ვიაკომპანია Wizz Air kutaisi -ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. ქუთაისის საერთასორისო აეროპორტში 2012 წლიდან დღემდე, ვიზეარი 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

21 აგვისტოს, ვენა -დან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში wizz air -ის საჰაერო ხომალდი დაეშვა, რომელზეც იღბლიანი მე-6 მემილიონე იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი, ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა.

იღბლიან მგზავრს, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა. ასევე, მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც ფრენას, 1 წლის განმავლობაში, ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი16 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 194 -დან
ბარსელონა15 აპრილი 202722 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 423 -დან
ბერლინი12 იანვარი 202716 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 276 -დან
ბრიუსელი1 ნოემბერი 20268 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 310 -დან
ბრატისლავა19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 185 -დან
ბუდაპეშტი24 იანვარი 202731 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 307 -დან
დორტმუნდი28 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 294 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 204 -დან
ფრანკფურტი23 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 307 -დან
ჰამბურგი5 სექტემბერი 202615 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 583 -დან

 

ვიზეარი

,, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება დაიწყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი Wizz Air -ის მე-6 მემილიონე მგზავრს მოემსახურა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან Wizz Air-ი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ბაზზრის ძირითადი მოთამაშეა ქუთაისის აეროპორტში. აქტიურად განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას კომპანიასთან, რათა კიდევ უფრო მეტი მიმართულება და მეტი ბაზირებული საჰაერო ხომალდი შეემატოს ქუთაისის აეროპორტს,-‘’ განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის მიმართულებით ახალი რეკორდები ფიქსირდება.

,,უკვე აგვისტოში ქუთაისის აეროპორტი გადასცდა მილიონ მგზავრს. მგზავრთნაკადთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას.

ქუთაისის აეროპორტი და ზოგადად, ქართული ავიაცია, ახალ ეტაპზე გადადის. სრულიად აღვადგინეთ კოვიდამდელი პერიოდის მონაცემები. მოლოდინი გაქვს კიდევ უფრო მეტი ახალი მიმართულების და ახალი ავიაკომპანიის, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ,-‘’ განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეიძინე Wizz Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირამდენად კარგად იცნობ იტალიას ?
შემდეგი სტატიაPegasus-ი ესპანეთის ქალაქ სევილიაში იწყებს ფრენებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted