0.8 C
Tbilisi
პარასკევი, დეკემბერი 26, 2025

იაფი ფრენები ფრანკფურტში

იაფი ფრენები ფრანკფურტის მიმართულებით

ფრანკფურტი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადგილია. იგი გერმანიის უდიდეს ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება. აქ კომბინირებულია მშვიდი და კოსმოპოლიტური გარემო, შესაბამისად იაფი ფრენები ფრანკფურტში ყველა ტიპის მოგზაურისთვის კარგი დასვენების საწინდარი იქნება.

ფრანკფურტში თავმოყრილია მთელი ევროპული კულტურათა და ლიტერატურის მრავალფეროვნება. თუ გიყვართ ხალხებსა და მათი განვითარების ისტორიებზე დაკვირვება, ფრანკფურტში ვიზიტს აუცილებლად გირჩევდით.

ფრანკფურტი არქიტექტურისა და ხელოვნების მოყვარულებისთვის ნამდვილი მისწრება იქნება. აქ უამრავ მუზეუმს, ტაძარსა და მონუმენტს ნახავთ. ფრანკფურტი ზუსტად ევროპის შუაგულში, ცენტრალურ ევროპაში მდებარეობს და მის კულტურულ იერსახეზე ეს დადებითად აისახება. ქალაქი საშუალებას მოგცემთ ევროპის ისტორიას, კულტურასა და არქიტექტურას კარგად გაეცნოთ. გარდა ამისა, აქ გართობასაც საუცხოოდ შეძლებთ. გერმანიის კაფე-ბარები და რესტორნები ძალიან ბევრი თავგადასავლისკენ გაგიხსნით გზას.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ფრანკფურტში?

ფრანკფურტის მიმართულებით გაფრენას შეძლებთ საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. ყველაზე იაფი ფრენები ფრანკფურტში თბილისიდან 196 ლარიდან ზემოთ შეგიძლიათ შეიძინოთ, ქუთაისიდან 107 ლარიდან, ბათუმიდან კი 411 ლარიდან. სამივე აეროპორტიდან მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ფრანკფურტის ავიაბილეთები შეგიძლიათ სხვადასხვა პირობებით ნახოთ სხვადასხვა ავიაკომპანიებთან. გადაჯდომის ხანგრძლივობა და ადგილი ავიაკომპანიების მიხედვით ცვალებადია, ამიტომ ავიაბილეთების დაჯავშნისას აუცილებლად მიაქციეთ ამ დეტალებს ყურადღება.

თბილისიდან შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების ფრენებს: Pegasus, Aegean Airlines, Turkish Airlines, Lufthansa, Air France და სხვა. Pegasus Airlines -ი, ასევე, დაფრინავს ქუთაისიდან, Turkish Airlines -ი კი ბათუმიდან.

პეგასუსი და თურქეთის ავიახაზები სტამბოლში გადაჯდომით დაფრინავენ ფრანფკურტის მიმართულებით საქართველოს აეროპორტებიდან. ლუფთანზა მიუნხენში, ეგეოსის ავიახაზები ათენში, ხოლო ეარ ფრანსი პარიზში ტრანზიტით ოპერირებს თბილისი ფრანფკურტის საჰაერო ხაზზე.

რეისების მრავალფეროვნების გამო თქვენს პრეფერენციებზე მორგებულ ავიარეისებს მარტივად შეარჩევთ. დაბლა კი ნახავთ ფრანკფურტის მიმართულებით ფრენებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 იანვარი 202623 იანვარი 20261 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 591 -დან
23 იანვარი 202628 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 704 -დან
25 იანვარი 202628 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 762 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
2 იანვარი 20269 იანვარი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 424 -დან
19 იანვარი 202626 იანვარი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 213 -დან
23 იანვარი 202630 იანვარი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 207 -დან
25 იანვარი 20261 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 633 -დან
21 თებერვალი 20267 მარტი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 631 -დან
20 აპრილი 202624 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 617 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 იანვარი 20265 იანვარი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 670 -დან
5 იანვარი 202618 იანვარი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 781 -დან
10 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 458 -დან

აღმოაჩინე ფრანკფურტი

სად დავრჩეთ ფრანკფურტში?

დასარჩენი ადგილის ძებნა მოგზაურობისას შეიძლება დამთრგუნველი საქმიანობა აღმოჩნდეს, თუმცა ჩვენ დაგეხმარებით მოგზაურობის სიამოვნება მსგავსმა ტექნიკურმა დეტალებმა არ ჩაგაშხამოთ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ფრანკფურტში , გადახედეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს და თქვენი მოთხოვნების მიხედვით აარჩიეთ სასტუმროს ნომერი.

Holiday Inn - the niu, Coin Frankfurt Ostend, an IHG Hotel

თუ გსურთ სასტუმროში მისვლისთანავე ყველაფერი ადგილზე დაგხვდეთ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში აღმოჩნდეთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ სასტუმროს. იგი შემოგთავაზებთ საზიარო ლაუნჯს, ბარსა და რესტორანს. სასტუმროს მომსახურე პერსონალი კი მუდმივად თქვენს კარგად დასვენებაზე იზრუნებენ. სასტუმროს აქვს საკუთარი პარკინგიც. შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც.

B&B Hotel Frankfurt-Airport

ეს სასტუმრო ფრანკფურტში იდეალურ ადგილას მდებარეობს. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ფრანკფურტში , აუცილებლად იფიქრეთ ამ სასტუმროს ნომრების ნახვაზე. ისინი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ მოგზაურობისას. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითა და ტერასით, რომლიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.

Meliá Frankfurt City

ეს სასტუმრო ფრანკფურტის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. მისი ნომრები მოდერნისტულადაა გაწყობილი და სასტუმრო საუკეთესო მომსახურებას გთავაზობთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც. სასტუმრო ტურისტების უმრავლესობის მიერ უმაღლესი ხარისხითაა შეფასებული.

Leonardo Royal Hotel Frankfurt

ამ სასტუმროში ყველანაირი კომფორტი ერთ სივრცეში დაგხვდებათ. ჯერ მარტო ის კმარა, რომ აქ 3 რესტორანი, ფიტნეს ცენტრი და ტერასა დაგხვდებათ. თანაც, ნომრის საფასურში შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ ფრანკფურტში?

ფრანკფურტი საშუალებას მოგცემთ ყველა ტიპის გამოცდილება მიიღოთ, რასაც მოგზაურობიდან ელით. აქ ნახავთ როგორც კულტურულ მრავალფეროვნებას, ასევე ისტორიული და არქიტექტურული ნიმუშების დიდ რიცხვს. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ადგილს ფრანკფურტში და თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ფრანკფურტში გირჩევთ პატარა სია გააკეთოთ მთავარი ღირსშესანიშნაობების, რათა მათი ნახვა არ დაგავიწყდეთ ქალაქში ყოფნისას.

ფრანკფურტის ტაძარი

ფრანკფურტის ტაძარი მე19 საუკუნის გერმანიის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლია. იგი დღემდე რჩება ერთიანი გერმანიის სიმბოლოდ. ტაძარი ყველა მნახველს აღაფრთოვანებს თავისი მდიდრული ექსტერიერითა და ინტერიერით. ფრანკფურტის ტაძარი გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს ტაძრად რჩება.

რომერბერგი

რომერბერგი ფრანკფურტის ერთ-ერთ უდიდეს მოედანსა და ხალხის თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. აქ უამრავი ბაზრობა და ღონისძიება იმართება და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქ ნახავთ როგორც მაღაზიებს, ასევე ტაძრებსა და ისტორიულ შენობებს. რომერბერის ნახვა ფრანკფურტში ვიზიტისას ნამდვილად არ უნდა გამოგრჩეთ თუ გსურთ გერმანული გამოცდილებების მიღება.

პალმენგარტენი

პალმენგარტენი ფრანკფურტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია. რაც მთავარია, მისი მონახულება ნებისმიერ სეზონზე აღგაფრთოვანებთ. აქ ნახავთ ათასობით მცენარეს, ულამაზესად მოწყობილ ბაღებს, ძველ ლამაზ შენობებსა და სასეირნო ბილიკებს. პალმენგარტენი გრანფკურტის მშვიდი მხარეა, სადაც დასვენების მოყვარული ადამიანები რუდუნებით გაატარებენ თავიანთ არდადეგებს.

ოპერის შენობა

თუ კულტურული შენობების მოყვარული ხართ, ოპერის შენობას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მისი უდიდესი დარბაზები, ულამაზესი არქიტექტურული სტილი და ესთეტიკური დიდებულება ნებისმიერ მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

რა ვჭამოთ ფრანკფურტში?

იაფი ფრენები ფრანკფურტში კულინარიის მოყვარული მოგზაურებისთვისაც დიდ თავგადასავლებს ამზადებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული კულინარიის ნამდვილი შედევრები. ფრანკფურტში მოგზაურობა ახალი კერძების აღმოჩენისაკენ გაგიხსნით გზას.

ყველი

ფრანკფურტში მოგზაურობა საუცხოო თავგადასავალი იქნება ყველის მოყვარულებისთვის. მათ ქალაქი ნამდვილ სამოთხეში ამოგზაურებს – აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყველის სპეციალური ტრადიციული ნაირსახეობა, რომელიც სხვადასხვა ტოპინგებთან ერთად სერვირდება. მისი გემო აუცილებლად დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

Frankfurter Kranz

ფრანკფურტი ტკბილეულის მოყვარულებსაც არ დაგწყვეტთ გულს. ეს ტორტი განსხვავებული რეცეპტით მზადდება. გერმანული კრემის ჰაეროვანი მასა აუცილებლად აღაფრთოვანებს ყველა განსხვავებული გემოვნური თვისების მქონე ადამიანს. ამ კერძს ფრანკფურტის ყველა კაფესა და რესტორანში ნახავთ.

Bethmännchen

ეს კერძი კი წარმოადგენს გამომცხვარ ცომეულს, რომელსაც აქვს თხილეულის მრავალსახეობა. იგი ნებისმიერ კერძთან შესაყოლებლად კარგი ვარიანტია. გერმანიაში ყველა სასადილო ადგილას შეხვდებით ასეთი ტიპის ცომეულს. იგი შეგიძლიათ გერმანულ ღვინოს შეაყოლოთ და ისიამოვნოთ.

ფრანკფურტის ძეხვეული

გერმანიის ქალაქები ცნობილია ხორცის პროდუქტების სიყვარულით. აქაური ძეხვეული და სოსისი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულია. მას ადგილობრივები ლუდის თანხლებით მიირთმევენ. გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს გამოცდილება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფრანკფურტის ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
FRA
ენა
გერმანული
თაიმზონა
GMT +2
დღიური საშუალო თანხა
30 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ფრანკფურტის ფრენებზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ფრანკფურტში ან თუ მომავალში აპირებთ მოგზაურობას, მაშინ გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას და გაიმარტივეთ მოგზაურობის დაგეგმვის პროცესი.

გირჩევდით გაზაფხულსა ან შემოდგომაზე დაფიქრდეთ გერმანიაში მოგზაურობაზე, რადგან ამ დროს ამინდი ყველაზე კომფორტულია მოგზაურობისათვის.

ფრანკფურტში მოგზაურობისას არ უნდა გამოგრჩეთ მისი მუზეუმებისა და ტაძრების ნახვა. ასევე, გირჩევდით მის ქუჩებში სეირნობასა და ქალაქის არქიტექტურით ტკბობას.

ამ ეტაპზე ავიაბილეთები ფრანკფურტში მხოლოდ გადაჯდომით შეგიძლიათ შეიძინოთ.

ავიაკომპანია პეგასუსი ფრანკფურტში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია აირჩიოთ არაპოპულარული სეზონები. არატურისტულ პერიოდებში ავიაბილეთებიცა და დასარჩენი ადგილებიც საკმაოდ იაფია ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე.

3 დღე საკმარისია ფრანკფურტში ვიზიტისათვის, თუმცა გირჩევდით უფრო მეტ დღეზე გათვალოთ მოგზაურობა.

FRA – ფრანკფურტის აეროპორტი 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან.

პირველ რიგში, წინასწარ შეიძინეთ ფრენები ფრანკფურტში და ეცადეთ ფრენა არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.