იაფი ფრენები ბრიუსელში

ავიაბილეთები ბრიუსელის მიმართულებით

ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი ხშირად მოიხსენიება, როგორც ევროპის გული. ქალაქმა ეს საპატიო ტიტული ნამდვილად დაიმსახურა, რადგან აქ თავმოყრილია კულტურათა, ისტორიულ ძეგლთა და არქიტექტურულ სტილთა მრავალფეროვნება.

იაფი ფრენები ბრიუსელში ნებისმიერი ადამიანის სათავგადასავლო ოცნებას აასრულებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს ბრიუსელს ყოველწლიურად. თუ გსურთ კმაყოფილი ტურისტების რიგს თქვენც შეუერთდეთ, მაშინ გირჩევდით ქალაქს ესტუმროთ. ბრიუსელი გაგაოცებთ გალერეებისა და მუზეუმების მრავალფეროვნებით. ამიტომ, თუ ისტორიის, სოციოლოგიისა და კულტურის შესწავლისა და დათვალიერების მსურველი ხართ, აუცილებლად დაფიქრდით აქ ვიზიტზე.

იაფი ფრენები ბრიუსელში გართობისა და დასვენების მოყვარულ ადამიანებსაც კარგ თავგადასავალს სთავაზობს. შეგიძლიათ გამოსცადოთ ევროპული შეუდარებელი ღამის ცხოვრება ბრიუსელის კაფეებსა და ბარებში. ქალაქი კულინარიული საოცრებებითაც მოიგებს თქვენს გულს. ან, შეგიძლიათ უბრალოდ ისეირნოთ მის ლამაზად გაწყობილ ქუჩებში და დატკბეთ ულამაზესი ხედებით.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ბრიუსელში?

ქუთაისიდან ბრიუსელში გაფრენას შეძლებთ როგორც პირდაპირი, ასევე გადაჯდომით ავირეისებით. ქუთაისიდან ბრიუსელამდე ფრენების მრავალფეროვნება საშუალებას მოგცემთ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მაქსიმალურად მორგებული ავიარეისები აარჩიოთ. იაფი ფრენები ბრიუსელში შეგიძლიათ შეიძინოთ 108 ლარიდან ზემოთ ავიაკომპანია Wizz Air- თან. ფრენა 4 საათსა და 50 წუთს გრძელდება, ამიტომ თუ თვითმფრინავით მგზავრობა თქვენი კომფორტის ზონა არაა, გირჩევდით პირდაპირი ავიაბილეთების ყიდვაზე იფიქროთ.

თბილისიდან ბრიუსელში კი გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ბრიუსელში 265 ლარიდან ზემოთ შეგიძლიათ შეიძინოთ. ფრენებს ახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Pegasus, SkyExpress, Lufthansa და სხვა.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atStopsFind tickets
24 October 2026DirectOW tickets from 276
27 October 2026DirectOW tickets from 277
18 October 2026DirectOW tickets from 343
8 October 2026DirectOW tickets from 383
15 October 2026DirectOW tickets from 411
1 October 2026DirectOW tickets from 598
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
1 October 202615 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 822 -დან
2 October 20265 October 20261 StopAjetავიაბილეთები 671 -დან
3 October 202610 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 019 -დან
4 October 202611 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 017 -დან
7 October 202610 October 20261 StopAjetავიაბილეთები 916 -დან
9 October 202631 October 20261 StopAegean Airlinesავიაბილეთები 880 -დან
11 October 202614 October 20261 StopAjetავიაბილეთები 853 -დან
14 October 202621 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 808 -დან
15 October 202621 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 848 -დან
16 October 202618 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 897 -დან
21 October 202624 October 20261 StopAjetავიაბილეთები 844 -დან
23 October 202631 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 875 -დან
25 October 202628 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 637 -დან
26 October 20269 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 619 -დან
27 October 20263 November 20261 StopAjetავიაბილეთები 717 -დან
7 November 20267 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 607 -დან
8 November 202611 November 20261 StopAjetავიაბილეთები 720 -დან
10 November 202614 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 516 -დან
18 November 202624 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 489 -დან
19 November 202624 November 20261 StopAjetავიაბილეთები 508 -დან
22 November 202626 November 20261 StopAjetავიაბილეთები 484 -დან
24 November 20264 December 20261 StopAjetავიაბილეთები 480 -დან
26 November 20261 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 489 -დან
28 November 20262 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 527 -დან
29 November 20263 December 20261 StopAjetავიაბილეთები 497 -დან
10 December 202616 December 20261 StopAjetავიაბილეთები 674 -დან
18 December 20262 January 20271 StopAjetავიაბილეთები 497 -დან
21 December 202612 January 20271 StopAjetავიაბილეთები 571 -დან
22 December 202626 December 20261 StopAjetავიაბილეთები 751 -დან
23 December 202624 December 20261 StopAjetავიაბილეთები 677 -დან
24 December 202624 December 20261 StopAjetავიაბილეთები 713 -დან
27 December 202630 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 709 -დან
30 December 202611 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 739 -დან
7 January 202710 January 20271 StopSky Express Greeceავიაბილეთები 768 -დან
6 March 202713 March 20271 StopAjetავიაბილეთები 505 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
11 October 202625 October 2026DirectWizz Airავიაბილეთები 498 -დან
27 October 20265 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 392 -დან
29 October 20265 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 430 -დან
3 November 202610 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 413 -დან
5 November 20268 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 338 -დან
10 November 202617 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 293 -დან
17 November 202624 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 314 -დან
24 November 20263 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 243 -დან
17 December 202631 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 279 -დან
20 December 202610 January 2027DirectWizz Airავიაბილეთები 328 -დან
27 December 202631 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 255 -დან

აღმოაჩინე ბრიუსელი

თუ გსურთ, თავადვე ნახოთ და გამოსცადოთ ყველა ის დაუვიწყარი აქტივობა, რასაც ევროპის დედაქალაქად წოდებული ბრიუსელი გთავაზობთ, შეიძინეთ იაფი ფრენები ბრიუსელში და მოიწყვეთ დაუვიწტარი არდადეგები საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩვენ შევეცდებით გაგიმარტივოთ მომავალი მოგზაურობა და საჭირო დეტალების დაგეგმვაში დაგეხმარებით.

სად დავრჩეთ ბრიუსელში?

ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დასარჩენი ადგილების ბევრ და მრავალფეროვან ვარიანტებს შემოგთავაზებთ, ამიტომ არ იდარდოთ, თუ თქვენი ვიზიტი მოახლოვდა და სასტუმროს დაჯავშნაზე ფიქრი გიწევთ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში , ჩვენ დაგეხმარებით მოგაძებნინოთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული დასარჩენი ადგილი.

Yadoya Hotel

თუ გსურთ დარჩეთ სასტუმროში, რომელიც ყველა მხრივ კომფორტულ დასვენებას შემოგთავაზებთ, აუცილებლად განიხილეთ ეს კონკრეტული ვარიანტი. ეს სასტუმრო ბრიუსელის შუაგულში, იდეალურ ადგილას მდებარეობს, აქედან უპრობლემოდ შეძლებთ ტრანსპორტით გადაადგილებას, თუმცა ბრიუსელის უამრავი ღირსშესანიშნაობა სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი მხარეებისა, სასტუმროს ნომრები აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რომელიც შეიძლება მოგზაურობისას დაგჭირდეთ.

Holiday Inn Express Brussels - Airport, an IHG Hotel

ეს სასტუმრო თქვენი კომფორტული დასვენების გარანტია იქნება. გარდა იმისა, რომ იდეალურ მომსახურებას შემოგთავაზებთ, ტრანსპორტით გადაადგილებაც არ გაგიჭირდებათ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ბრიუსელში , გირჩევთ იჩქაროთ ნომრების დაჯავშნაც. სასტუმროს სივრცეები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, აქ შეგეძლებათ საუზმის სერვისითაც სარგებლობა. 24 საათიანი მომსახურების სერვისი კი ტურისტების კეთილგანწყობის მოპოვებაზე უთუოდ იზრუნებს. წყვილებს განსაკუთრებით მოსწონთ აქაური ატმოსფერო, ამიტომ თუ მეორე ნახევართან ერთად გეგმავთ მოგზაურობას, გირჩევთ გადახედოთ ამ სასტუმროს პირობებს.

Wellness Apart Hotel

თუ გიყვართ სტუდიოს ტიპის ნომრებში მოგზაურობის დღეების გატარება, მაშინ ეს სასტუმრო თქვენთვისაა. მისი ნომრები მოწყობილია მოდერნისტულად, აქ დაგხვდებათ ის ყველა საჭირო ნივთი, რომელთა ქონაც მოგზაურობის დროს დიდი ფუფუნებაა და დაგხმარებათ კომფორტულად დასვენებაში, მაგალითად პატარა მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი და სხვა. გარდა ამ საუცხოო ტიპის მომსახურებისა, სასტუმროს კიდევ ერთი პლიუსი აქვს – იგი ძალიან კარგ ადგილას მდებარებს და აქედან გადაადგილება მოსახერხებელი იქნება.

Hygge Hotel

ეს მყუდრო და ღია ფერის ინტერიერის მქონე სასტუმრო მალევე შეგაყვარებთ თავს. მისი ნომრები კეთილმოწყობილია და ტურისტებისთვის მაქსიმალურ კომფორტს ქმნის. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ სასტუმროს ულამაზეს ბაღში. სასტუმროს სერვისი გულისხმობს მრავალფეროვან საუზმესაც.

რა გავაკეთოთ ბრიუსელში?

ბრიუსელი გთავაზობთ ქალაქში გატარებული დღეები ისე დაგეგმოთ, როგორც თქვენთვის სასურველ სცენარში წარმოიდგენდით. ქალაქში შეგიძლიათ ისტორიული თუ კულტურული შენობები დაათვალიეროთ ან უბრალოდ დაისვენოთ და გაერთოთ. ჩვენ შემოგთავაზებთ იმ რამდენიმე ღირსშესანიშნაობას, რომლის ნახვაც არ უნდა გამოგრჩეთ ბრიუსელში ყოფნისას. იაფი ფრენები ბრიუსელში იქნება საგზური თქვენს საოცნებო მოგზაურობაში.

გრან-პლასი

გრან-პლასი ბრიუსელის მთავარ მოედანსა და ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. აქ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყრის თავს. გრან-პლასზე მოთავსებული ულამაზესი სამეფო სასახლე თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. გრან-პლასს თავისი დიდი ისტორია აქვს და აქ ყოფნისას მისი სრულად მოსმენა ერთხელ მაინც აუცილებლად მოგიწევთ. თუ არქიტექტურული საოცრებების ნახვა გიყვართ, იაფი ფრენები ბრიუსელში ნამდვილ სურპრიზებს მოგიწყობთ.

წმინდა ჰუბერტის სახელობის გალერეა

თუ გსურთ ეწვიოთ ადგილს, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი აუცილებლად ეწვიეთ წმინდა ჰუბერტის გალერეას. გარდა იმისა, რომ გალერეაში უამრავი მაღაზია, კაფე, კინოთეატრიც კი დაგხვდებათ, აქ აუცილებლად მოგნუსხავთ იტალიური სტილით ინსპირირებული არქიტექტურა. გალერეის ჭერი კი შუშისაა და საუცხოო ელფერს სძენს მთელს შენობას.

ატომიუმი

იაფი ფრენები ბრიუსელში ისეთი განსხვავებული და გამორჩეული მუზეუმის ნახვის შესაძლებლობას მოგცემთ, როგორიც ატომიუმია. ატომიუმი მთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. საუცხოოა როგორც მისი ექსტერიერი, ასევე აქ მოწყობილი გამოფენები.  შენობიდან ბრიუსელის ულამაზესი პანორამული ხედებით ტკბობაც შეგიძლიათ.

დამოუკიდებლობის ორმოცდაათი წლის აღსანიშნავი პარკი

ეს პარკი მე-19 საუკუნის ბოლოს იღებს სიმბოლურ მნიშვნელობას, როდესაც ლეოპოლდ მეორემ გადაწყვიტა ბრიუსელში მსოფლიო დონის გამოფენა მოეწყო ბელგიის თავისუფლების ორმოცდაათი წლისთავის ნიშნად. დღესაც პარკი ადგილობრივებისთვის დიდ კულტურულ მნიშვნელობას ატარებს.

რა ვჭამოთ ბრიუსელში?

ბრიუსელი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ქალაქში თავმოყრილია ევროპის საუკეთესო კერძები. იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში უგემრიელესი დესერტებისა თუ მთავარი კერძების დაგემოვნების შესაძლებლობას მოგცემთ.

vol-au-vent

ეს დესერტი ბრიუსელის სავიზიტო ბარათია. იგი წარმოადგენს გამომცხვარ ცომს, რომელიც სხვადასხვა ტოპინგითა თუ შიგთავსითაა გამდიდრებული. იგი ბრიუსელის მოსახლეობის საყვარელი კერძია და თითქმის ყველა კაფეში შეძლებთ მის დაგემოვნებას.

Moules-frites

მოლუსკებისა და შემწვარი კარტოფილის კომბინაცია ფრანგებისა და ბელგიელებისთვის საყვარელი კერძია. მას ყველა რესტორანში შეხვდებით ბრიუსელში ყოფნისას. ტურისტების რეკომენდაციით იგი ყველა ადამიანმა უნდა გასინჯოს ერთხელ მაინც.

Stoemp

ეს კერძი წარმოადგენს კარტოფილისა და ბოსტნეულის კომბინაციას. იგი ბელგიელების საყვარელი კერძია, რადგან მარტივად მოსამზადებელი და ნოყიერია. იაფი ფრენები ბრიუსელში მსგავსი ორიგინალური და მარტივი რეცეპტების შეგროვების შესაძლებლობას გთავაზობთ.

ბელგიური ვაფლი

და ცხადია ბელგიური ვაფლი! იგი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულია, თუმცა ბელგიაში რა თქმა უნდა ყველაზე გემრიელ ნაირსახეობას დააგემოვნებთ. ვაფლის ტოპინგები და გაფორმება თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მათი პოვნა ქალაქში არ გაგიჭირდებათ.

ინფორმაცია ბრიუსელის ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
BRU
ენა
ფრანგული
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
80-100 ევრო დღეში

ხშირად დასმული კითხვები ბრიუსელზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბელგიაში ან მომავალში აპირებთ ვიზიტს, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას და მიიღეთ საჭირო რჩევები ჩვენგან.

გაზაფხული საუკეთესო დროა ბრიუსელში ვიზიტისთვის, რადგან ამ დროს არც ცუდი ამინდები შეგაწუხებთ და არც ხალხმრავლობა ქალაქში გადაადგილებისას.

ბრიუსელში ვიზიტისას არ უნდა გამოგრჩეთ მისი მუზეუმებისა და გალერეების დათვალიერება. აუცილებლად ისეირნეთ მის ქუჩებში და დატკბით ქალაქის საუცხოო არქიტექტურით.

დიახ, ქუთაისიდან ბრიუსელში პირდაპირი ავიარეისებით გაფრინდებით.

ავიაკომპანიები Wizz Air დაფრინავს ბრიუსელში ყველაზე იაფად.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. თქვენ უბრალოდ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი მიმართულება, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ქოლ-ცენტრს დისტანციურად, ან თუნდაც ჩვენს ოფისში მობრძანდეთ, სადაც დიდი გულმოდგინებით შეუდგებიან ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებების არჩევას.

თუ იაფად მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ არატურისტულ სეზონებზე ეცადეთ გაემგზავროთ ბრიუსელში. ამ დროს ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და სასტუმროსაც ბიუჯეტურად დაჯავშნით.

3 დღე საკმარისია ქალაქის დასათვალიერებლად, მაგრამ თუ აპირებთ რომ შეიძინოთ იაფი ფრენები ბრიუსელში , გირჩევდით ცოტა დიდხანს გაჩერდეთ ქალაქში, რადგან იგი თავს აუცილებლად შეგაყვარებთ და ადრე წამოსვლა დაგენანებათ.

(BRU) – ბრიუსელის აეროპორტი ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქის ცენტრთან.

პირველ რიგში 1 ან 2 თვით ადრე იზრუნეთ ავიაბილეთების არჩევაზე. ამასთან, უმჯობესია შაბათ-კვირას ან დიდ დღესასწაულებს არ დაამთხვიოთ მოგზაურობა, რადგან როგორც წესი ამ დროს ავიაბილეთები შედარებით ძვირია.

თუ გსურთ ავიაბილეთების შეძენის პროცესი ყველაზე მარტივად და სწრაფად განახორციელოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეგექმნათ მგზავრობის წინ, მაშინ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს უნდა მიანდოთ. avia.ge -ს ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება. მომხმარებლებთან წლობით ურთიერთობამ avia.ge -ს გუნდს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შეამუშავებინა. სანდოობა და გამჭვირვალობა კომპანიის ლიდერობას განაპირობებს ბაზარზე.