2020 წლის გაზაფხულზე გერმანიაში ძალაში შევა კანონი, რომელიც ამ ქვეყანაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების და პროფესიული განათლების მიღების უფლებას მისცემს.

აღნიშნული კანონი საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება.

შრომის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში გერმანიაში 1,36 მილიონი თავისუფალი ვაკანსია იყო და ამ რაოდენობის მხოლოდ გერმანელი მოქალაქეებით შევსება შეუძლებელი აღმოჩნდა.

 კადრების დეფიციტი ფიქსირდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა :
  • მათემატიკა, ინფორმატიკა და ტექნიკა, სამშენებლო სექტორი და მედიცინა. ბევრი თავისუფალი ადგილია სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში. ასევე, ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელთა მცირე რაოდენობაც შეიმჩნევა.

სწორედ ეს გახდა ახალი კანონის შემოღების მიზეზი, რაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საკუთარი პროფესიით დასაქმდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს. ასევე, გეგმავენ, რომ ამ ქვეყნებში გაცემული დიპლომების გერმანიაში აღიარების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივონ.

ვაკანსიების ჩამონათვალს უცხოელი სპეაციალისტები სპეციალურ ვებპორტალზე ნახავენ და ასევე, გაეცნობიან იმ უნარ-ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც ამ ვაკანსიების დასაკმაყოფილებლად იქნება აუცილებელი. მათ შორის იქნება გერმანული ენის ცოდნა.

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას სოფლის მეურნეობის სექტრორში შეძლებენ. დასაქმების მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე უნდა გაიარონ: https://workabroad.moh.gov.ge/

ქუთაისი დორტმუნდი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
21 September 202628 September 20261 StopWizz Airავიაბილეთები 761 -დან
8 October 202620 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 543 -დან
19 November 202625 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 399 -დან
5 December 202612 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 320 -დან
7 January 202715 January 20271 StopWizz Airავიაბილეთები 462 -დან
9 March 202713 March 2027DirectWizz Airავიაბილეთები 597 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაახალწლო ფასდაკლება უკრაინული ავიახაზებისგან
შემდეგი სტატიადელტა ავიახაზები / Delta Airlines
3.2 6 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Guest
Giorgi
4 years ago

Gamarjobat Minda germaniashi samushaod wasvla da iqneb mitxrat rada rogor shevdzleb wasvlas

Guest
შორენა
9 months ago

მოგესალმებით.
მიდა სამსახური გერმანიაში