მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების შუაგულში მდებარე ბელგიას შესაძლოა რუკაზე პატარა ადგილი უკავია, თუმცა ეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი მიმართულებაა, რომელიც თავისი ისტორიის გამო ენობრივად და კულტურულად საკმაოდ მრავალფეროვანი ქვეყანაა.

სწორედ მისი მცირე ზომისგამო, ვიზიტორებს საშუალება აქვთ მარტივად იმოგზაურონ და მოინახულონ ქვეყნის ქალაქები და ღირსშესანიშნაობები, რომლებიც  გაჟღენთილია ისტორიით, შთამბეჭდავი ტაძრებით, ეკლესიებითა და ციხე-სიმაგრეებით, ლამაზი ქუჩებით და კაფე-ბარებით, სადაც დააგემოვნებთ მსოფლიოში განთქმულ ვაფლს, შოკოლადს ლუდსა და კარტოფილს.

გეგმავთ მოგზაურობას ბელგიაში და გსურთ ნახოთ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი გასეირნება? აქ მოცემულია ბელგიის საუკეთესო ქალაქების სია, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ.

1. ბრიუსელი

Brussels

ბრიუსელი, ბელგიის დედაქალაქი და ევროკავშირისა და ნატოს ადგილსამყოფელი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მრავალკულტურული ქალაქია. ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმის დათვალიერებაში – ის შედგება ექვსი სხვადასხვა მუზეუმისგან, რომელთაგანაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ მაგრიტის მუზეუმს.

ქალაქი სავსეა მრავალი არქიტექტურული შედევრით, როგორიცაა Grand Place, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ცნობილი Maison Cauchie, რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის მხოლოდ თვის პირველ შაბათ-კვირას წინასწარი დაჯავშნით.

საჭმლის მოყვარულთათვის კი ბრიუსელი არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბელგიის ყველა კულინარიული ღირსშესანიშნაობა.

2. ბრიუგე

Bruges

ბრიუგეში ვიზიტი ისეთივეა, როგორც ზღაპარში მოგზაურობა. ქალაქი, რომელსაც ხშირად ჩრდილოეთის ვენეციას ეძახიან, წარმოუდგენლად მომხიბვლელია, ხეებით ჩმწკრივებული არხები ქსელით, ქვაფენილის ქუჩებითა და კარგად შემონახული შენობებით. გამორჩეული შუა საუკუნეების არქიტექტურის დიდი ნაწილი წითელი გოთური აგურის წყალობით ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ვიზიტორებზე.

საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გააკეთოთ ქალაქში ყოფნისას, არის ფეხით ხეტიალი ძველი ქალაქის გარშემო, არხებზე გასეირნება ნავით და შემდეგ, ველოსიპედით არხების გასწვრივ, ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში. საუკეთესო ხედითვის კი უნდა გაემართოთ ბელფორტისკენ, ბრიუგეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობად ღირსშესანიშნაობისკენ.

3. ნამურის პროვინცია

Namur Province

ვალონიის რეგიონში მდებარე ეს პროვინცია, რომელიც ცნობილია როგორც “ველების ქვეყანა”, ბუნებით არის გარშემორტყმული – მდინარეები, კლდეები, მეურნეობის გორაკები და ბელგიური არდენის აყვავებული სიმწვანე.

აქ ყოფნისას გაისეირნეთ მდინარისპირა ულამაზეს ქალაქში, მოაწყვეთ კრუიზი მდინარის გასწვრივ, ადით საბაგიროთი ციხესიმაგრეზე, რათა დატკბეთ ულამაზესი ხედებით და აუცილებლად ეწვით კაფეს, სადაც გასინჯავთ თაფლის ორცხობილებს, რომელიც დამზადებულია დამზადებულია მხოლოდ ხორბლის ფქვილისა და თაფლის თანაბარი რაოდენობით.

4. ანტვერპენი

Antwerp

მსოფლიოში ცნობილი სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიის ანტვერპენის სახლი, ბელგიის მეორე ქალაქი ასევე ყველაზე საინეტერსო მიმართულებაა. ქალაქს აქვს ვიზუალური უპირატესობა, რომელიც განპირობებულია მისი კონტრასტული არქიტექტურული სტილით. უახლესი თანამედროვე პროექტები შეერწყა შუა საუკუნეების შენობებს, რაც ხელს უწყობს ანტვერპენის ლანდშაფტის გამდიდრებას.

ეწვიეთ პორტს, რათა იხილოთ არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის პორტ-ჰაუსი, ასევე MAS-ი, სადაც განთავსებულია გამოფენები და კოლექციები.

5. გენტი

Ghent

ბრიუსელსა და ბრიუგეს შორის მდებარე გენტში არის ბელგიის საუკეთესო ქალაქი: მიხვეულ-მოხვეული არხები, შუა საუკუნეების არქიტექტურა, შესაშური მუზეუმები და მაღაზიებითა და რესტორნებით სავსე რიყის ქუჩები. განსხვავება ისაა, რომ გენტი არის ბელგიის ყველაზე დიდი სტუდენტური პოპულაციის ადგილი – ახალგაზრდა, ფეთქებადი გული ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს ურბანულ რაიონში.

აქ იპოვით არატრადიციულ შემოქმედებით საზოგადოებას, მზარდ მუსიკალურ სცენას და მცენარეებზე ორიენტირებული მენიუს უამრავი ვარიანტით, რომლებიც აქაურობას ევროპის ვეგეტარიანულ დედაქალაქად აქცევს.

თუ გსურთ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბელგიის მიმართულებით, დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიფრენები ბათუმიდან იაფად
შემდეგი სტატია5 ქალაქი, რომელიც ხორვატიაში უნდა მოინახულოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments