ევროპარლამენტმა დაამტკიცა ციფრული შესვლა-გასვლის სისტემა (Entry/Exit System – EES), რომელიც სრულად შეცვლის ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთის წესებს. სიახლე შეეხება ყველა მგზავრს, ვინც ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტით ან უვიზოდ შედის.

ახალი რეგულაციები ეტაპობრივად ამოქმედდება 2025 წლის შემოდგომიდან. სისტემის დანერგვას 180 დღე დასჭირდება და მის მიზანს წარმოადგენს საზღვრის გადაკვეთის პროცესის ავტომატიზაცია, უსაფრთხოების გაძლიერება და შენგენის ზონის შიდა მართვის გაუმჯობესება.

რა მონაცემები იქნება საჭირო EES სისტემით ევროკავშირში შესვლისას?

ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის გარე საზღვრის გადაკვეთამდე საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

  • მოგზაურის სახელი და გვარი
  • სამგზავრო დოკუმენტის ტიპი
  • საზღვრის გადაკვეთის კონკრეტული ადგილი
  • ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭდები და სახის სკანირება)

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი31 მარტი 20267 აპრილი 2026ავიაბილეთები 232 -დან
ერევანი3 აპრილი 20268 აპრილი 2026ავიაბილეთები 257 -დან
ბაქო7 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 277 -დან
ჟენევა25 მარტი 202630 მარტი 2026ავიაბილეთები 281 -დან
სოჭი19 მარტი 202621 მარტი 2026ავიაბილეთები 310 -დან
ანტალია16 მარტი 202626 აპრილი 2026ავიაბილეთები 315 -დან
ანკარა24 მარტი 202627 მარტი 2026ავიაბილეთები 332 -დან
მილანი17 იანვარი 202724 იანვარი 2027ავიაბილეთები 365 -დან
მინვოდი18 მარტი 202621 მარტი 2026ავიაბილეთები 387 -დან
იზმირი1 აპრილი 20266 აპრილი 2026ავიაბილეთები 405 -დან

ვის შეეხება EES სისტემა?

ახალი სისტემა შეეხება ყველა მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც:

  • შედიან შენგენის ზონაში უვიზოდ (მაგალითად: დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია)
  • ფლობენ შენგენის მოკლევადიან ვიზას
  • რეგულარულად მოგზაურობენ საქმიანი ვიზიტებით ან ტურისტული მიზნებით

ევროკავშირის Entry/Exit System (EES) ვრცელდება ყველა იმ ფრენაზე, რომელიც განხორციელებულია მესამე ქვეყნიდან ევროკავშირის ან შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით განხორციელებული ყველა ფრენა მოექცევა ამ სისტემის მოქმედების ქვეშ.

EES შეეხება ფრენებს, როგორიცაა:

ყოველი შესვლა და გასვლა ამ მიმართულებებით ბიომეტრიულად დარეგისტრირდება, პასპორტში ხელით შტამპის დასმის გარეშე. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ცვლილება და საზღვრის გადაკვეთამდე საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია წინასწარ მოამზადონ.

რა შეიცვლება EES-ის ამოქმედების შემდეგ?

ავტომატური რეგისტრაცია:

EES ყოველ მგზავრზე ავტომატურად აღრიცხავს შესვლისა და გასვლის დროს, ლოკაციას და დოკუმენტურ ინფორმაციას.

პასპორტებში შტამპების გაუქმება:

ხელით დასმული ბეჭდები ჩანაცვლდება ციფრული მონაცემებით, რაც დაზოგავს დროს და უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს.

ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი:

სისტემა ავტომატურად გამოთვლის, რამდენ ხანს იმყოფებოდა მოგზაური შენგენის ზონაში და ხელს შეუწყობს 90/180 დღის წესის დაცვას.

სავიზო რეჟიმის დარღვევების გამოვლენა:

EES მარტივად იდენტიფიცირებს იმ პირებს, რომლებიც აჭარბებენ ვადებს ან იყენებენ ყალბ დოკუმენტებს.

უსაფრთხოების გაძლიერება:

ბიომეტრიული ინფორმაციის შეგროვება და მისი ინტეგრაცია ევროკავშირის სხვა მონაცემთა ბაზებთან (VIS, SIS) ხელს შეუწყობს ტერორიზმისა და დანაშაულის პრევენციას.

თუ შენგენის ზონაში გამგზავრებისას ფრენა დაგიგვიანდა, გაუქმდა ან უარი გითხრეს ჩასვაზე, ევროკავშირის წესების მიხედვით შენ შეიძლება გეკუთვნოდეს 250-დან 600 ევროს ჩათვლით ფრენის კომპენსაცია. რეგულაცია EC 261/2004 ვრცელდება ევროკავშირის ტერიტორიიდან გამგზავრებაზე ან ევროკავშირის ავიაკომპანიებით დაბრუნებაზე. შეამოწმე უფასოდ, გეკუთვნის თუ არა ანაზღაურება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა EES სისტემით რეგისტრაცია დეტალურად ხდება და მგზავრობის ჩანაწერები ავტომატურად ინახება.

როგორ ამოქმედდება სისტემა?

ყველა წევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, როგორ და როდის გააქტიუროს სისტემა – ერთიანად ყველა საკონტროლო პუნქტზე თუ ეტაპობრივად. საწყის პერიოდში შესაძლოა დროებითი შეფერხებები ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში.

ევროკავშირში მოგზაურობის წესები ციფრულად იცვლება. თუ გეგმავთ შენგენის ზონაში მოგზაურობას, გაითვალისწინეთ, რომ 2025 წლიდან ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთა EES სისტემით შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიომეტრიული რეგისტრაციით. შეინახეთ ეს სტატია და გაუზიარეთ მათ, ვისაც ევროკავშირისკენ მოგზაურობა წინ აქვს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლოა ახალი ავიარეისები დაინიშნოს
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალი მოეწყობა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments