საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერობს ორი ავიაკომპანია – თურქული ეროვნული ავიაგადამზიდი Turkish Airlines -ი და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს რეგულარული რეისებით საქართველოს ავიაბაზარზე Turkish Airlines-ი  მოემსახურა 175980 მგზავრს, ხოლო Wizz Air-ი 179498 მგზავრს. აღნიშნულ ავიაკომპანიებზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 14-14%-ი მოდის.

2022 წლის მონაცემებით საქართველოს ავიაბაზრის 10%-იანი წილის მფლობელია თურქული ავიაგადამზიდავი  Pegasus Airlines -ი, რომელიც 127394 მგზავრს მოემსახურა.

ბელორუსის ავიაკომპანია Belavia მესამე ადგილს იკავებს 7%-იანი წილით, რომელიც მოემსახურა 87348 მგზავრს.

საქართველოს ავიაბაზრის 6%-ის მფლობელი არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai -ია 77273 გადაყვანილი მგზავრით.

5%-იანი წილის მფლობელი კი  ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines -ია. ის მიმდინარე წელს 59699 მგზავრს მოემსახურა.

დანარჩენი ავიაკომპანიები კი გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 3-3%-ის ინაწილებენ. ეს კომპანიებია: Air Arabia, Georgian Airways, FlyArystan, LOT Polish Airlines, EL AL, Lufthansa.

ბაზრის 2-2%-იან წილს კი ფლობენ: Qatar Airways, Wizz Air Abu Dhabi, Arkia, Aircompany Armenia, SkyUp Airlines, Bees Airline, Flynas.

2022 წელს იანვარისა და თებერვალის თვეში საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრების 97%-ს უცხოური ავიაკომპანიები მოემსახურნენ, დარჩენილ 3%-ს კი – ეროვნული ავიაკომპანია.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საუკეთესო აეროპორტების რეიტინგშია
შემდეგი სტატია10 რამ, რაც ბარსელონაში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments