საუდის არაბეთის ყველაზე ცნობილი ავია კომპანიის ერთ–ერთი ბოლო რეისი საკმაოდ უცნაური შემთხვევის მონაწილე გახდა. აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ცაში მყოფი Arabia-ს ერთ–ერთი თვითმფრინავის პილოტს აეროპორტში დაბრუნება არაორდინალური მიზეზის გამო მოუწია. როგორც პირველადი ინფორმაციით გახდა ცნობილი, ასეთი შემთხვევა როგორც ამ კონკრეტული თვითმფრინავის მმართველი გუნდისთვის, ასევე აეროპორტის რადიო ცენტრის თანამშრომლებისთვისაც პირველი იყო.

ცნობილი ავიახაზების რეისი მალაიზიის მიმართულებით მიფრინავდა მაშინ, როდესაც ბორტზე მყოფმა ერთ–ერთმა ქალბატონმა თვითმფრინავის პერსონალს გაუმხილა, რომ საკუთარი შვილი აეროპორტში, ჩასაჯდომი ტერმინალის ტერიტორიაზე დარჩა. ჯერ–ჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად იმყოფებოდა თვითმფრინავი იმ მომენტში, როდესაც მგზავრმა საკუთარი პრობლემის შესახებ განაცხადა, თუმცა სავარაუდოდ თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ზოლში იყო და შესაძლოა უკვე ჰაერშიც.

როგორც თვითმფრინავის აუდიო ჩანაწერების მიხედვით ჩანს, პილოტიც და აეროპორტის თანამშრომლებიც საკმაოდ დაბნეულები იყვნენ მაშინ, როდესაც ამ ინფორმაციის დაზუსტება მოუწიათ რადიოს საშუალებით ერთმანეთთან. ასეთი უცნაური შემთხვევით გაოგნებულმა ზედამხედველებმა გარკვეული დროის შემდეგ პილოტს თვითმფრინავის უკან, აეროპორტის ტერიტორიაზე დაბრუნების ნებართვა მისცეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალს საკუთარი შვილი მეფე სალმან ბინ აბდულ აზიზის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალში დარჩა. აღნიშნული შემთხვევა შაბათ–კვირის რეისს დაემთხვა. აეროპორტის ბაზების მიხედვით ამ დღეს რეისი მალაიზიის მიმართულებით ერთი საათის შემდეგ გაფრინდა, თუმცა უცნობია ეს იგივე თვითმფრინავი იყო თუ არა. აღსანიშნავია, რომ მსგავის შემთხვევა პირველი არ არის საავიაციო ხაზების ისტორიაში. პატარა ბავშვთან დაკავშირებული არაორდინალური შემთხვევა ასევე ევროპის ერთ–ერთ საკმაოდ ცნობილ აეროპორტშიც დაფიქსირდა.

გასულ წელს გერმანიის პოლიციის განცხადებით, წყვილს მათი ქალიშვილი შტუტგარტის საერთაშორისო აეროპორტში დარჩათ მაშინ, როდესაც სახში ბრუნდებოდნენ არდადეგებიდან. როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, მათ 5 წლის ბავშვი აეროპორტის ტერიტორიაზე სრულიად მარტო სეირნობისას შენიშნეს. როგორც შემდეგ გაირკვა, თითოეულ მშობელს ეგონა, რომ ბავშვი აეროპორტიდან წასვლის მომენტში მის მეუღლეს ჰყავდა თან თავის მანქანაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიიანეარი / YanAir
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments