იაფი ფრენები კოპენჰაგენში

იაფი ფრენები კოპენჰაგენის მიმართულებით

რთულია კოპენჰაგენში მოიწყინო – ისტორიული შენობები, ულამაზესი უბნები, თანამედროვე არქიტექტურული სტილით მოწყობილი ქუჩები თუ შეუჩერებელი ღამის ცხოვრება ტურისტებს ყოველწლიურად იზიდავს. კოპენჰაგენს 4 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს წლიდან წლამდე. თუ გსურთ კმაყოფილი დამსვენებლების რიცხვს შეუერთდეთ, შეიძინეთ იაფი ფრენები კოპენჰაგენში .

აქაური კულტურული მრავალფეროვნება მნახველებს აღაფრთოვანებს. ჩრდილო ევროპული ტრადიციული თავისებურებები კოპენჰაგენის მუზეუმებსა და გალერეებში კარგად ჩანს. საზღვაო გზებზე სეირნობა კი ამ ფუფუნებას მოკლებული ხალხისთვის წარმოუდგენელი სიამოვნებაა. კოპენჰაგენში მოგზაურობა გზას გაგიხსნით ახალი აღმოჩენებისთვის. თუ კულინარიის მოყვარული ხართ, აქაური ტრადიციული საჭმელი აუცილებლად დაიდებს თქვენს გულში საპატიო ადგილს. დანიური მშვიდი გარემო, ულამაზესი ხედები და გართობის კარგი შესაძლებლობა ყველაფერია, რაც მოგზაურობისას შეიძლება ინატროთ!

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა კოპენჰაგენში?

კოპენჰაგენის მიმართულებით გაფრენას შეძლებთ საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. ამ ეტაპზე კოპენჰაგენში მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ გამგზავრებას საქართველოს აეროპორტებიდან, თუმცა 2026 წლის ივნისიდან თბილისიდან კოპენჰაგენში პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. რეისებს ნორვეგიული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, Norwegian შეასრულებს.

ქუთაისიდან კოპენჰაგენში პირდაპირი ფრენები ჯერჯერობით შეჩერებულია. ალტერნატივად კი Pegasus Airlines -ის ტრანზიტული რეისები შეგვიძლია შემოგთავაზოთ. პეგასუსი ქუთაისიდან სტმაბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენებს კოპენჰაგენის მიმართულებით, ერთი გზის ავიაბილეთს კი 196 ლარიდან გვთავაზობს.

ზაფხულამდე თბილისიდანაც ტრანზიტული რეისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ კოპენჰაგენის მიმართულებით. ტრანზიტულ ავიარეისებს კი შემდეგი ავიაკომპანიები გვთავაზობენ: Pegasus Airlines, Ajet, Aegean Airlines, Air Baltic.

რაც შეეხება ბათუმს, აქედან კოპენჰაგენში გაფრენას შეძლებთ თურქული Turkish Airlines -ის ავიარეისებით. ჩვენ შემოგთავაზებთ მის ფრენებს 352 ლარიდან ზემოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბათუმიდან გადაჯდომის ხანგრძლივობა შედარებით მეტია.

დაბლა ნახავთ კოპენჰაგენის მიმართულებით საუკეთესო ავიარეისების ცხრილს თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
11 September 202615 September 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 462 -დან
13 September 202617 September 20261 StopNorwegian Air Swedenავიაბილეთები 1 053 -დან
16 September 202623 September 20261 StopNorwegian Air Swedenავიაბილეთები 774 -დან
23 September 202626 September 2026DirectNorwegian Air Swedenავიაბილეთები 735 -დან
30 September 202626 November 20261 StopNorwegian Air Swedenავიაბილეთები 760 -დან
1 October 202631 October 20261 StopeasyJetავიაბილეთები 844 -დან
2 October 20264 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 907 -დან
7 October 202614 October 2026DirectNorwegian Air Swedenავიაბილეთები 552 -დან
9 October 202616 October 20261 StopAjetავიაბილეთები 775 -დან
10 October 202614 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 695 -დან
13 October 202618 October 20261 StopAjetავიაბილეთები 620 -დან
14 October 202617 October 2026DirectNorwegian Air Swedenავიაბილეთები 687 -დან
15 October 202621 October 20263 StopsAjetავიაბილეთები 783 -დან
16 October 202619 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 840 -დან
17 October 20262 November 20262 StopsAjetავიაბილეთები 960 -დან
18 October 202624 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 841 -დან
19 October 202624 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 823 -დან
20 October 20264 November 20262 StopsAjetავიაბილეთები 684 -დან
21 October 202624 October 2026DirectNorwegian Air Swedenავიაბილეთები 553 -დან
22 October 202628 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 826 -დან
23 October 202626 October 20261 StopAjetავიაბილეთები 853 -დან
24 October 202627 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 788 -დან
25 October 202626 October 20261 StopNorwegian Air Swedenავიაბილეთები 909 -დან
26 October 202627 October 20261 StopAjetავიაბილეთები 798 -დან
27 October 20262 November 20261 StopeasyJetავიაბილეთები 782 -დან
28 October 20263 November 20263 StopsAjetავიაბილეთები 884 -დან
29 October 20264 November 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 846 -დან
30 October 202630 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 828 -დან
31 October 20264 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 810 -დან
4 November 20267 November 20261 StopAjetავიაბილეთები 604 -დან
6 November 20269 November 20261 StopAjetავიაბილეთები 602 -დან
8 November 202612 November 20261 StopAjetავიაბილეთები 780 -დან
28 November 20264 December 20261 StopAjetავიაბილეთები 633 -დან
21 December 202624 December 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 1 136 -დან
28 December 20263 January 20271 StopAjetავიაბილეთები 874 -დან
3 February 20278 February 20271 StopAjetავიაბილეთები 644 -დან
4 March 20279 March 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 811 -დან
5 March 20279 March 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 811 -დან
22 March 202728 March 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 733 -დან
1 June 20278 June 20271 StopLufthansaავიაბილეთები 1 067 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
16 October 202621 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 855 -დან
20 October 202621 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 710 -დან
21 October 202625 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 712 -დან
6 November 20269 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 636 -დან
23 November 202625 November 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 482 -დან
28 November 20264 December 20261 StopWizz Air Maltaავიაბილეთები 613 -დან
1 December 20264 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 618 -დან
1 January 20277 January 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 783 -დან
17 January 20275 February 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 659 -დან
1 June 20274 June 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 837 -დან
1 July 20274 July 20271 StopWizz Airავიაბილეთები 906 -დან

აღმოაჩინე კოპენჰაგენი

სად დავრჩეთ კოპენჰაგენში?

დასარჩენი ადგილის ძებნა არ გაგიჭირდებათ ალტერნატივების მრავალფეროვნების დამსახურებით. რამდენიმე ვარიანტს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Radisson Blu Scandinavia Hotel, Copenhagen

თუ კომფორტული დასვენების მოყვარული ხართ, საერთაშორისო დონის სასტუმრო რედისონში დასვენება თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. გარდა იმისა, რომ სასტუმროს მოსახერხებელი ლოკაცია აქვს, იგი გამოირჩევა სტუმრებისთვის ხელსაყრელი სერვისებით. მაგალითისთვის, სასტუმროს აქვს 2 რესტორანი, საუზმის მომსახურება და სპორტდარბაზი.

citizenM Copenhagen Radhuspladsen

ეს სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია კოპენჰაგენში. მისი ნომრები ნათელი და მყუდროა. ამას გარდა, სასტუმრო მრავალ სერვისს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ საუზმის მრავალფეროვანი მენიუთი დატკბეთ. თანაც, სასტუმროდან ულამაზესი ხედები იშლება და დანიაში ამომავალ მზეს შეგიძლიათ აქაურ გემრიელობებთან ერთად შეხვდეთ.

Wakeup Copenhagen - Bernstorffsgade

ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასტუმროა ეს ვარიანტიც. ეს სასტუმროც მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს ტურისტებისთვის. მის მომსახურეობაში ასევე შედის საუზმის სერვისი. სასტუმროს საკუთარი რესტორანიც აქვს, რომლით სარგებლობაც დასვენების დროის განაწილებას გაგიმარტივებთ. ამასთან, სასტუმროდან ქალაქის ლამაზი ხედები იშლება.

Ascot Hotel

ეს სასტუმრო შესანიშნავ ადგილას მდებარეობს. თანაც, იმდენად დახვეწილია, რომ ძალიან მარტივად მიაგნებთ ერთი შეხედვითაც კი. სასტუმროს ნომრები კარგად მოწესრიგებული და მაღალი დონისაა. ნომერში დაგხვდებათ ჩაისა და ყავის აპარატებიც. სასტუმროს ტერიტორიაზე ნახავთ ფიტნეს ცენტრსა და ბარს. ნომრის მომსახურებაში კი საუზმის სერვისიც შედის.

რა ვნახოთ კოპენჰაგენში?

იაფი ფრენები კოპენჰაგენში უამრავი ახალი აღმოჩენისაკენ გაგიხსნით გზას. ისტორიული მუზეუმებიდან დაწყებული მოდერნისტული არტ გალერეებისა თუ შენობების ნახვით დამთავრებული – ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ დანიის ულამაზეს დედაქალაქში.

როზენბორგის ციხე

ეს ციხე კოპენჰაგენის ისტორიული შენობაა. მას შემორტყმული ბაღები კი დიად დროში მოგზაურობის განცდას დაგაუფლებთ. აქ უამრავი ღონისძიება იმართებოდა სხვადასხვა ეპოქაში. ეს ბრწყინვალე იერი დღესაც შემორჩენილი აქვს ციხესიმაგრესა და მის შემოგარენს. სწორედ ამიტომაც იგი დანიის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ სანახაობას წარმოადგენს.

კრისტიანსბორგის სასახლე

კოპენჰაგენში ყოფნისას აუცილებლად გირჩევდით მისი პარლამენტის შენობის დათვალიერებას. თავად შენობა საუკუნეებს ითვლის. მისი ფუნქცია კი ყოველთვის სამთავრობო დანიშნულების იყო. დღეს კრისტიანსბორგის სასახლე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობაა მისი იერის გამო.

ტივოლის ბაღები

კოპენჰაგენი საუცხოო სანახაობების მომსწრეს გაგხდით. ტივოლის ბაღები ერთ-ერთი უძველესი გასართობი ცენტრებია. აქ უამრავი ღონისძიება იმართება ყოველსეზონურად. დანიაში ყოფნისას ვერ მოიწყენთ. ტივოლის ბაღებში გასეირნება მარტო თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარ მომენტებს გაჩუქებთ.

დანიის ეროვნული მუზეუმი

თუ ისტორიის მოყვარული ხართ, ეს მუზეუმი აუცილებლად მოგხიბლავთ. აქ ძველი დროიდან მოყოლებული უამრავი ისტორიული არტეფაქტის ნახვას შეძლებთ. პრეისტორიული და ეთნოგრაფიული გამოფენები დროში გამოგზაურებთ.

რა ვჭამოთ კოპენჰაგენში?

იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში კულინარიის სამყაროსკენაც გაგიხსნით გზას. სკანდინავიური კულინარია ერთ-ერთი სახელგანთქმულია მსოფლიოში. აქ სხვადასხვა ტიპის კერძს ნახავთ, ამიტომ თქვენს გემოვნებაზე მორგებული რეცეპტების პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

ღია სენდვიჩები

დანიაში მოგზაურობისას ხშირად გადააწყდებით ღია სენდვიჩებს. პურზე მოთავსებულ ხორცეულს, შეიძლება თევზის პროდუქტსაც, ბოსტნეულსა და სხვა ინგრედიენტებს, რომელსაც მოსხმული აქვს ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. სენდვიჩის ჯანსაღი გემო და არაორდინალური წყობა აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

stegt flæsk

დანია ცნობილია თევზეულის სიყვარულით. მაგალითისთვის ეს კერძი წარმოადგენს თევზის ნაირსახეობას, რომელიც სერვირდება კარტოფილთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად. დანიელები მას შუადღისას ან საღამოობით მიირთმევენ ხოლმე. თუ გსურთ თავი ადგილობრივად იგრძნოთ, მაშინ აუცილებლად გირჩევდით ამ კერძის დაგემოვნებას.

Smørrebrød

აუცილებლად დააგემოვნეთ დანიური პური. ეს მხოლოდ გამომცხვარი ცომის მასა არ არის, როგორც წესი მას მიირთმევენ თევზთან, ხორცთან ან სხვა ინგრედიენტებთან ერთად. Smørrebrød-ს ყიდვა არ გაგიჭირდებათ დანიაში ყოფნის დროს, ნებისმიერ რესტორანსა თუ კაფეში იპოვით თქვენს გემოვნებაზე მორგებულ ვარიანტს.

დანიური ხორცის ბურთულები

დანიური ხორცის ბურთულები მიირთმევა როგორც ლანჩზე, ასევე სადილსა და ვახშამზე. კლასიკური ვარიანტი ხორცის, ფქვილისა და რძისგან შედგება, თუმცა სხვა ალტერნატივებიც შეგიძლიათ იპოვოთ ქალაქში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოპენჰაგენში მოგზაურობისათვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
DKK, kr - კრონერი
აერპორტის კოდი
CPH
ენა
დანიური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
718 kr (105$)

კოპენჰაგენთან დაკავშირებული სხვა სტატიები

ფრენები დანიის სხვა ქალაქებში

ხშირად დასმული კითხვები კოპენჰაგენის შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გადაიკითხეთ შემდეგი სექცია, რომელშიც ნახავთ ტურისტების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხს.

გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა საუკეთესოა კოპენჰაგენში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურა საოცარია და ქალაქში სეირნობის კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. თუმცა, თუნდაც ცივ სეზონებზეც ქალაქი დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ.

კოპენჰაგენი გამორჩეულია თავისი არქიტექტურული ნაირსახით. აქ შეხვდებით სხვადასხვა ეპოქის ღირსშესანიშნაობებს. ქალაქში არსებული ატმოსფერო ყველას მონუსხავს.

პირდაპირი ფრენები კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის ივნისიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

ამ ეტაპზე, ავიაკომპანია პეგასუსი ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ კოპენჰაგენში.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. თქვენ უბრალოდ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი მიმართულება, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ქოლ-ცენტრს დისტანციურად, ან თუნდაც ჩვენს ოფისში მობრძანდეთ, სადაც დიდი გულმოდგინებით შეუდგებიან ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებების არჩევას.

თუ იაფად მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ არატურისტულ სეზონებზე ეცადეთ გაემგზავროთ კოპენჰაგენში. ამ დროს ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და სასტუმროსაც ბიუჯეტურად დაჯავშნით.

გირჩევთ, რომ 3 დღე გათვალოთ ქალაქის დასათვალიერებლად.

CPH – კოპენჰაგენის აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს.

თუ გსურთ ავიაბილეთების შეძენის პროცესი ყველაზე მარტივად და სწრაფად განახორციელოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეგექმნათ მგზავრობის წინ, მაშინ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს უნდა მიანდოთ. avia.ge -ს ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება. მომხმარებლებთან წლობით ურთიერთობამ avia.ge -ს გუნდს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შეამუშავებინა. სანდოობა და გამჭვირვალობა კომპანიის ლიდერობას განაპირობებს ბაზარზე.