გადაწყვიტეთ გაემგზავროთ კოპენჰაგენის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.
კოპენჰაგენის აეროპორტი მხოლოდ 7 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და ტრანსპორტირების 4 საშუალებას გვთავაზობს, ესენია: ტაქსი, ავტობუსი, მეტრო და პირადი ტრანსფერი.
როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?
კოპენჰაგენის აეროპორტიდან ტაქსით ან კერძო ტრანსფერით მგზავრობა ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია ქალაქის ცენტრში მოსახვედრად. ტაქსი ხელმისაწვდომია 24/7-ზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
ნორმალური მოძრაობის პირობებში, ტაქსით მგზავრობას ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.
როგორ ავიყვანოთ ტაქსი?
თქვენ შეგიძლიათ ტაქსის რიგები ტერმინალის 2 და 3 ჩამოსვლის დარბაზების გარეთ იპოვოთ. ისინი ადვილად შესამჩნევია მათი ყვითელი ფერისა და შავ-ყვითელი ტაქსის ნიშანის გამო.
როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?
კოპენჰაგენის აეროპორტიდან ავტობუსით მგზავრობა შედარებით ნელი ვარიანტია ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად, მაგრამ ყველაზე ბიუჯეტური. No 5A ავტობუსი მუშაობს ასევე 24/7-ზე.
კოპენჰაგენის ცენტრალურ სადგურამდე გზას ნორმალური მოძრაობის პირობებში დაახლოებით 35 წუთი სჭირდება.
სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?
კოპენჰაგენის აეროპორტის ავტოსადგური შეგიძლიათ იხილოთ 2 და 3 ტერმინალებს შორის.
როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მეტროთი და მატარებლით?
კოპენჰაგენისაეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მატარებლისა და მეტროს ხაზი მუშაობს 24/7-ზე.
სად მდებარეობს მეტროს და მატარებლის სადგური?
მეტრო და მატარებელი აეროპორტიდან მე-3 ტერმინალიდან მიემგზავრება. მეტრო და მატარებელი აეროპორტიდან მე-3 ტერმინალში მიემგზავრება.
თუ თქვენი თვითმფრინავი მე-2 ტერმინალზე დაეშვება, არ ინერვიულოთ, რადგან ორივე ტერმინალი ერთმანეთისგან სულ მცირე მანზილითაა დაშორებული, რომელიც ფეხით მარტივი დასაფარია. თუმცა, თუ ტერმინალ 1-ში ჩახვალთ, არის აეროპორტის უფასო ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ 5 წუთში მიგიყვანთ ტერმინალ 3-მდე.
თბილისი კოპენჰაგენი
გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
6 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 817 -დან |
8 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 822 -დან |
10 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 830 -დან |
5 ივლისი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 872 -დან |
6 ივლისი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 872 -დან |
2 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 910 -დან |
3 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 910 -დან |
7 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 914 -დან |
17 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 932 -დან |
17 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 932 -დან |
15 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 949 -დან |
4 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 979 -დან |
3 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 998 -დან |
4 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 087 -დან |
2 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 154 -დან |
7 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 177 -დან |
5 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 201 -დან |
5 ივლისი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 259 -დან |
31 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 312 -დან |
კოპენჰაგენის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines –ი და Turkish Airlines –ი გვთავაზობენ. აღნიშნული ავიაკომპანიები სტამბოლის გავლით მოგახვდრებენ დანიშნულების ადგილზე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან კი თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის რეისით. ვიზეარით შეგიძლიათ ჩაფრინდეთ ვარშავის ფრედერიკ შოპენის აეროპორტში, იქედან კი ავიაკომპანია LOT -ით გაემგზავროთ კოპენჰაგენის აეროპორტში.