აეროპორტი ის ადგილია, სადაც მოგზაურობისას გარკვეული დროის გატარება გვიწევს. ზოგჯერ ეს დრო საკმაოდ ხანგრძლივდება ტრანზიტული ფრენის დროს, როდესაც რეისებს შორის შუალედი საკმაოდ დიდია. ამიტომ, ნებისმიერი მოგზაურისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო კომფორტულად და სასიამოვნოდ გაატაროს. საბედნიეროდ, არსებობს აეროპორტები, რომლებიც ისეა მოწყობილი და აღჭურვილი, რომ ხანგრძლივი მოცდა დისკომფორტთან აღარ ასოცირდება.

Singapore Changi Airport

Singapore Changi Airport

რეიტინგის სათავეში მოხვდა სინგაპურის Changi-ის აეროპორტი, რომელიც 2019 წელს საუკეთესოდ დაასახელეს. მოგზაურების აღტაცებას და კმაყოფილებას ყველაზე მეტად სწორედ ეს აეროპორტი იმსახურებს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან წარმოუდგენელია მისი პეპლების ბაღი, კინოთეატრი და საცურაო აუზი მოინახულო და არ მოიხიბლო. სინგაპურის აეროპორტი თავის მგზავრებს ყველაზე კარგ აქტივობებს და კეთილმოწყობილ გარემოს სთავაზობს.

Hamad International Airport

Hamad International Airport

დოჰას ჰამადის აეროპორტს არქიტექტურულ შედევრად და ყველაზე მდიდრულ აეროპორტად ასახელებენ. აქ მოხვედრა და მისი დათვალიერება ცალკე მოგზაურობაა, დასვენებისთვისა და რელაქსაციისთვის კი შეგიძლიათ ესტუმროთ მის საცურაო აუზსს, სპა ან ფიტნეს ცენტრს. ხოლო თუ დაძინებას მოინდომებთ, ამისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი.

Munich Airport

Munich Airport

მიუნხენის აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ არის დასახელებული. მუდმივად სუფთა გარემო და მეგობრული პერსონალი მგზავრებში დიდ კმაყოფილებას იწვევს. მიუნხენის აეროპორტი იმდენად კარგად არის მოწყობილი, რომ საცურაო აუზისა და ფიტნეს ცენტრის გარდა, აქ გოლფის მოედანსაც შეგიძლიათ ეწვიოთ. უკაბელო ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ტრანსპორტის სისტემა კი საკმაოდ კომფორტულად არის ქალაქთან დაკავშირებული.

Amsterdam Schiphol Airport

ამსტერდამის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია ევროპაში, თუმცა არც კეთილმოწყობით ჩამოუვარდება სხვა აეროპორტებს. გარდა დასვენებისა, აქ შეგიძლიათ საკმაოდ საინტერესოდ გაიყვანოთ დრო, რადგან შიპოლის აეროპორტში თქვენ შეხვდებით მუზეუმს და ბიბლიოთეკას. გასართობად კი, მაღაზიებისა და კვების ობიექტების საკმაოდ დიდი არჩევანია.

London Heathrow Airport

London Heathrow Airport

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი საუკეთესო სერვისით და დამხმარე პერსონალით გამოირჩევა, რაც მგზავრებში განსაკუთრებულ კმაყოფილებას იწვევს. ბევრი აეროპორტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის ხედებით დატკბეთ, თუმცა ჰითროუს აეროპორტიდან მგზავრებს საოცარი უინძორების სასახლის დანახვის შესაძლებლობა აქვთ.

Copenhagen Kastrup International Airport

კოპენჰაგენის აეროპორტის თანამედოროვე დიზაინი და უამრავი ხე, რომლებიც აეროპორტის შენობაშია, განსაკუთრებით სასიამოვნო და მშვიდ გარემოს ქმნის მგზავრებისთვის. აეროპორტიდან ქალაქში დამაკავშირებელი მეტრო კი ნამდვილად დიდ კომფორტს უქმნის მოგზაურებს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთების ბულგარეთის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ნიდერლანდების მიმართულებით
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments