ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში დაფიქსირდა 2.3 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული რეკორდია. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების საერთო რაოდენობა კი 3.2 მილიონს შეადგენს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ სულ 3,153,741 საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია. ამავე პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 2,270,363-ს გაუტოლდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 155 -დან
ალმათი16 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 979 -დან
ამსტერდამი1 აგვისტო 202712 აგვისტო 2027Transaviaავიაბილეთები 919 -დან
ანკარა21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 345 -დან
ათენი27 დეკემბერი 20263 იანვარი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 483 -დან
აბუ-დაბი10 ნოემბერი 202612 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 854 -დან

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,311,416 შეადგინა. ეს 10.7%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 1,838,913-მდე გაიზარდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა მატულობს . 2023 წელს ჩინეთიდან ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა და 57,184 შეადგინა. ხოლო 2025 წლის პირველ ხუთ თვეში კი ზრდა 91%-ს აჭარბებს, რაც თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს ნიშნავს 29,212 მგზავრით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში$150 მილიონი დოლარის ინვესტირება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლოა ახალი ავიარეისები დაინიშნოს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted