თურქული ავიაკომპანია Pegasus -ი, რამდენიმე კვირაში, ოპერირებას ესპანეთის ქალაქ სევილიის მიმართულებით დაიწყებს. როგორც ავიაკომპანიის შეტყობინებაშია აღნიშნული, რეისები სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან სევილიის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
სტამბოლი სევილია სევილია სტამბოლი -ს საჰაერო ხაზზე პეგასუსი ოპერირებას 2024 წლის 24 სექტემბრიდან შეუდგება.
აღნიშნული სიახლე სასიხარულოა ქართველი მოგზაურებისთვისაც, ვინაიდან ავიაკომპანია Pegasus georgia სევილიაში ფრენებს მხოლოდ ერთი გადაჯდომით, სტამბოლის გავლით შესთავაზებს. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა აღნიშნული მარშრუტი.
აღსანიშნავია, რომ პეგასუსი საქართველო -ს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს. გასული წლის ჩათვლით, ავიაკომპანია მხოლოდ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ოპერირებდა. 2023 წლის მიწურულს კი, 22 დეკემბრიდან ავიაკომპანიასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, pegasus -მა ფრენები ქუთაისი სტამბოლი სტამბოლი ქუთაისი -ს მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით დაიწყო.