე მარტივად და სწრაფად განახორციელოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეგექმნათ მგზავრობის წინ, მაშინ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს უნდა მიანდოთ. avia.ge -ს ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება. მომხმარებლებთან წლობით ურთიერთობამ avia.ge -ს გუნდს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შეამუშავებინა. სანდოობა და გამჭვირვალობა კომპანიის ლიდერობას განაპირობებს ბაზარზე.