რამდენიმეწლიანი განხილვის შემდეგ, დღეიდან – 25 აპრილიდან, ვენეციაში ტურისტული ვიზიტი ფასიანი გახდა – ამ ფაქტით, იტალიური ქალაქი ცდილობს დაიცვას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჭარბი ტურიზმისგან. აღნიშნული ინიციატივით, ვენეცია გახდა პირველი პოპულარული ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც ტურისტული მოსაკრებლის პრეცედენტი გაჩნდა.

ვენეციაში შესვლის ღირებულება 5 ევროა და მისი გადახდა იმ ტურისტებს მოუწევთ, რომლებიც მხოლოდ ერთი დღით სტუმრობენ იტალიურ ქალაქს და ღამის გათევას არ აპირებენ. ხოლო მათ, ვინც ვენეციაში მინიმუმ ერთ ღამით მაინც დარჩებიან, გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. 

გადასახადისგან ასევე სრულიად გათავისუფლდებიან: იტალიის რეზიდენტები, სტუდენტები, 14 წლამდე ასაკის ბავშვები და ის მგზავრები, რომლებიც ქალაქგარეთ სამსახურისთვის გადაადგილდებიან.

თბილისი ვენეცია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 თებერვალი 20264 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 638 -დან
4 თებერვალი 20267 თებერვალი 20263 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 824 -დან
7 თებერვალი 20269 თებერვალი 20263 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 821 -დან
8 თებერვალი 202615 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 748 -დან
11 თებერვალი 202615 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 930 -დან
1 მარტი 20264 მარტი 20262 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 595 -დან
2 მარტი 20265 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 594 -დან
3 მარტი 20266 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 685 -დან
11 მარტი 202621 მარტი 20263 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 770 -დან
17 მარტი 202626 მარტი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 621 -დან
20 მარტი 202628 მარტი 20262 ᲒაჩერებაBBN Airlinesავიაბილეთები 776 -დან
18 აპრილი 202626 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 759 -დან
30 აპრილი 20263 მაისი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 907 -დან
1 მაისი 20264 მაისი 20262 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 900 -დან
22 მაისი 202625 მაისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 018 -დან
28 მაისი 20266 ივნისი 20262 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 855 -დან
13 ივნისი 202621 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 971 -დან
15 ივნისი 202622 ივნისი 20263 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 921 -დან

საქართველოდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა ამ დროისათვის არ ხორციელდება. თბილისის აეროპორტიდან ერთი გადაჯდომით ფრენებს თურქეთის ავიახაზები , ავიაკომპანია AirBaltic , Lufthansa , LOT -ი და ავიაკომპანიები გვთავაზობენ.

ვენეციაში შესასვლელად ბილეთების შეძენა ონლაინაა შესაძლებელი. ტურისტული გადასახადი 2024 წლის 25 აპრილიდან 14 ივლისამდე პერიოდში დაწესდება, მხოლოდ იმ დღეებზე, რომლებიც განსაკუთრებულად დატვირთულია – ესენია:

  • აპრილი: 25, 26, 27, 28, 29, 30;
  • მაისი: 1, 2, 3, 4, 5, 11, 12, 18, 19, 25, 26;
  • ივნისი: 8, 9, 15, 16, 22, 23, 29, 30;
  • ივლისი: 6, 7, 13, 14;

ბილეთის ვებგვერდზე შეძენის შემდეგ, ტელეფონში გამოგიჩნდებათ QR კოდი, რომელიც დაადასტურებს, რომ მოგზაურობის საფასური ნამდვილად გადახდილი გაქვთ. აღსანიშნავია, რომ მოსაკრებელი სავალდებულოა ცენტრალურ, ისტორიულ ვენეციაში სტუმრობისას, 08:30-დან 16:00 საათამდე შუალედში.

მოსაკრებელის გარეშე მოგზაურობისთვის ჯარიმა 50-დან 300-მდე ევროთი განისაზღვრა.

ვენეცია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული წერტილია. მერის ინფორმაციით, ყველაზე დატვირთულ პერიოდში  ქალაქში დღეში 40 000-მდე ტურისტი მიემართება, რაც ქალაქის მცხოვრებლებს ქალაქგარეთ გადაცხოვრებისკენ უბიძგებთ. თუმცა ტურუსტული გადასახადის დაწესების მთავარი მიზეზი მაინც ქალაქის კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა.

შეიძინე ვენეციის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიRed Wings რუსეთიდან საქართველოში რეისებს ამატებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ათასობით ფრენა გაუქმდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments