ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ავიაკომპანია Delta Airlines 1925 წლის 2 მარტს დაარსდა და უკვე 94 წელია მსოფლიო საავიაციო ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს.
ავიაკომპანიას თავის ქვეყანაში 10 ბაზა აქვს, მთავარი კი ატლანტაში მდეობარეობს. ასევე, მას აქვს 3 საერთაშორისო ბაზა ამსტერდამში, პარიზსა და ტოკიოში. დღეისათვის, Delta Airlines-ი 325 მიმართულებით, 52 ქვეყანაში და 6 კონტინენტზე დაფრინავს. ყოველდღიურად, 5400 ავიარეისს ასრულებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
დელტას ავიახაზები SkyTeam Alliance -ის ერთ-ერთი დამაარსებელია და ისეთ ავიაკომპანიებთან აქვს კოდშეარის ხელშეკრულებები, როგორებიცაა : Aeroflot, Alitalia, Air France, KLM , Air Europa , China Airlines, Czech Airlines, Hawaiian Airlines, Vietnam Airlines და ბევრი სხვა.
ავიაკომპანია იმითაც გამოირჩევა, რომ მის საფლოტო შემადგენლობაში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები შედის. ესენია : Boeing 717 , Boeing 757, Boeing 767, McDonnell Douglas MD-88 and McDonnell Douglas MD-90 და ამერიკის მასშტაბით ყველაზე დიდი Airbus 330.
აღსანიშნავია, რომ დელტას ავიახაზები მუდმივად ცდილობს შეიძინოს და გამოიყენოს ძველი ხომალდები. ამის გამო, მან შექმნა ტექნიკური შეკეთების საყოველთაო ორგანიზაცია სახელწოდებით „TechOps” , რაც გულისხმობს ძველი ხომალდების შენარჩუნების, შეკეთებისა და საფუძლიანად გაუმჯობესების მხარდაჭერას.
Delta Airlines-ი მსოფლიოში მეორე ადგილზეა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ფლოტის სიდიდით, ხოლო 69-ე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ კომპანიებს შორის შემოსავლის რაოდენობით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით დელტასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესახებ.