იაფი ფრენები ბარში

იაფი ფრენები ბარის მიმართულებით

ალბათ ერთხელ მაინც გიოცნებიათ სამხრეთ იტალიის ზღაპრულ ქალაქებში მოგზაურობაზე. ბარი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. თუ გსურთ, დიდი ხნის ოცნება აისრულოთ და სასურველი მოგზაურობა იაფად დაგეგმოთ, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბარში .

გარდა იმისა, რომ ბარი ზღვის სანაპიროებითაა განთქმული და ტურისტებს ხმელთაშუაზღვის ულამაზესი პეიზაჟებით ხიბლავს, ქალაქი უამრავ ისტორიულ და კულტურულ ძეგლსაც იტევს. აქაურობა ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს დაუვიწყარ თავგადასავალს პირდება. არ აქვს მნიშვნელობა, ზღვის სანაპიროზე სეირნობა უფრო გიყვართ თუ გართობა ან ისტორიული ძეგლებით ტკბობა, ბარი ყველა ტიპის აქტივობას უხვად შემოგთავაზებთ.

ბარში ყოფნის დროს არ დაგავიწყდეთ მისი ულამაზესი ტაძრებისა და მოედნების დათვალიერება. ქალაქი გაგაოცებთ იტალიელების არქიტექტურული შესაძლებლობებით. ნებისმიერი დღე ბარში უამრავი ახალი ინფორმაციის გაცნობისა და კულტურული სიამოვნების მიღების იქნება.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ბარის მიმართულებით?

საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეძლებთ ბარში გამგზავრებას. ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით. ბარში ასევე პირდაპირი ავიარეისებით გაემგზავრებით ერევნიდან.

იაფი ფრენები ბარში თბილისიდან შეგიძლიათ შეიძინოთ 238 ლარიდან ზემოთ. ფრენები მხოლოდ გადაჯდომით სრულდება, თუმცა საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. თბილისიდან ბარის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს ასრულებენ თურქული და ევროპული ავიაკომპანიები. Turkish Airlines -ი დღეში რამდენიმე რეისს ასრულებს თბილისი-სტამბოლი-ბარის საჰაერო რეისზე, რაც თქვენთვის სასურველი ფრენის არჩევას გაგიმარტივებთ.

Lufthansa და Austrian Airlines -ი ის ევროპული ავიაკომპანიები, რომლებიც თბილისიდან ბარიმდე გაგამგზავრებთ. Lufthansa მიუნხენის აეროპორტში გადაჯდომით გვთავაზობს ფრენებს და თურქეთის ავიახაზების მსგავსად, დღეში რამდენიმე რეისს ასრულებს. Austrian Airlines -ი კი თბილისიდან ჯერ ვენაში, ხოლო შემდეგ ბარში ჩაფრინდება.

ქუთაისიდან ბარის მიმართულებით შემოგთავაზებთ Wizz Air -ით გამგზავრებას რომის, მილანის, ათენის ან ბუდაპეშტის მიმართულებით, ხოლო შემდეგ ისევ ვიზეარის ან სხვა ავიაკომპანიების რეისებით ამ ქალაქებიდან ბარში გამგზავრებას. Ryanair, easyJet, Volotea – ეს ავიაკომპანიები, რომლებიც ასრულებენ ფრენებს ევროპის შიდა რეისებზე და იაფ ავიაბილეთებსაც გვთავაზობენ.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, აქედან Turkish Airlines ასრულებს ფრენებს. გადაჯდომა რამდენიმე საათს გრძელდება სტამბოლოს აეროპორტში, შემდეგ კი პირდაპირ ბარში გაემგზავრებით. შეგიძლიათ აარჩიოთ ისეთი ავიარეისები, რომლებიც გადაჯდომის მინიმალურ დროს გულისხმობს. ბათუმიდან ბარიმდე 379 ლარიდან ზემოთ იმგზავრებთ.

ერევნიდან ბარის მიმართულებით უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ით გაფრინდებით. ფრენა დაახლოებით 4 საათს გრძელდება, რაც კომფორტული მგზავრობისთვის იდეალური დროა. ერევნის აეროპორტში კი საქართველოდან მარტივად მოხვდებით რამდენიმე საათიანი საავტომობილო მგზავრობით ან თუნდაც ავტობუსებით, რომლებიც რეგულარულად დადიან. მესამე ვარიანტი კი არის მატარებლით მგზავრობა. ერევნიდან ბარის მიმართულებით 130 ლარიდან ნახავთ ავიაბილეთებს.

დაბლა ნახავთ ცხრილს ბარის მიმართულებით ავიარეისების თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
7 August 202620 August 20261 StopLufthansaავიაბილეთები 902 -დან
8 August 202610 August 20261 StopDan Airავიაბილეთები 1 161 -დან
13 August 202620 August 20262 StopsAjetავიაბილეთები 1 069 -დან
14 August 202621 August 20261 StopLufthansaავიაბილეთები 959 -დან
15 August 202622 August 20262 StopsDan Airავიაბილეთები 937 -დან
16 August 202623 August 20263 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 989 -დან
17 August 202621 August 20261 StopLufthansaავიაბილეთები 927 -დან
18 August 202622 August 20261 StopLufthansaავიაბილეთები 925 -დან
20 August 202627 August 20262 StopsFly Oneავიაბილეთები 1 091 -დან
21 August 202628 August 20262 StopsFly Oneავიაბილეთები 1 108 -დან
23 August 202630 August 20262 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 1 099 -დან
24 August 202628 August 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 110 -დან
1 September 202610 September 20263 StopsAjetავიაბილეთები 849 -დან
2 September 202614 September 20263 StopsAjetავიაბილეთები 843 -დან
3 September 202610 September 20262 StopsFly Oneავიაბილეთები 935 -დან
4 September 20266 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 127 -დან
17 September 202624 September 20263 StopsAjetავიაბილეთები 838 -დან
26 September 20264 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 851 -დან
27 September 20261 October 20262 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 668 -დან
28 September 20262 October 20263 StopsAjetავიაბილეთები 800 -დან
29 September 20263 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 827 -დან
30 September 20264 October 20262 StopsAegean Airlinesავიაბილეთები 900 -დან
1 October 20265 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 766 -დან
2 October 202611 October 20262 StopsAegean Airlinesავიაბილეთები 914 -დან
25 October 20261 November 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 932 -დან
20 November 202623 November 20262 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 719 -დან
21 July 202728 July 20271 StopLufthansaავიაბილეთები 900 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
11 August 202616 August 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 998 -დან
22 August 202629 August 20261 StopWizz Airავიაბილეთები 1 052 -დან
5 September 202613 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 904 -დან
28 September 20267 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 624 -დან
1 October 20264 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 788 -დან
3 October 20269 October 20262 StopsWizz Air Maltaავიაბილეთები 675 -დან
29 October 202630 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 566 -დან
1 November 20264 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 446 -დან
1 March 20274 March 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 689 -დან
26 July 202729 July 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 949 -დან

აღმოაჩინე ბარი

სად დავრჩეთ ბარში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ბარში , გირჩევთ წინასწარ დაჯავშნოთ დასარჩენი ადგილები. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს. არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ, რადგან თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებულ სასტუმროს ნომრებს უპრობლემოდ იპოვით.

Thalassa Bari

სასტუმრო სულ რაღაც 2 წუთის სავალზეა ზღვიდან, შესაბამისად მისი ნომრებიდან ულამაზესი ხედი იშლება. გარდა ამ სიუცხოვისა, მისი მომსახურებაც გამორჩეულია. სასტუმროში შეძლებთ მაქსიმალურად კომფორტულად დასვენებას, აქ შეგიძლიათ ველოსიპედებით ისეირნოთ ან საერთო ლაუნჯში ახალი ხალხი გაიცნოთ. სასტუმროს ნომრები აღჭურვილია სხვადასხვა გამოსადეგი ნომრით.

Palazzo Calò

ეს სასტუმრო ბარის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. მისი ნომრები კეთილმოწყობილია და აქ კომფორტულად მოთავსების საშუალებას მოგცემთ. სასტუმრო გთავაზობთ საუზმის სერვისს, რაც ასევე უფრო სასიამოვნოს გახდის თქვენს დასვენებას. ეს სასტუმრო ტურისტებისგან მაქსიმალურ შეფასებას იმსახურებს, მათ შორის სოლო მოგზაურებისგანაც, ამიტომ აქ დარჩენას ნამდვილად არ ინანებთ.

Barion Hotel & Congressi

სასტუმრო იდეალურ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრებიდან ულამაზესი ხედი იშლება, იგი ზღვას გადაჰყურებს. ქალაქის ღირსშესანიშნაობებიც ახლო მანძილზეა სასტუმროდან, ამიტომ გადაადგილება პრობლემას არ შეგიქმნით. სასტუმროს ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. თანაც, საუზმის სერვისითაც შეგიძლიათ სარგებლობა.

Executive Business Hotel

ეს სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მისი ნომრები კომფორტული და კეთილმოწყობილია. ამასთან, სასტუმრო სხვა ბენეფიტებსაც გთავაზობთ. მაგალითად, აქ შეგიძლიათ ნახოთ ბარი, ნომრის მომსახურებაში კი მრავალფეროვანი საუზმის მენიუც იგულისხმება.

რა ვნახოთ ბარში?

ბარი ზღვის ულამაზესი სანაპიროების გარდა ისტორიული და კულტურული ძეგლების მრავალფეროვნებითაც გაგაკვირვებთ. აქ მრავალ არქიტექტურულად ღირებულ შენობას ნახავთ. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობას ბარში ყოფნისას.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მე11 საუკუნის ძეგლია. იგი არქიტექტურული სტილის ღირსშესანიშნაობით გააკვირვებს მნახველს. ტაძარი რელიგიური დატვირთვისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიებისთვის. ტაძრის ინტერიერი აღჭურვილია მცირე მონუმენტებით, რაც კიდევ უფრო მდიდრულს ხდის რომაულ-ნორმალურ არქიტექტურულ სტილს.

Piazza del Ferrarese

ეს ბარის ცენტრალური მოედანია, რომელიც ტურისტებს აქტივობების მრავალფეროვნებით იზიდავს. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ და დაათვალიეროთ ქალაქის არქიტექტურა, ან სულაც მაღაზიებსა და კაფეებს ესტუმროთ. მოედანზე ყოველდღიურად უამრავი ტურისტი იყრის თავს. იაფი ავიაბილეთები ბარში საშუალებას მოგცემთ თქვენც შეუერთდეთ მათ რიცხვს და მათი აღფრთოვანება გაიზიაროთ.

Castel del Monte

თუ გსურთ ფილმებში ნანახი ულამაზესი კოშკების მსგავსი ძეგლი იხილოთ, მაშინ არ უნდა დაგავიწყდეთ ამ შენობის ნახვა. იგი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია. ტაძარი არა მხოლოდ თავისი გრანდიოზულობითაა მნიშვნელოვანი, არამედ წარმოადგენს ისტორიულ და კულტურულ ძეგლს.

Palazzo Mincuzzi

ეს ისტორიული შენობა ბარის საშოპინგო ქუჩის ცენტრში მდებარეობს. იგი არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეულია და ეგრევე იქცევს მნახველების ყურადღებას. თუ საშოპინგოს გადაწყვიტეთ გასვლა, ეს შენობაც აუცილებლად მოინახულეთ.

რა ვჭამოთ ბარში?

ბარი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ შეგიძლიათ იტალიური სამზარეულოს გემრიელობების დაგემოვნება. იაფი ფრენები ბარში თქვენი ახალი კულინარიული რეცეპტების აღმოჩენის შესაძლებლობა იქნება.

Orecchiette

ეს კერძი კონკრეტულად ბარის კულტურული საჭმელია. იგი ადგილობრივებისთვის დიდი დატვირთვის მატარებელია, რადგან წარმოადგენს გულის ფორმის პატარა მაკარონს, რომელიც სერვირდება სხვადასხვა სოუსთან ერთად გემოვნების მიხედვით.

The tiella di patate riso e cozze

ეს მთავარი კერძი განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების მოყვარულებს მოეწონებათ, რადგან იგი წარმოადგენს კარტოფილისა და მოლუსკების ერთიანობას. გარდა ამისა, მას აქვს ბოსტნეულის ბაზა, ამიტომ გირჩევდით შუადღისას მიირთვათ მთავარ კერძად.

Apulian Taralli

ეს კი ბარის მთავარი სასუსნავია. იგი წარმოადგენს პატარა პურის ბურთულებს, რომლებიც სპეციალური ინგრედიენტებითაა მომზადებული. იგი განსაკუთრებით კომფორტულია ბარის ქუჩებში სეირნობისას მისართმევად.

Frutti di Mare Crudi

ეს კერძი სპეციალური ტექნიკით მომზადებულ მოლუსკებს წარმოადგენს. მისი მომზადების ტრადიცია ძველი დროიდან იღებს სათავსეს, მაშინ როცა მეთევზეები ბარის მთავარ ეკონომიკურ დასაყრდენს წარმოადგენდნენ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბარში მოგზაურობისთვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
BRI
ენა
იტალიური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
100-120 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ბარიზე

თუ აპირებთ, რომ მოგზაურობა დაგეგმოთ ბარში, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ხშირად დასმული კითხვების სექცია. სხვა ტურისტების გამოცდილება დაგეხმარებათ უფრო მარტივად დააზუსტოთ მოგზაურობის დეტალები.

საუკეთესო დრო რათა იმოგზაუროთ ბარში არის გაზაფხული, რადგან ამ დროს ტემპერატურა საუკეთესოა. თუმცა, ნებისმიერ სეზონზე ქალაქი ღირსეულად გიმასპინძლებთ.

ბარი ბევრი ტურისტის საყვარელი ადგილია იტალიური კულტურისა და არქიტექტურის გამო. ბევრს კი იგი თავისი შეუდარებელი სანაპიროების გამო უყვარს.

ამ ეტაპზე საქართველოდან ბარში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება.

Easyjet ბარში ყველაზე იაფ ფრენებს ასრულებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის აირჩიეთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ფრენებზე ნაკლები მოთხოვნაა და შესაბამისად ფასიც იწევს.

მინიმუმ 3 დღე უნდა გათვალოთ ბარში ყოფნისათვის, რათა სრულად დაათვალიეროთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

BRI – ბარის აეროპორტი ქალაქიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ დღესასწაულებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.