სიდნეიTurkish Airlines -მა განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს, ორი ახალი მარშრუტით გააფართოებს ფრენებს ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში.

4 დეკემბრიდან ავიაკომპანია ავსტრალია -ში მეორე მარშრუტს გახსნის და სტამბოლი -დან სიდნეიში პირდაპირ ფრენებს დაამატებს. აღნიშნული რეისები სტამბოლი მელბურნის არსებულ მარშრუტს შეავსებს და კვირაში ოთხჯერ შესრულდება.

თავდაპირველად, სტამბოლი სიდნეის რეისები მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში გაჩერებით სრულდებოდა. აღნიშნულ მარშრუტზე Airbus A350-900 ტიპის თვითმფრინავები იფრენს. როგორც კომპანიის გამგეობის თავმჯდომარემ, აჰმედ ბოლათმა აღნიშნა, აღნიშნული რეისი შუალედური გაჩერების გარეშე, პირდაპირი გახდება, რაც შესაძლებელი  ახალი, გაზრდილი დიაპაზონის თვითმფრინავების მიღების შემდეგ გახდება.

18 დეკემბრიდან კი თურქეთის ავიახაზები სტამბოლი სანტიაგოს რეისების შესრულებას დაიწყებს, რაც ჩილეს დედაქალაქს, ავიაკომპანიის 26-ე დანიშნულებად აქცევს ამერიკის კონტინენტზე.

სტამბოლი სანტიაგოს მარშრუტი კვირაში ოთხჯერ შესრულდება და ფრენები შუალედური გაჩერებით განხორციელდება ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში.

 

ამგვარი მარშრუტები Turkish Airlines-ს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად გამოიყენოს რესურსები ახალ მიმართულებებზე. ამასთან, ჩილეს მარშრუტზე კომპანიას სან-პაულოში „მეხუთე თავისუფლების“ უფლება ექნება, რაც ნიშნავს, რომ ავიაკომპანია არა მხოლოდ სტამბოლიდან საბოლოო დანიშნულების წერტილამდე, არამედ შუალედურ ქალაქებს შორისაც შეძლებს ბილეთების გაყიდვას.

სანტიაგო

მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, ბილეთები როგორც სტამბოლი სანტიაგოს მარშრუტზე, ასევე სან-პაულო სანტიაგოს ფრენაზეც შეიძინონ.

ახალი პირდაპირი რეისების დამატების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს უფრო მარტივი და მოსახერხებელი წვდომა ექნებათ ავსტრალიასა და ჩილეზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესისა და ტურიზმის მიზნით მგზავრობისას. ქართველი მოგზაურებისთვის, რომლებიც ავსტრალიის ან სამხრეთ ამერიკის მიმართულებით გეგმავენ მგზავრობას, სტამბოლიდან პირდაპირი რეისები შეამცირებს სხვა აეროპორტებში გადაჯდომის საჭიროებას და დაზოგავენ დროს.

ვინაიდან ბევრი ქართველი მგზავრი, რომელიც თბილისის აეროპორტი -დან მგზავრობს, უკვე იყენებს სტამბოლს ტრანზიტულ ცენტრად, ახალი მიმართულებები ზრდის იმ ქვეყნების და ქალაქების სიას, რომლებთანაც დაკავშირება სტამბოლის გავლით უფრო მარტივი გახდება.

დაჯავშნე Turkish Airlines -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTurkish Airlines თბილისიდან ევროპის მიმართულებით სპეციალურ აქციას აცხადებს
შემდეგი სტატიაWizz Air კვიპროსის და საბერძნეთის მიმართულებით ფრენებზე ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments