უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მა თვითმფრინავების დეფიციტის დასაძლევად იჯარით მალტაში რეგისტრირებული უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines -ის მთელი ფლოტი აიღო.

ვიზეარი თვითმფრინავების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და იძულებულია გააუქმოს ათეულობით ფრენა ევროპის მიმართულებით. მატ შორის ფრენების სიხშირე და მიმართულებების რაოდენობა შეამცირა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დანაც. შეგახსენებთ, რომ კომპანიის ფლოტის მეოთხედი მას შემდეგ გაჩერდა, რაც ძრავებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აღმოაჩნდა.

SkyUp Airlines -ის 2 თვითმფრინავი უკვე ბაზირებულია ბუქარესტში, 1 ვარშავაში და Wizz Air -ის სახელით ახორციელებს ფრენებს.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი1 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა14 იანვარი 202621 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 458 -დან
ბერლინი1 თებერვალი 202615 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 282 -დან
ბრიუსელი17 დეკემბერი 202524 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 994 -დან
ბუდაპეშტი10 თებერვალი 202614 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 232 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
მემინგენი21 მარტი 202629 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 214 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 209 -დან
კატოვიცა13 დეკემბერი 20256 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 332 -დან
ლარნაკა1 თებერვალი 20265 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 134 -დან

 

როგორც ცნობილია, SkyUp Airlines-მა დაარეგისტრირა შვილობილი ავიაკომპანია SkyUp MT მალტაში (სამი Boeing 737-800). ახლა ისინი ოპერირებენ სარეგისტრაციო ნომრებით 9H-SAT, 9H-SAU, 9H-SAS.

ევროკავშირის დროშის ქვეშ ფუნქციონირება SkyUp Airlines-ს საშუალებას აძლევს ევროპის ბაზარზე შეზღუდვების გარეშე მოახდინოს ოპერირება, რაც შეუძლებელი იყო უკრაინული რეგისტრაციის გამოყენებისას.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე SkyUp Airlines-ი უკრაინის უმსხვილეს ავიაკომპანიებს შორის იყო. 2022 წლის შემდეგ კი ავიაკომპანიამ ოპერირება უკრაინის ფარგლებს გარეთ განაგრძო, იჯარით გასცა თავისი თვითმფრინავები ისეთ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ფლოტის დეფიციტს განიცდიან.

დაჯავშნე WIZZ AIR -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTransavia -მ თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო
შემდეგი სტატიაRed Wings რუსეთიდან საქართველოში რეისებს ამატებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments