ავიაკომპანია Wizz Air-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისიდან იტალიის ქალაქების მიმართულებით არსებული რეისების რაოდენობა შეამცირა.

 ახალი რეისების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება :

  • მილანის მიმართულებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში ოთხი რეისის ნაცვლად, მხოლოდ ერთი რეისი შესრულდება პარასკევს.

  • რომის მიმართულებით 18 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით მხოლოდ შაბათის რეისი შესრულდება.

  • ბოლონიაში 17 მარტიდან 24 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი რეისი დარჩება.

  • რაც შეეხება ბარის მიმართულებას, 12 მარტიდან 2 აპრილმდე 3 რეისია გაუქმებული.

ავიაკომპანიის განვცადებით, იმ მგზავრებს, რომლებსაც გაუქმებულ პერიოდებში ჰქონდათ ავიაბილეთები შეძენილი, შესაძლებლობა ექნებათ შეცვალონ ფრენის თარიღი ან დაიბრუნონ გადახდილი თანხა სრულად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGlobalcell / გლობალსელი
შემდეგი სტატიაანადოლუჯეტი / Anadolujet Airlines
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments