ჯადოსნური ბიგ-ბენი ლონდონის ეშმაკის ბორბალი თუ ბუკინგემის სასახლე – ლონდონს ყველა ჩვენგანი იცნობს ტელეეკრანებიდან. ბრიტანული თავგადასავალი რეალურად ხელმისაწვდომი და მარტივად დასაგეგმია. მთავარია, წინასწარ გაეცნოთ აქაურ დასარჩენ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს, შეიქმნათ წარმოდგენა კვების ობიექტებსა თუ სავაჭრო ცენტრებზე. ამ ყველაფერს კი ამ ბლოგში გაგიზიარებთ – გამოგვყევით საოცნებო ლონდონის აღმოსაჩენად და გადაინაცვლეთ ვირტუალური სივრციდან რეალობაში.
ლონდონი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ლონდონში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასარჩენი ადგილის დაგეგმვაა. უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ლონდონის ცნობილ დასარჩენ ადგილს, სადაც უამრავ სასტუმროს ნახავთ სხვადასხვა კატეგორიაში და მარტივად შეძლებთ ამორჩევას.
ვესტმინსტერის უბანი
ვესტმინსტერის უბანი (Westminster District) – ვესტმინსტერის უბანი ლონდონის ქალაქის ცენტრში მდებარეობს და პირველად მოგზაურისთვის დასარჩენად იდეალური ადგილია. ტემზასა და ბიგ-ბენს შორის ქალაქის ისტორიულ ცენტრში იქნებით და ლონდონის დათვალიერებას მარტივად შეძლებთ.
კოვენტ-გარდენის უბანი
კოვენტ-გარდენის უბანი (Covent Garden) – რომელიც სოჰოს მეზობლად მდებარეობს, უფრო კულტურული და კომერციული ხასიათისაა. ეს იდეალური ადგილია შოპინგისთვის ან ქუჩის ლაივ წარმოდგენებითა და პერფორმანსებით დასატკბობად.
ნოთინგ ჰილის უბანი
ნოთინგ ჰილის უბანი (Notting Hill District) – რა თქმა უნდა, ნოტინგ ჰილის ხსენებისას, მაშინვე გახსენდებათ ფილმი „ნოტინგ ჰილი“, რომელშიც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი და ჰიუ გრანტი ასრულებენ. ეს უბანი იდეალურია, თუ ეს ფილმი გიყვართ და გსურთ დარჩეთ იქ, სადაც თქვენი საყვარელი სცენებია გადაღებული. მაგრამ მაშინაც კი, თუ ფილმი არ გინახავთ, ნოტინგ ჰილი თავისი მომხიბვლელი სახლებით ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და სასიამოვნო ადგილია დასარჩენად.
სოჰოს უბანი
სოჰოს უბანი (Soho) – იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ გართობა გიყვართ. თუ ბარებთან ახლოს მდებარე და ღამით კიდევ უფრო ხმაურიანი უბანი გირჩევნიათ, სოჰო იდეალური ვარიანტია.
პიკადილის უბანი
პიკადილის უბანი (Piccadilly) – ხშირად ლონდონის მინი Time Square-ს სახელით ცნობილი ტერიტორიაა. იგი ასევე ძალიან ცოცხალია, აქ მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში იქნებით. სუვენირების მაღაზიებს, მოდის ობიექტებს, რესტორნებსა და კაფეებს შორის ყოველთვის რაღაც ხდება.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ლონდონში?
ლონდონში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნამდვილი ცვენა დაგხვდებათ. აქ უამრავი ძეგლია აღმოსაჩენი. დაბლა რამდენიმე აუცილებლად გამოსაცდელ აქტივობას შემოგთავაზებთ ლონდონში.
ლონდონის თვალი
ლონდონის თვალი ტურისტების საყვარელი ღირსშესანიშნაობაა. აქედან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ლონდონის დინამიკურ ცხოვრების რიტმს. იგი აუცილებლად სანახავ ადგილებში შედის ლონდონში მოგზაურობისას.
ლონდონის ხიდი
ლონდონის ხიდი ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა. მისი მინის იატაკი უნიკალურ ხედებს გადაგიშლით – აქედან შეგიძლიათ 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოხედოთ მთელს ლონდონს და დატკბეთ ქალაქის საოცარი პანორამული ხედით.
უინძორების სასახლე
უინძორების სასახლე ლონდონის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. იგი წარმოადგენს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ქმედით რეზიდენციას. აქ ინახება სხვადასხვა ისტორიული ეპოქის არტეფაქტი და ფუფუნების საგანი.
თორპ პარკი
თორპ პარკი ბრიტანეთის უდიდესი გასართობი სივრცეა. 2024 წელს, ბრიტანეთის ამ უდიდესმა პარკმა, თორპ პარკმა, გამოუშვა დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალი და სწრაფ ატრაქციონი – Hyperia-ს. შეეხეთ ცას და აფრინდით 236 ფუტის სიმაღლეზე, განავითარეთ 80 მილი/სთ-ზე მეტი სიჩქარე მის ატრაქციონებზე სრიალისას. პარკში ასევე სიახლეა ულამაზესი ბულვარი და ღონისძიებების დასაგეგმად განკუთვნილი სივრცე, სადაც პარასკევობით საინტერესო სანახაობები იმართება.
ბუკინგემის სასახლე
ბუკინგემის სასახლე ბრიტანეთის ხელმწიფის ლონდონის ოფიციალური რეზიდენციაა და მსოფლიოში ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მოქმედ სამეფო სასახლეებს შორის, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებს. ყოველ ზაფხულს, როდესაც სასახლე ოფიციალური მიზეზებით არ გამოიყენება, ვიზიტორებს შეუძლიათ დატკბნენ 19 ბრწყინვალე სახელმწიფო ოთახით, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრების მიერ საზეიმო ღონისძიებებისა და ოფიციალური მიღების ადგილია.
სტოუნჰენჯი
სტოუნჰენჯი ლონდონის ისტორიული და არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი ადგილია. პირამიდებისა თუ სხვა ანტიკური ნაგებობების ნახვის მსგავსად, სტოუნჰენჯის საკუთარი თვალით ნახვაც ისეთი რამაა, რასაც არასდროს დაივიწყებთ. ეწვიეთ სოლსბერის ველზე მდებარე ამ იდუმალ ნეოლითურ ძეგლს და აუდიოგიდის დახმარებით გაიგეთ მისი ისტორია და საიდუმლოებები.
ვისლის ბაღები
ვისლის ბაღების 240 ჰექტარზე გაშენებულ ტერიტორიაზე 30-ზე მეტი სხვადასხვა ადგილია, რომელთა მონახულებაც ღირს. სამეფო მებაღეობის საზოგადოება ამ სივრცეში 1903 წლიდან სასწაულებს ახდენს. 100 წლიანი შრომის შედეგად მათ შექმნეს ისეთი თვალისმომჭრელი რაღაც, რითაც ტურისტების აღფრთოვანებას უდავოდ იმსახურებენ.
ლონდონის სასახლე
ლონდონის სასახლე სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა. იგი წარმოადგენდა ქალაქის მთავარ სადამსჯელო ცენტრსა და სამეფო ინტრიგების ადგილს.
კენსინგტონის სასახლე
კენსინგტონის სასახლე დღემდე მოქმედი სასახლეა ლონდონში – აქ უელსის პრინცი და პრინცესა ცხოვრობენ. მართალია, მათ შეიძლება ვერ შეხვდეთ ვიზიტის დროს, თუმცა დიდებულ ბრიტანულ ცხოვრებაზე წარმოდგენას აუცილებლად შეიქმნით კენსინგტონის დარბაზებსა და ბაღებში სეირნობისას.
კიუს ბაღები
კიუს ბაღების ბილეთებით ლონდონის ღირსშესანიშნაობებს სუფთა ჰაერზე დაათვალიერებთ. კიუს ბაღების ბილეთები მსოფლიოს უდიდეს ბოტანიკურ ბაღში გაგატარებინებთ დროს, სადაც შეგიძლიათ გაშლილ მწვანე სივრცეში იხეტიალოთ, შორს ხალხმრავლობისგან. დაათვალიერეთ ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა კიუს სასახლე, 10-სართულიანი ჩინური პაგოდა, უზარმაზარი და ულამაზესი სახლი და ჩანჩქერიც კი.
ვან გოგის გამოფენა, ლონდონი
ვან გოგის გამოფენა ლონდონში უნიკალური გამოცდილების მიღებას გპირდებათ. აქ სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მიგნებების, ჰოლოგრამებისა და ვიზუალური ეფექტების საშუალებით შეგეძლებათ ვან გოგის ნახატებში “შეაბიჯოთ”. მთელი სივრცე მხატვრის შედევრებითაა გაფორმებული. ამ სივრცეში აბსოლუტურად დაკარგავთ დროისა და სივრცის შეგრძნებას. ესტუმრეთ ვან გოგის გამოფენას და მოუწყვეთ თქვენ თავს სახელოვნებო ტური.
ჰარი პოტერისა და ვორნერ ბრაზერს სტუდიოს ტური
ჰარი პოტერისა და ვორნერ ბრაზერს სტუდიოს ტური ისაა, რაც ფანტასტიკის მოყვარულებს სჭირდებათ ლონდონში მოგზაურობისას. ტურის ფარგლებში ფაქტობრივად იქნებით ჯადოსნური ამბების თანამონაწილე. თქვენ მოინახულებთ ვორნერ ბრაზერს სტუდიოს და ოქსფორდს, ანუ ჰარი პოტერის გადაღების ადგილს.
მდინარე ტემზაზე კრუიზის ტური
მდინარე ტემზაზე კრუიზის ტური უნიკალურ გამოცდილებას გთავაზობთ ლონდონში ყოფნისას. კრუიზით გასეირნება საშუალებას მოგცემთ, ქალაქი სულ სხვა პერსპექტივიდან აღმოაჩინოთ.
დაჯავშნე ლონდონის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები ლონდონში
სად ვჭამოთ ლონდონში?
ლონდონის კაფე-ბარები და რესტორნები კარგად დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობასაც მოგცემთ. აქ შეგიძლიათ ნამდვილი ინგლისური საუზმე მიირთვათ ულამაზესი ხედების ფონზე.
საუკეთესო რესტორნები ლონდონში
The Pem – ამ რესტორნის სამზარეულო ძირითადად ბრიტანული რეცეპტებით ხელმძღვანელობს. აქ თანამედროვე სტილისა და ტექნიკის იდეალური ნაზავით შექმნილ კერძებს დააგემოვნებთ. ღვინის რეკომენდაციისთვის კი მიმართეთ მეგობრულ სომელიეს.
Goodbye Horses – ეს შედარებით ახალი რესტორანია ლონდონში, თუმცა მალევე მოიპოვა აღიარება. ეს ადგილი სავსეა აღმოსავლეთ ლონდონის ყველაზე პოპულარული სტუმრებით, რომელთაგან ბევრი საერთო მაგიდებთან ზის და ყველა მათგანი მაღალი ხარისხის, სეზონური ბრიტანული პროდუქტებით შექმნილი კერძების დაგემოვნებაზე ზრუნავს. აქ უგემრიელეს დესერტებსაც დააგემოვნებთ.
HIMI – ეს რესტორანი ნამდვილად ახერხებს სამუშაო დღის შემდეგ ბედნიერი, დამამშვიდებელი განწყობის შექმნას, განსაკუთრებით თუ სამზარეულოს წინ მდებარე დახლთან ზიხართ; ასევე არის მაგიდები მათთვის, ვისაც ერთმანეთის პირისპირ ჯდომა ურჩევნია. აქვეა შესანიშნავად მომზადებული ხრაშუნა შემწვარი ქათამი (ცივ ლუდთან ერთად უგემრიელეს კომბინაციას ქმნის).
სად გავსინჯოთ ინგლისური საუზმე?
რა თქმა უნდა, ისტორიულ The Regency Cafe – ში – ამ ადგილას ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა. სივრცე კრემისფერი ფილებითაა მოპირკეთებული, იატაკი ხალიჩითაა დაფარული და მაგიდებიც მყუდროდაა მოწყობილი. ამ კაფეში მუდამ რიგი დაგხვდებათ, რადგან ადგილობრივებისთვისაც ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს. აქ ნამდვილ ინგლისურ საუზმეს გასინჯავთ – კვერცხს, ბეკონს, ინგლისურ ჩაის, პუდინგებსა თუ ტოსტებს. მოკლედ, ლონდონში მოგზაურობისას საუზმისთვის იცით, რომელ კაფეშიც უნდა წახვიდეთ.
რესტორნები ლამაზი ხედით
14 Hills – თუ მნიშვნელოვან ვახშამს გეგმავთ, ამ ადგილს უნდა ეწვიოთ. გარდა უგემრიელესი მენიუსა, აქ გადაგეშლებათ ლონდონის ულამაზესი პანორამული ხედები. თქვენ წინ ლონდონის ეშმაკის ბორბალი აღმოჩნდება.
The Rooftop – აქაც თავისუფლად შეძლებთ ქალაქის 360 გრადუსიანი ხედებით ტკბობას. იგი ტურისტების ერთ-ერთ ფავორიტ რესტორანს წარმოადგენს.
Aviary – Royal London House-ის სახურავზე მდებარე ეს რესტორანი გთავაზობთ განსაცვიფრებელ სახურავზე ყოფნის შესაძლებლობას. ლონდონის ჰორიზონტის პანორამული ხედები ნებისმიერი კერძისა თუ სასმელის მისაღებად განსაცვიფრებელ ფონს ქმნის.
ახლოდან დანახული ლონდონი





სად ვიშოპინგოთ ლონდონში?
ლონდონში მოგზაურობისას შოპინგს მრავალფეროვნად შეძლებთ: შეგიძლიათ ეწვიოთ დიდ მოლებს, სპეციალურად მოწყობილ უბნებს, პატარა მაღაზიებსა და სხვა.
მოლები
One New Change – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოპინგ ცენტრი ლონდონში. აქ ყველანაირი ტიპის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ მოდის აქსესუარები დაგხვდებათ. თუ შოპინგია თქვენი მიზანი, ეწვიეთ აქაურობას.
Outlet Shopping at The O2 – შედარებით იაფი შოპინგისათვის კი მობრძანდით ამ საშოპინგო ცენტრში. აქ მუდამ დიდი ფასდაკლებებით ისარგებლებთ და საკმაოდ იაფად შეძლებთ სასურველი ნივთების არჩევას.
Angel Central Shopping Centre – ეს საშოპინგო ცენტრი კი ლონდონის ცნობილ საშოპინგო ქუჩაზე მდებარეობს. აქ შეგეძლებათ დატკბეთ მაღაზიებში სეირნობით ან ეწვიოთ აქვე მდებარე კვების ობიექტებს.
ყველაზე ცნობილი უბანი საშოპინგოდ
Westfield Stratford City – იშოპინგეთ ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო უბანში. აქ 250-ზე მეტი მაღაზია და 70-აზე მეტი კვების ობიექტი დაგხვდებათ. აქვე ნახავთ კინთეატრს, ბოულინგის დარბაზს, კარაოკესა თუ კაზინოს. მოკლედ, ამ უბანში ყველაფერია საშოპინგოდ თუ გასართობად.
ცნობილი ბაზრობები
Berwick Street Market – სოჰოს უბნის ოდესღაც ტრადიციული ქუჩის ბაზარი ახლა გაცილებით განვითარდა და ოქსფორდ სტრიტის მახლობლად ამ კოსმოპოლიტურ უბანში გემრიელ ინგლისურ პროდუქტებს სთავაზობს ტურისტებსა თუ ადგილობრივებს.
Borough Market – აღმოაჩინეთ გურმანთა სამოთხე ლონდონის ხიდთან ახლოს მდებარე ბოროუს ბაზარში. შეიძინეთ ახალი, ორგანული პროდუქტების სხვადასხვა სახეობა, სანელებლები, გამომცხვარი ნამცხვრები და გემრიელი ლონდონური სწრაფი კვების კერძები.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ლონდონში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ლონდონი ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო ლონდონში სამოგზაუროდ?
ლონდონში მოგზაურობა უმჯობესია გარდამავალ სეზონებზე – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ დროს ქალაქში შედარებით ნაკლები ტურისტია და ღირსშესანიშნაობების მონახულებას უფრო თავისუფლად შეძლებთ. გარდა ამისა, ნოემბერში აქ უდიდესი მუსიკის ფესტივალები ეწყობა. სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის მუსიკალურიც, ზაფხულობითაც ტარდება. არ უნდა გამოტოვოთ ნოთინგ ჰილის კარნავალი აგვისტოში. ზამთარში კი აქ ულამაზესი საშობაო ბაზრობები ეწყობა, რაც ყველას ერთხელ მაინც გვინახავს ტელეეკრანებიდან. ლონდონში ხშირია წვიმიანი ამინდები ნებისმიერ სეზონზე, თუმცა ეს განწყობას ნამდვილად ვერ გაგიფუჭებთ. მოკლედ, ნებისმიერ დროს საუცხოო გართობასა და დასვენებას გპირდებათ ქალაქი. წაიღეთ საწვიმარი და ქალაქი ნებისმიერ სეზონზე საუკეთესოდ დაათვალიერეთ.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ლონდონში?
ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს. აქ გადაადგილების პრობლემა ნამდვილად არ გექნებათ. დაბლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ გაგიზაირებთ ინფორმაციას.
მეტრო
ლონდონის მეტროს გვირაბების ფორმის გამო ხშირად ტუნელსაც უწოდებენ. ლონდონის მეტრო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მეტროსისტემაა, რომელიც 1863 წელს გაიხსნა. ბილეთის ფასის მიხედვით მას ორპენიანი მეტრო ერქვა. ეს მეტსახელი მას შემდეგ შემორჩა. ლონდონის მეტროს ქსელი ცხრა ზონად იყოფა. ლონდონის ცენტრალური ნაწილი პირველ ზონაშია. ქსელს 11 ხაზი აქვს. იგი დილის 5 საათამდე მუშაობს. მისი ფასი განსხვავდება მარშრუტის მიხედვით, ერთჯერადი ბილეთი ქეშით გადახდისას 7 ფუნტამდე ღირს, თუმცა თუ სამგზავრო ბარათი გაქვთ ან თუ საკრედიტო ბარათით იხდით, ფასი გაცილებით ნაკლებია.
ტრამვაი
ლოდონის ტრამვაის ხაზის, Tramlink-ის პირველი ტრამვაი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 5:30 საათიდან მოძრაობს, შაბათს დილის 6 საათიდან, კვირას კი დილის 7 საათიდან მოგემსახურებათ. ბოლო რეისები ყოველ დღეს შუაღამისას სრულდება. დღის განმავლობაში ტრამვაი ყოველ 10 წუთში ერთხელ მოძრაობს, დილით ადრე და გვიან საღამოს კი ოდნავ უფრო იშვიათი რეისებია. ფასის თვალსაზრისით, ტრამვაი ლონდონის ავტობუსების ქსელის ნაწილად ითვლება. ავტობუსებისა და ტრამვაის ქსელში მგზავრობის ფიქსირებული ტარიფი 1.75 ფუნტია, თუ Oyster ბარათით ან უკონტაქტო გადახდის მეთოდით გადაიხდით. ტრამვაიზე მოქმედებს Travelcard-ები. ქაღალდის ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი და აღარ მიიღება.
ავტობუსი
ლონდონის ავტობუსების მარშრუტების ქსელი მთელ ქალაქს 24-საათიანი მომსახურებით ანებივრებს. ისინი უნაღდო ანგარიშსწორებით მოძრაობენ, ამიტომ მგზავრობისთვის დაგჭირდებათ Oyster ბარათი, Travelcard-ი ან უკონტაქტო გადახდის ბარათი. ავტობუსის ბილეთის ფასი 1.75 ფუნტია, ხოლო მხოლოდ ავტობუსით მგზავრობის დღიური ღირებულება მაქსიმუმ 5.25 ფუნტია.
პირველი მგზავრობის დარეგისტრირებიდან 1 საათის განმავლობაში შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობის გადაჯდომა სხვა ავტობუსებსა და ტრამვაიზე.
ღამის ავტობუსები მეტროს ქსელის დახურვის შემდეგ, დღის ავტობუსები კი მეტროს მომსახურების დაწყებამდე მოძრაობენ.
ველოსიპედი
ლონდონში ველოსიპედით სეირნობა ტრანსპორტის ხარჯებზე ფულის დაზოგვისა და დედაქალაქის უკეთ შესასწავლად შესანიშნავი საშუალებაა. თანაც, სპეციალური ბილიკები ბევრგან დაგხვდებათ. აუცილებლად დაიცავით შესაბამისი ზომები, ატარეთ დამცავი ჩაფხუტი და საგზაო ნიშნებს მიაქციეთ ყურადღება.
რომელია საუკეთესო პარკები ლონდონში?
ლონდონი პარკებითაცაა ცნობილი. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ მის ულამაზეს ბაღებს, დაათვალიეროთ მათი სამეფო კოლექციის მცენარეები ან თუნდაც გასართობ პარკებში გაატაროთ დღე.
კიუს ბაღები
კიუს ბაღების ბილეთებით ლონდონის ღირსშესანიშნაობებს სუფთა ჰაერზე დაათვალიერებთ. კიუს ბაღების ბილეთები მსოფლიოს უდიდეს ბოტანიკურ ბაღში გაგატარებინებთ დროს, სადაც შეგიძლიათ გაშლილ მწვანე სივრცეში იხეტიალოთ, შორს ხალხმრავლობისგან. დაათვალიერეთ ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა კიუს სასახლე, 10-სართულიანი ჩინური პაგოდა, უზარმაზარი და ულამაზესი სახლი და ჩანჩქერიც კი.
ვისლის ბაღები
ვისლის ბაღების 240 ჰექტარზე გაშენებულ ტერიტორიაზე 30-ზე მეტი სხვადასხვა ადგილია, რომელთა მონახულებაც ღირს. სამეფო მებაღეობის საზოგადოება ამ სივრცეში 1903 წლიდან სასწაულებს ახდენს. 100 წლიანი შრომის შედეგად მათ შექმნეს ისეთი თვალისმომჭრელი რაღაც, რითაც ტურისტების აღფრთოვანებას უდავოდ იმსახურებენ.
ჰაიდ პარკი
ჰაიდ პარკი ლონდონის ცენტრში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ლონდონელები განტვირთვისთვის ან მნიშვნელოვანი მისიით მიდიან – შეკრებებისთვის, პროტესტისთვის და საკუთარი აზრის გამოსათქმელად. აქ ხშირად იმართება გამოსვლები თუ მუსიკალური ღონისძიებები. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, პარკი უბრალოდ უზარმაზარი და მშვიდი ადგილია ცურვისთვის, პიკნიკის მოსაწყობად ან ნებისმიერი სხვა აქტივობისთვის.
თორპ პარკი
თორპ პარკი ბრიტანეთის უდიდესი გასართობი სივრცეა. 2024 წელს, ბრიტანეთის ამ უდიდესმა პარკმა, თორპ პარკმა, გამოუშვა დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალი და სწრაფ ატრაქციონი – Hyperia-ს. შეეხეთ ცას და აფრინდით 236 ფუტის სიმაღლეზე, განავითარეთ 80 მილი/სთ-ზე მეტი სიჩქარე მის ატრაქციონებზე სრიალისას. პარკში ასევე სიახლეა ულამაზესი ბულვარი და ღონისძიებების დასაგეგმად განკუთვნილი სივრცე, სადაც პარასკევობით საინტერესო სანახაობები იმართება.
ვატერლოოს პარკი
ეს მშვიდი ადგილი ქალაქის მწვანე სივრცეებს შორის ყველაზე პოპულარულია. თავისი მინდვრებით, მოვლილი ბაღებითა და შთამბეჭდავი არქიტექტურით იგი აუცილებლად მოგხიბლავთ. აქ ტიუდორების დინასტიის ძველ შენობასაც ნახავთ, რომელიც კაფედ და საზოგადოებრივი ხელოვნების ცენტრად არის გადაკეთებული.
ოსტერლეის პარკი
ოსტერლის პარკი მაგიური ადგილია დასვენებისა და ბუნებაში სეირნობისთვის. მისი ბაღები, მაღალი მუხის, წაბლისა და კედრის ხეები, ტირიფებით გარშემორტყმული ტბა, რომლის სიმშვიდეს ხანდახან გედები თუ არღვევენ. პარკს ველოსიპედისთვის შესაფერისი ბილიკიც აკრავს.
გადაწყვიტე ლონდონში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები ლონდონში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები ლონდონზე
რამდენი დღეა საკმარისი ლონდონის მოსანახულებლად?
სულ მცირე 4-5 დღე მაინც გათვალეთ ქალაქის დასათვალიერებლად.
რა უნდა წავიღოთ ლონდონში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. აქ ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. ლონდონში წვიმიანი ამინდია, ამიტომ საწვიმარი და ქოლგა უნდა გქონდეთ თან.
რით არის გამორჩეული ლონდონი?
ლონდონი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ძეგლებით, ულამაზესი არქიტექტურული შენობებითა და გართობისა და დასვენების შესაძლებლობებით.
რამდენად ძვირია ლონდონი?
ლონდონი ნამდვილად არ შედის ბიუჯეტურად მოსანახულებელი ქალაქების სიაში, თუმცა თუ წინასწარ დაგეგმავთ მოგზაურობას და იაფ დასარჩენ ადგილებს აირჩევთ, შეგეძლებათ ბიუჯეტურადაც იმოგზაუროთ.
რამდენად უსაფრთხოა ლონდონში მოგზაურობა?
ლონდონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია სამოგზაუროდ. თუმცა, ცხადია, ტურისტული თავშეყრის ადგილებში ფრთხილად უნდა იყოთ პირად ნივთებთან.
როდისაა საუკეთესო დრო ლონდონში სამოგზაუროდ?
ლონდონი ყოველთვის ტურისტებითაა გადატვირთული, ამიტომ გირჩევდით გვიან შემოდგომასა ან ზამთარში ეწვიოთ ქალაქს. ამ დროს აქ მოწყობილ ფესტივალებსაც დაესწრებით და ნაკლებად გადატვირთულ გარემოშიც მოხვდებით.
რომელია ლონდონთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
LCY – ლონდონის ქალაქის აეროპორტი ცენტრიდან მხოლოდ 9.5 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ლონდონში?
ლონდონის მიმართულებით ფრენებს ნახავთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან. თბილისიდან ნახავთ პირდაპირ ფრენებსაც, ქუთაისიდან და ბათუმიდან კი მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ლონდონში?
საქართველოდან, კერძოდ თბილისიდან, ლონდონში პირდაპირ ფრენებს ასრულებენ EasyJet და British Airways.
როგორ შევიძინოთ ლონდონის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ავიაბილეთების მოსაძებნად გამოიყენეთ ავიაბილეთების საძიებო პლატფორმა Avia.ge , რათა საუკეთესო ფასად ნახოთ ფრენები ლონდონში.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ლონდონში მოგზაურობის წინ