mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

თუ გინდათ დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოთ, აუცილებლად შეიძინეთ ბარსელონას ავიაბილეთები . წლიწადის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ დატკბეთ მისი სილამაზით, თუმცა, ზაფხული მიანც განსაკუთრებულად გამორჩეულია. ამ სეზონზე ბარსელონას უამრავი ტურისტი სტუმრობს და სწორებ ეს სძენს მას განსაკუთრებულ ელფერს.

თუ გსურთ ბოლომდე შიგრძნოთ ამ ქალაქის ეშხი, მაშინ, ამისათვის თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რა უნდა მოინახულოთ აუცილებლად სანამ ქალაქს სტუმრობთ.

  1. საგრადა ფამილია – Sagrada Família

კატალონიელი არქიტექტორის ანტონიო გაუდის დაპროექტებული ჯერ კიდევ დაუსრულებელი ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა 100 წელზე მეტს ითვლის და ის 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს. მიუხედავად იმისა რომ შენობა დაუსრულებელია, ის მაინც იზიდავს მილიონობით ტურისტ თავის დიზაინითა და ორიგინალურობით.

2. ბატლიოს სახლი – Casa Batlló 

კიდევ ერთი, გაუდის დაპროექტებული საოცრება, ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. მისი სახელი ითარგმნება როგორც “ძვლების სახლი”. არქიტექტორის სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით ეს არტ-ნუვოსა და მოდერნიზმის სტილის ნაერთია. შენობას არ გააჩნია არცერთი სწორი ხაზი, მისი ფასადი მორთულია ფერადი დატეხილი მოზაიკით.

3. პიკასოს მუზეუმი – Picasso Museum

პაბლო პიკასო ბავშვობიდან ცხოვრობდა ბარსელონაში და მისი მუზეუმი იდეალურად ასახავს მის დამოკიდებულებას ამ ქალაქის მიმართ.

4. რამბლას ქუჩა – La Rambla

ეს ბარსელონაში ყველაზე ცნობილი ქუჩაა. ეს უდიდესი ბულვარი, იწყება კატალონიის მოედნიდან და გრძელდება სანაპირომდე. აქ განთავსებულია უამრავი მაღაზიასა და კაფეს და, რა თქმა უნდა, ცნობილ ბაზარს La Boqueria.

5. ციტადელის პარკი – Ciutadella Park

ბარსელონას მწვანე ზონა, რომელიც ამ ქალაქის ფილტვებს წარმოადგენს, 1877 წელს შეიქმნა ბარსელონას ციხესიმაგრის ნანგრევებზე. სანახაობა ნამდვილად ბევრია ამ პარკში: ულლამაზესი მონუმენტური ჩანჩქერი, ტბა, სათბური, ზოოპარკი, ძეგლები, აქ ასევე მდებარეობს კატალონიის პარლამენტიც.

6. ტრიუმფალური თაღი – El Arco de Triunfo

ეს თაღი აშენებულია 1888 წელს იმ მიზნით რომ იგი ყოფილიყო მთავარი შესასვლელი ჭიშკარი ბარსელონას მსოფლიო გამოფენაზე. თაღის წინ არის ქვის ქანდაკება, რომელიც ბარსელონას მასპინძლობის სიმბოლოა. წითელი აგურის ნაგებობაზე მოჩანს სკულპტურული კომპოზიციები, აგრეთვე ესპანეთისა და მისი პროვინციების გერბები.

ამ თაღის გავლით ულამაზეს პარკში მოხვდებით სადაც ნახავთ უამრავ ქანდაკებას, მათ შორისა ყველასთვის პოპილარულია “ქალი ქოლგით” და “მამონტი”, ასევე აქ არის გეოლოგიის მუზეუმი, ორანჟერია, ზოოპარკი სადაც 300-ზე მეტი სახეობის ცხოველია.

7.  აკვარიუმი – Aquàrium Barcelona

ეს არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი აკვარიუმი რომელიც 1995 წელს გაიხსნა. იგი შედგება 21 აკვარიუმისგან და თითოეული გათვლილია მათში მცხოვრები ორგანიზმების ცხოვრების პირობების მაქსიმალური სიზუსტით. განსაკუთრებულ შთაბეჭდილელებს ქმნის ყველაზე დიდი აკვარიუმი, რომელიც 80 მეტრის სიგრძის გვირაბია წყლის ფსკერზე და ფართო დაკვირვების საშუალებას გაძლევს ბინადარ ორგანიზმებზე.

8. მონჟუიკის მთა ბარსელონაში – Montjuïc

მონჟუვაკი ცნობილი მთაა არა მხოლოდ ბასელონაში, არამედ მთელ ესპანეთში. მისი სიმაღლე 177 მეტრია. აქ მდებარეობს უამრავი პარკი და ღირსშესანიშნაობა, რაც ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის. ადგილობრივებიც კი სიამოვნებით ატარებე ხოლმე დროს აქ.

პირველ რიგში უნდა ეწვიოთ “ჯადოსნურ შადრევნებს”, მონჟუიკის ციხესიმაგრეს, “ესპანურ სოფელს”, მონჯუაკის ბოტანიკურ ბაღს, მუზეუმებს, ერთ ერთი მათგანია კატალონიის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს რომელიც აშენდა 1926 წელს. იქედან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ქალაქზე. მუზეუმში იხილავთ პიკასოს, რუბენსის, ელ გრეკოს, დალის, გაუდის, გოიას და სხვათა ნამუშევრებს.

მუზეუმში განთავსებულია: ხელოვნების ისტორიის ბიბლიოთეკა, ფოტოგრაფიის განყოფილება, ნახატებისა და გრავიურების განყოფილება, რომანული მხატვრული სექცია, კატალონიური ნუმიზმატიკის, მონეტების, მედლებისა და ჭედურობის განყოფილება, აღორძინების ხანის, ბაროკოს , XIX-XX საუკუნეების სექციები.

9. შოპინგი ნამდვილი სიამოვნებაა 

აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, ბუტიკებს, სავაჭრო ქუჩებს. ნამდვილი სამოთხეა შოპინგის მოყვარულთათვის.

ერთ-ერთი ცნობილი ქუჩაა – Passeig de Gracia, სადაც შეხვდებით როგორც ძვირიან მაღაზიებს (Chanel, Gucci, Louis Vuitton, Dolce&Gabbana, Moscino) ასევე ესპანურ, საკმაოდ შეღავათიან მაღაზიებსაც (Zara, Mango, H&M და სხვ.).

ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ: Rambla de Cataluny, La Diagonal,  Diagonal Mar, Carrer de Pelai, Pedralbes Centre, Riera Baixa, L’Illa Diagonal, El Corte Ingles.

10. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ესპანური კერძების დაგემოვნება!

ესპანური სამზარეულო საკმაოდ დახვდწილია. ბარსელონაში ხშირად ეწყობა გასტრონომიული ბაზრობები და გამოფენები, იმართელა კულინარიული ექსკურსიები ძველ ქალაქში. ჩმოვთვალოთ რამდენიმე კერძი, რომელიც უნდა გასინჯოთ რომ შეიგრძნოთ ესპანურ სამზარეულოს ხიბლი:

პაეია (Paella) – შეუცვლელი კერძია ბარსელონელთა სადღესასწაულო და საკვირაო სუფრაზე. ხამონი (Hamon) – მზადდება ღორის ხორცისგან, და მის დამზადებას რამდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს. გასპაჩო (Gazpacho) – ამ კერძმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. შავი ბრინჯი (Arròs negre) – რეცეპტის მთავარი საიდუმლო მელანთევზის მელანია, რომელიც კერძს დამახასიათებელ შავ ფერსა და სურნელს აძლევს. ესკუდელია დ’ოლა (Escudella d’Olla) – ცხელი სუპი და რაგუ ერთად. ტაპასი (Tapas) – ნებისმიერი საუზმეული ლუდზე ან ღვინოზე მისაყოლებლად. ჩუროსი (Churros) – ეს არის დესერტი, რომელსაც ძირითადად ცხელ შოკოლადთან ერთად ან რძიან ყავასთან ერთად მიირთმევენ და ბოლოს, სანგრია (Sangria) – დაბალალკოჰოლური ტრადიციული სასმელი ხილისა და ღვინისგან. 

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც გამოარჩევს ესპანეთის სამზარეულოს სხვა ქვეყნების სამზარეულოსგან.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზარზე მოწინავე ავიაკომპანიები
შემდეგი სტატიაევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრება ფასიანი გახდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments