ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების ხარისხის შესახებ, სადაც ევროპის ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქალაქების შესახებაა საუბარი. ექსპერტებმა გამოკითხეს ასობით ათასი მცხოვრები და ემიგრანტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ყველაზე უსაფრთხოდ სკანდინავიის ქვეყნების ქალაქები დასახელდა. ამ სიაში ასევე მოხვდნენ ანტალია , ბორდო, ლუბლიანა, კლუჟ-ნაპოკა და სხვა. ამასთან, უსაფრთხოების უფრო მაღალი დონე აღინიშნა პატარა ქალაქებში, სადაც 250 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

თბილისი ანტალია

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 ივლისი 202625 ივლისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 581 -დან
9 აგვისტო 202622 აგვისტო 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 619 -დან
15 სექტემბერი 202625 სექტემბერი 2026SunExpressავიაბილეთები 546 -დან
22 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026SunExpressავიაბილეთები 511 -დან

 

ყველაზე სახიფათო ქალაქების სიაში მოხვდა ათენი, რომი, ნეაპოლი, მარსელი, სტამბოლი, სოფია და ლიეჟი. ამ ქალაქებში მცხოვრებთა 50%-ზე მეტი ქუჩებში მარტო ან ღამით სეირნობისას თავს კომფორტულად არ გრძნობს.

საინტერესოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, ქალაქებს შორის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, საფრანგეთში ქალაქ ბორდოს მცხოვრებთა 82%-მა განაცხადა, რომ თავს დაცულად გრძნობს, ქალაქ მარსელში კი მხოლოდ 43%-ი გრძნობს თავს დაცულად.

ანალოგიური ვითარებაა ბელგიაში – ანტვერპენში – 73%, ლიეჟში – 44%, ხოლო თურქეთში კი ანტალიაში – 80%, სტამბოლში – 44%.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მიმართულებაზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისი ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა იგეგმება
შემდეგი სტატიათბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted