2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენების განრიგი უკვე დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.
ამჟამინდელი ინფორმაციის მიხედვით, ფრენები შესრულდება 34 ავიაკომპანიის მიერ, 30 ქვეყნის 70 მიმართულებით. არსებული მონაცემებით, რეისები კვირაში 385-395 სიხშირით განხორციელდება, თუმცა სეზონის პიკურ პერიოდში ფრენების რაოდენობა უფრო მზარდი იქნება.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული სამგზავრო რეისები შემდეგი მიმართულებებით განხორციელდება:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

ათენი (AEGEAN), ალმათი (Air Astana), ამსტერდამი (Georgian Airways), ანტალია (Pegasus), აქტაუ (SCAT Airlines), აქტობე (SCAT Airlines), ბაქო (Buta Airways), ბაჰრეინი (Gulf Air); ბერლინი (Georgian Airways), დამამი (Flynas), დიუსელდროფი (Eurowings), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), ერევანი (Armenia), ვარშავა (LOT Polish Airlines), ვენა (Georgian Airways), თეირანი (Zagros Airlines; Qeshm Airlines); თელ ავივი (Georgian Airways, Israir; Arkia, El Al), იზმირი (Pegasus), მინსკი (Georgian Airways; Belavia), მიუნხენი (Lufthansa), ნურსულთანი (Air Astana), რიადი (Flynas), პარიზი (Airfrance, Georgian Airways), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus, Anadolujet), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), ქასიმი (Flynas); ქუვეითი (Jazeera Airways; Jazeera), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ჯედა (Flynas).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

აბუ დაბი (Wizz Air), ათენი (Wizz Air), ატირაუ (FlyArystan), აქტაუ (FlyArystan), ბარსელონა (Wizz Air), ბერლინი (Wizz Air), ბუდაპეშტი (Wizz Air), გდანსკი (Wizz Air), დორტმუნდი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air), ვენა (Wizz Air), ვროცლავი (Wizz Air), კატოვიცე (Wizz Air), კრაკოვი (Wizz Air), ლარნაკა (Wizz Air), მილანი (Wizz Air), მინსკი (Belavia), მემინგემი (Wizz Air), ნურსულთანი (FlyArystan), პარიზი (Wizz Air), პრაღა (Wizz Air), რიგა (Wizz Air), რომი (Wizz Air), სალონიკი (Wizz Air), ტალინი (Wizz Air), შიმკენტი (FlyArystan).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

ალმათი (Air Astana), დამამი (Flynas), თელ ავივი (Israir, Arkia, El Al), მინსკი (Belavia), რიადი (Flynas), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus); ჯედა (Flynas).

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები მოლდოვის მიმართულებით
შემდეგი სტატიაWizz Air – ის ფასდაკლება კვირპოსის ავიაბილეთებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments