პირველად, მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტებს შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც მოხვდა.

„Skytrax World Airport Awards 2022“-ზე, რომელიც გაიმართა პარიზში, TAV Georgia-ს მართვაში არსებული ბათუმის და თბილისის აეროპორტები აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებად დაასახელეს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა პირველად დაიკავა ადგილი აღნიშნულ კატეგორიაში, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კი ზედიზედ მეცხრედ.

მგზავრების შეფასებით 2022 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო სერვისის მქონე აეროპორტებს ჩამონათვალია:  ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, ბუქარესტის, თბილისის, ბათუმის, კიევის (ბორისპოლი), ბრატისლავას, ბელგრადისა და ზაგრების საერთაშორისო აეროპორტები.

Skytrax 1999 წლიდან იკვლევს და აფასებს მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს. ის გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ეფუძვნება მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიარაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზოდ გამგზავრება უკვე შესაძლებელია
შემდეგი სტატიასაქართველოს ავიაბაზარზე მოწინავე ავიაკომპანიები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments