ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება, ერთი თვით გადაიდო. შეფერხების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ახალი გრაფიკის მიხედვით, EES (შესვლის/გასვლის სისტემა) 2024 წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება.

ადრე აეროპორტები აცხადებდნენ, რომ ჯერ არ იყვნენ მზად ახალი სისტემის დასანერგად. ასევე, ზოგიერთ ქვეყანას არ დაუსრულებია ყველა მოსამზადებელი ეტაპი. ახალი სისტემის დანერგვას ევროკავშირი 2021 წლიდან აპირებდა. გაშვების თარიღმა მოგვიანებით 2024 წლის 6 ოქტომბრამდე გადაინაცვლა, ეხლა კი ირკვევა, რომ ის 10 ნოემბრიდან ამოქმედდება.

EES -ის დანერგვის შემდეგ, ევროკავშირის გარედან ყველა მოგზაურს სისტემაში დარეგისტრირება მოეთხოვება. ახალი სისტემა პასპორტში შტამპებსაც ჩაანაცვლებს. ევროკავშირის გამშვებ პუნქტზე მოგზაურებმა უნდა წარადგინონ პასპორტის დეტალები, დატოვონ თითების ანაბეჭდები და გადაიღონ ფოტო. მონაცემები სისტემაში შეინახება 3 წლის ვადით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი24 ივლისი 202625 ივლისი 2026Red Wingsავიაბილეთები 441 -დან
ალმაატა3 სექტემბერი 20268 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 125 -დან
ამსტერდამი22 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 702 -დან
ანკარა30 ივლისი 20263 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 352 -დან
ათენი28 თებერვალი 20276 მარტი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 471 -დან
აბუ დაბი9 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 840 -დან
ანტალია21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 477 -დან
ბაჰრეინის კუნძული6 აგვისტო 202620 აგვისტო 2026Gulf Airავიაბილეთები 2 188 -დან
ბაქო30 ნოემბერი 20266 დეკემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 249 -დან
ბელგრადი11 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 814 -დან

 

EES არის ავტომატური სისტემა, რომელსაც ევროკავშირი მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის ავტომატური მონიტორინგისთვის გამოიყენებს. სისტემა გამიზნულია პასპორტის ბეჭდის ჩანაცვლებისთვის. EES ეფუძნება ევროკავშირის 2017/2226 რეგულაციას.

სისტემა ნაცნობი იქნება მათთვის, ვინც მიჩვეულა აეროპორტის ბიომეტრიული სკანერების გამოყენებას. ახლა ოფიციალური პირები ძირითადად ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა თქვენს პასპორტის ფოტო თქვენს სახეს, მაგრამ EES ტექნიკა ასევე ამოწმებს, რა ვადით გაქვთ უფლება დარჩეთ ევროკავშირში.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანიები და აეროპორტები შეფერხებით მუშაობენ
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოებია
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted