რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ბარის მიმართულებით?
საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეძლებთ ბარში გამგზავრებას. ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით. ბარში ასევე პირდაპირი ავიარეისებით გაემგზავრებით ერევნიდან.
იაფი ფრენები ბარში თბილისიდან შეგიძლიათ შეიძინოთ 238 ლარიდან ზემოთ. ფრენები მხოლოდ გადაჯდომით სრულდება, თუმცა საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. თბილისიდან ბარის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს ასრულებენ თურქული და ევროპული ავიაკომპანიები. Turkish Airlines -ი დღეში რამდენიმე რეისს ასრულებს თბილისი-სტამბოლი-ბარის საჰაერო რეისზე, რაც თქვენთვის სასურველი ფრენის არჩევას გაგიმარტივებთ.
Lufthansa და Austrian Airlines -ი ის ევროპული ავიაკომპანიები, რომლებიც თბილისიდან ბარიმდე გაგამგზავრებთ. Lufthansa მიუნხენის აეროპორტში გადაჯდომით გვთავაზობს ფრენებს და თურქეთის ავიახაზების მსგავსად, დღეში რამდენიმე რეისს ასრულებს. Austrian Airlines -ი კი თბილისიდან ჯერ ვენაში, ხოლო შემდეგ ბარში ჩაფრინდება.
ქუთაისიდან ბარის მიმართულებით შემოგთავაზებთ Wizz Air -ით გამგზავრებას რომის, მილანის, ათენის ან ბუდაპეშტის მიმართულებით, ხოლო შემდეგ ისევ ვიზეარის ან სხვა ავიაკომპანიების რეისებით ამ ქალაქებიდან ბარში გამგზავრებას. Ryanair, easyJet, Volotea – ეს ავიაკომპანიები, რომლებიც ასრულებენ ფრენებს ევროპის შიდა რეისებზე და იაფ ავიაბილეთებსაც გვთავაზობენ.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, აქედან Turkish Airlines ასრულებს ფრენებს. გადაჯდომა რამდენიმე საათს გრძელდება სტამბოლოს აეროპორტში, შემდეგ კი პირდაპირ ბარში გაემგზავრებით. შეგიძლიათ აარჩიოთ ისეთი ავიარეისები, რომლებიც გადაჯდომის მინიმალურ დროს გულისხმობს. ბათუმიდან ბარიმდე 379 ლარიდან ზემოთ იმგზავრებთ.
ერევნიდან ბარის მიმართულებით უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ით გაფრინდებით. ფრენა დაახლოებით 4 საათს გრძელდება, რაც კომფორტული მგზავრობისთვის იდეალური დროა. ერევნის აეროპორტში კი საქართველოდან მარტივად მოხვდებით რამდენიმე საათიანი საავტომობილო მგზავრობით ან თუნდაც ავტობუსებით, რომლებიც რეგულარულად დადიან. მესამე ვარიანტი კი არის მატარებლით მგზავრობა. ერევნიდან ბარის მიმართულებით 130 ლარიდან ნახავთ ავიაბილეთებს.
დაბლა ნახავთ ცხრილს ბარის მიმართულებით ავიარეისების თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.