აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქვეყანა მოლდოვა ნაკლებად პოპულარული მიმართულებაა სამოგზაუროდ, თუმცა თუ მის შესახებ მცირე ინფორმაციას გაეცნობით, ნამდვილად დაინტერესდებით მისი მონახულებით.

ავიაბილეთები მოლდოვის მიმართულებით განსაკუთრებით მათთვის იქნება საინტერესო და სასურველი, ვისაც ბუნება და მშვიდი მოგზაურობა იზიდავს, რადგან მის ტერიტორიაზე საკმაოდ ჭარბობს ტყეები, მთები და რეკრეაციული ზონები. მის ქალაქებში შეხვდებით ბევრ დასასვენებლ პარკს, სადაც სასიამოვნოდ გაატარებთ დროს. 

მოლდოვის ავიაბილეთები, ქუთაისი მოლდოვა, ბაუმი მოლდოვა, თბილისი მოლდოვა.

მოლდოვა განთქმულია ღვინის წარმოებით და უზარმაზარი ვენახებით. მისი ერთ-ერთი მარანი Milestii Mici, მსოფლიოში ყველაზე დიდია, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ღვინის ბოთლი ინახება. ამიტომ, ღვინის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩენა იქნება ეს ქვეყანა. 

თუ ერთხელ მაინც მოხვდებით მოლდოვაში, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები. მოლდოველი ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და თბილები არიან და ამას მოლდოვური კერძებითა და ღვინით გამოხატავენ. მოლდოვის სამზარეულო შთაგონებას იღებს რუმინეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან.

და მაინც, რა უნდა დააგემოვნოთ მოლდოვაში? სია საკმაოდ დიდია, თუმცა არის რამდენიმე კერძი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:

  • პოლენტა, მოლდოვის ყველაზე ცნობილი და ტრადიციული კერძია. იგი მზადდება სიმინდის ფქვილისგან, რომელსაც ცოტაოდენ კარაქს უმატებენ.
  • მოლდოვური ღვეზელები მეორე ადგილზეა, როდესაც საქმე ეხება ტრადიციულ მოლდოვურ კერძებს.
  • ზეამა ტრადიციული მოლდოვური წვნიანია. ის ქათმის წვნიანს ჰგავს, მაგრამ მისი გემო ჩვეულებრივ ცოტა მჟავეა.

მოლდოვაში მოგზაურობა მისი დედაქალაქიდან უნდა დაიწყოთ, რომელიც ქვეყნის კულტურას და ცხოვრების სტილს ყველაზე კარგად გაგაცნობთ. კიშინოვში შეხვდებით მაცხოვრებელებს, რომლებიც დღის განმავლობაში პარკში თამაშობენ ჭადრაკს, ტროტუარების პატარა კაფეებში სხედან და მიირთმევენ სხვადასხვა სასმელს, ერთობიან ქუჩის ფესტივალებზე, რომლებსაც საკმაოდ ხშირად ატარებენ, მაგალითად ღვინის ფესტივალს.

მოლდოვას ავიაბილეთები

ავიაბილეთებს მოლდოვის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა ავიაკომპანიები გვთავაზობენ. თბილისი მოლდოვა -ს მიმართულებით რეისებს ავიაკომპანია Belavia გვთავაზობს, რომელიც მინსკში გადაჯდომით მოგახვედრებთ მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში.  

კიშინოვში შეგიძლიათ გაემგზავროთ, ასევე, Turkish Airlines – ის რეისით, რომელიც ყოველდღიურად ასრულებს ფრენებს თბილისიდან კიშინოვში სტამბოლში გადაჯდომით.

ავიაბილეთები მოლდოვის მიმართულებით ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქუთაისი მოლდოვა -ს ტრანზიტულ რეისებს უნგრული ავიაკომპანია Wizzair გვთავაზობს ვარშავის – ფრედერიკ შოპენის აეროპორტში გადაჯდომით, იქედან კი ფრენას კიშინოვის აეროპორტამდე Lot Polish Airlines -ის რეისით განაგრძობთ.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, მოლდოვას ავიაბილეთებს ორი ავიაკომპანია – Belavia და Turkish airlines-ი გვთავაზობს. ბათუმი მოლდოვა -ს მიმართულებით რეისებს Belavia მინსკში გადაჯდომით შემოგთავაზებთ, ხოლო Turkish Airlines-ი მოლოდვის დედაქალაქში სტამბოლის ახალ აეროპორტში ტრანზიტით მოგახვედრებთ.

მოლდოვაში მოსახვედრად ავიაკომპანიების და რეისების საკმაოდ დიდი არჩევანია, რაც შეგიძლიათ AVIA.GE -ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში მოიძიოთ და ავიაბილეთები მოლდოვის მიმართულებით შეიძინოთ საუკეთესო ფასად.

მოლდოვას მიმართულებით ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიIsrair Airlines-ი თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ფრენებს ანახლებს
შემდეგი სტატია2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენების განრიგი: რა მიმართულებებით შესრულდება ფრენები საქართველოს აეროპორტებიდან?
4 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
5 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments