საქართველოს ავიასივრცე ახალი სეზონიდან კიდევ უფრო პოპულარული ხდება. როგორც უახლესი ინფორმაციით გაირკვა, ერთ–ერთი წამყვანი ავიაკომპანიის ხელმძღვანელები სწორედ საქართველოში არსებული აეროპორტიდან განსახორციელებელ რეისებს ამატებენ კიდევ 6 ახალ მიმართულებას.

აღნიშნული სასიხარულო ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ იქნა გაცხადებული. მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული კომენტარის მიხედვით, პირველი აგვისტოდან ავიაკომპანია Wizz Air Georgia-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ფრენების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ცნობილი ავიახაზები საზაფხულო სეზონის გახსნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ახალი მიმართულებით ოპერირების დაწყებით აღნიშნავს. როგორც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 1 აგვისტოდან ქუთაისიდან გაფრენის მსურველებს უკვე შეეძლებათ ბრიუსელის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ეინდჰოვენის, ტალინისა და ბარის მიმართულებით გაფრენაც.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოცემული სიტუაციის მიხედვით Wizz Air–ის თვითმფრინავები ქუთაისიდან უკვე საკმაოდ ბევრი მიმართულებით ანხორციელებენ რეისებს. ცნობილი ავიაკომპანიის სახელით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში სულ 21 მიმართულებით ხორციელდება რეგულარული რეისები. აღნიშნულ კომპანიას ასევე საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციაც წარმატებით უჭირავს.

Wizz Air-ის სერვისით ჯამში 2018 წელს 587 179–მა მგზავრმა ისარგებლა, რაც წლის საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. ამ ავიაკომპანიის მთლიანი მომსახურების მაჩვენებელი ამ მონაცემებით ქართული ბაზრის 12 პროცენს იკავებს. ასეთი აქტიური ფრენების წყალობით, ეს ავიაკომპანია ასევე წარმატებით ახერხებს ავიაბილეთების დაბალი ფასების შენარჩუნებასაც.

თუკი გსურთ რომ დეტალურად გაიგოთ, თუ რა სიხშირით და თანხით შეგიძლიათ ახალი მიმართულებებით გაფრენა, მაშინ შეგიძლიათ Avia.Ge-ს ვებგვერდი ან ახალი მობილური აპლიკაცია გამოიყენოთ. ორივე მათგანი აღჭურვილია ყველაზე მოხერხებული საძიებო სისტემით, რომელიც ავიაბილეთების მოძებნისას მათ ყველაზე იაფი ვარიანტების მიხედვით დაგიხარისხებთ.

აღნიშნული წყაროები ასევე დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ ყველაზე უკეთესი დრო მოგზაურობაში გასაფრენად, რადგან ვებგვერდიც და აპლიკაციაც აქტიურად იყენებს ასობით ავიაკომპანიის ბაზებს წყაროდ. სწორედ ამიტომ, ქუთაისის, თბილისის და ბათუმის აეროპორტის რეისებზე ინფორმაციაც კი ამ საძიებო სისტემის საშუალებით რამდენიმე წუთშია ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ლარნაკა21 თებერვალი 202726 თებერვალი 2027ავიაბილეთები 126 -დან
სალონიკი5 თებერვალი 202719 თებერვალი 2027ავიაბილეთები 188 -დან
ვარშავა5 თებერვალი 202710 თებერვალი 2027ავიაბილეთები 224 -დან
მილანი1 თებერვალი 202714 თებერვალი 2027ავიაბილეთები 236 -დან
ვენეცია9 მარტი 202716 მარტი 2027ავიაბილეთები 240 -დან
ათენი19 თებერვალი 202722 თებერვალი 2027ავიაბილეთები 241 -დან
პოზნანი22 დეკემბერი 202612 იანვარი 2027ავიაბილეთები 246 -დან
კატოვიცა26 დეკემბერი 20269 იანვარი 2027ავიაბილეთები 270 -დან
სტამბოლი1 მაისი 20275 მაისი 2027ავიაბილეთები 280 -დან
რომი7 თებერვალი 202717 თებერვალი 2027ავიაბილეთები 283 -დან
ბრატისლავა25 თებერვალი 20272 მარტი 2027ავიაბილეთები 285 -დან
ბრიუსელი14 იანვარი 202717 იანვარი 2027ავიაბილეთები 286 -დან
ბუდაპეშტი20 მარტი 202723 მარტი 2027ავიაბილეთები 287 -დან
ბერლინი18 თებერვალი 202723 თებერვალი 2027ავიაბილეთები 298 -დან
მადრიდი26 თებერვალი 20274 მარტი 2027ავიაბილეთები 307 -დან
დორტმუნდი11 თებერვალი 202718 თებერვალი 2027ავიაბილეთები 312 -დან
მემინგენი27 იანვარი 20273 თებერვალი 2027ავიაბილეთები 314 -დან
პრაღა23 თებერვალი 202727 თებერვალი 2027ავიაბილეთები 325 -დან
პარიზი21 იანვარი 202726 იანვარი 2027ავიაბილეთები 336 -დან
ბარსელონა5 თებერვალი 202714 თებერვალი 2027ავიაბილეთები 340 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიპაბედა Pobeda Airlines
შემდეგი სტატიაურალის ავიხაზები / Ural Airlines
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted