იანეარის ავიახაზების მთავარი საჰაერო ბაზა უკრაინის დედაქალაქში, კიევის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. მათი საჰაერო ფლოტის შემადგენლობაში ამჟამად იმყოფება ისეთი კომფორტული თვითმფრინავები, როგორიცაა სამი Boeing B737-400, ორი Boeing B737-300, ასევე Airbus A320 და Airbus A321. ცნობილი ავია კომპანია გამუდმებით აწარმოებს საკუთარი ფლოტისა და ტექნიკის განახლებას, თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით.

კომპანიის ლიდერებისთვის ფლოტისა და მთლიანად კომპანიის განვითარება პირველ ადგილზე დგას. ისინი ახალ, თანამედროვე აეროპორტის ტერმინალს აჟენებენ ჟიტომირში, სადაც მალე YanAir-ის ახალი საჰაერო ბაზა დაიდებს ბინას. ზოგადად აღნიშნული ავიახაზები შეიქმნა როგორც კლასიკური ევროპული სატრანსპორტო ავიაკომპანია, სტანდარტული მგზავრებისა და ტვირთის მომსახურების წესებითა და სტანდარტებით. თუმცა, ავიაკომპანიის მიერ არჩეულ გეზს უმაღლესი დონის მომსახურეობის შემოთავაზება და კომფორტული რეისების წარმოება წარმოადგენს.

იანეარის წარმომადგენლებისათვის პუნქტუალურობა და მოხერხებულობა მთავარი ასპექტებია მომსახურეობის სფეროში. ისინი აქტიურად ანვითარებენ ინტერნეტ სერვისებს და საკმაოდ დიდი მონდომებით ეხმარებიან საკუთარ კლიენტებს ფინანსური რესურსისა და დროის დაზოგვაში. მათი ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი ონლაინში.

იანეარის ავიახაზები უკვე დიდი ხანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი ავია კომპანიის რეისებით გაფრენის მსურველებს შეგიძლიათ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმროთ. საქართველოს საპორტო ქალაქიდან YanAir–ის თვითმფრინავები კომფორტულ ფრენეს ისეთი ცნობილი ქალაქების მიმართულებით ანხორციელებენ, როგორიც ხარკოვი, კიევი და ოდესაა. სწორედ ამიტომ, ქართველ მოგზაურებს შორის იგი უკვე საკმაოდ ცნობილ ავია კომპანიას წარმოადგენს.

მაგალითად ხარკოვის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან გასაფრენად თქვენ 250 ლარიდან 400 ლარამდე საფასურის გადახდა მოგიწევთ. აღსანიშნავია, რომ ხარკოვიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით YanAir–ის თვითმფრინავები პირდაპირ რეისებს ანხორციელებენ, რომელთა საშუალო ხანგრძლივობაც 2 საათი და 40 წუთია.

ყველაზე მოხერხებულ ფასად ავიაბილეთების შესაძენად შეგიძლიათ avia.ge–ის ვებგვერდს ესტუმროთ. თანამედროვე ინტერფეისის მქონე ვებგვერდი და ასევე მობილური აპლიკაცია დაგეხმარებათ ავიაბილეთების ყველაზე იაფად შეძენაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიიაფი ავიაბილეთები ნიცა
შემდეგი სტატიაAirArabia-ს რეისი აეროპორტში დარჩენილი ბავშვის გამო მოაბრუნეს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments