მსოფლიოს ტურიზმის რუკაზე საქართველო სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება მას შემდეგ, რაც ქართველ მოგზაურებს ვიზალიბერალიზაციის წყალობით ევროპის უპრობლემოდ დათვალიერების საშუალება მიეცათ. გამარტივებული მოგზაურობის წესების წყალობით, ქართველების უდიდესი ნაკადი უკვე წლებია რაც ცნობილ ქვეყნებს დიდი სიხშირიდ სტუმრობს და საკმაოდ ნასიამოვნებიც რჩება ამით. თუმცა, ამჯერად გავრცელებული ახალი სიახლე იმ მოგზაურებს ეხებათ, რომლებსაც ისეთი ეგზოტიკური ქვეყნების მონახულება სურთ, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების სტუმრობისათვის საჭირო ვიზის აღების წესები გარკვეულწილად შეიცვალა. ეს ამჯერად ეხება იმ დოკუმენტების სიას, რომლებიც ვიზის მსურველებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტის მიღებამდე.

ვაშინგტონის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც მონდებათ ამერიკის ვიზია ს მიღება, მოუწევთ სხვა უკვე ცნობილ საბუთებთან ერთად წარმოადგინონ ასევე სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშების შესახებ ცნობებიც. კერძოდ, სავიზო განყოფილებაში მოხვედრისას ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად ვიზის აპლიკანტები ისეთი სოციალური ქსელების ანგარიშებზე წარადგენენ ინფორმაციას, როგორიცაა „ტვიტერი“ , „ინსტაგრამი“ , „ფეისბუქი“ და ა.შ მათ ექაუნთების მისამართების წარდგენა მოუწევთ, რის შემდეგაც აქტიური გვერდების გადამოწმება მოხდება.

ახალი ინფორმაციის მიხედვით გამოცხადებული გარკვეული ცვლილებები ვიზის აღების პროცედურაში შეეხება ტურისტული, სამუშაო და სტუდენტური ტიპის ვიზების აღების საკითხს. გამონაკლისად დარჩება მხოლოდ დიპლომატიური და ოფიციალური დელეგაციების ვიზების აღების პროცედურები. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები თვლიან, აღნიშნული ცვლილებები მათი ქვეყნის დაცვას გაადვილებს პოტენციური საფრთხეებისა და ტერორისტული საშიშროების წინააღმდეგ და მათ თავიდან არიდებას უკეთეს დონეზე უზრუნველყოფს.

ზემოთხსენებული რეგულაცია საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება, რადგან ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მსურველთა სია დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ცნობილი ლოკაციების მიმართულებით ყველაზე იაფად ავიაბილეთების შეძენა avia.ge-ის საშუალებით შეგიძლიათ. მოხერხებული და სწრაფი საძიებო სისტემის დახმარებით ვებგვერდი და ასევე მობილური აპლიკაციაც საშუალებას მოგცემთ 2 წუთში, სახლიდან გაუსვლელად იპოვოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით.

თბილის ნიუ იორკი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
30 September 20268 October 20262 StopsLufthansaავიაბილეთები 2 320 -დან
9 October 202621 October 20261 StopEdelweiss Airავიაბილეთები 1 955 -დან
4 November 202611 November 20263 StopsairBalticავიაბილეთები 1 848 -დან
14 December 202624 December 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 2 100 -დან
12 January 202722 January 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 1 989 -დან
26 February 202726 March 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 2 071 -დან
20 March 202713 April 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 965 -დან
22 April 202728 April 20271 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 2 004 -დან
5 May 202723 May 20272 StopsLufthansaავიაბილეთები 2 116 -დან
24 June 202715 July 20272 StopsAustrian Airlinesავიაბილეთები 2 246 -დან
3 August 202715 August 20272 StopsLufthansaავიაბილეთები 2 203 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიუზბეკეთის ავიახაზები / Uzbekistan Airways
შემდეგი სტატიაფლაინასი / Flynas airline
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted