სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანა ჩილე მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით კი დრეიკის სრუტე.

თუ თქვენ გიზიდავთ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი პეიზაჟები, ყინულოვანი მყინვარები, მშრალი უდაბნოები, მშვიდი ტბები და ულამაზესი გრძელი წყნარი ოკეანის სანაპიროები თავისი პლაჟებით, უხეში მთებით, ხშირი ტყეებით და ზურმუხტისფერი ფიორდებით, ავიაბილეთები ჩილეს მიმართულებით საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის.

ჩილეს ავიაბილეთები, ქუთაისი ჩილე, ბაუმი ჩილე, თბილისი ჩილე.

რისი ნახვა შეიძლება ჩილეში?

ავიაბილეთები ჩილეს მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ ნახოთ უხვი და მრავალფეროვანი ველური ბუნება, როგორიცაა ანდების ფლამინგო, მაგელანის პინგვინი, კოლოკოლო ველური კატები, პუმა, ისევე როგორც აქლემის ოთხი სახეობა (ლამა, ალპაკა, გუანაკო და ვიკუნა).

თავგადასავლების მოყვარულთათვის არის სივრცეები თხილამურებით სასრიალოდ, ლაშქრობისთვის, ჯომარდობისთვის, თევზაობისთვის, ცხენებით ჯირითისთვის, დაივინგისთვის, სერფინგისთავის და ფრინველებზე დაკვირვებისთვის.

ასევე, ცოცხალი, სტუმართმოყვარე კულტურები, რომლებიც ასახავს ძველ წეს-ჩვეულებებს და ტრადიციულ სამოსს. საერთაშორისო სამზარეულო შერწყმულია მსოფლიო დონის ჩილეურ ღვინოებთან.

რომელია ჩილეს გამორჩეული ტურისტული ქალაქები?

სანტიაგო

ჩილეს დედაქალაქი სანტიაგო წარმოუდგენელი სამხრეთამერიკული ქალაქია, რომელიც გთავაზობთ უამრავ მშვენიერ მუზეუმს, ხელოვნების გალერეას და განსაცვიფრებელ აღდგომის კუნძულს თავისი ცნობილი ქვის ფიგურებით.

შუშის ცათამბჯენებიდან და ისტორიული შენობებიდან დაწყებული დათოვლილი მთებით დამთავრებული, სანტიაგო საკმაოდ მიმზიდველი ქალაქია, რომელიც შესანიშნავი მიმართულებაა დასვენებისთვის.

santiago

ამ საოცარ ქალაქში მოხვედრა თქვენ თბილისის აეროპორტი -დან ტრანზიტული რეისით შეგიძლიათ. ტრანზიტულ რეისებს ერთი გადაჯდომით თბილისი ჩილე -ს მიმართულებით ფრანგული ავიაკომპანია Air France ახორციელებს ჩარლზ დე გოლის აეროპორტის გავლით.

ავიაბილეთები თბილისი სანტიაგო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 აპრილი 20244 მაისი 2024პირდაპირიQatar Airwaysავიაბილეთები 5 473 -დან

ქუთაისი ჩილე -ს მიმართულებით, კერძოდ სანტიაგოს აეროპორტამდე ფრენა შეგიძლიათ ააწყოთ ორი გადაჯდომით. ასე მაგალითად: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვარშავის – ფრედერიკ შოპენის აეროპორტამდე გაემგზავროთ ავიაკომპანია Wizz Air -ის რეისით, იქედან კი Air France -ით ჯერ ჩარლზ დე გოლის აეროპორტში, შემდეგ კი სანტიაგოს – არტურო მერინო ბენიტესის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდებით.

ბათუმი ჩილე -ს მიმართულებით კი ფრენების აწყობა შესაძლებელია ორი გადაჯდომით. ბათუმიდან მადრიდის ბარახას აეროპორტამდე, სტამბოლოს ახალი აეროპორტის გავლით, Turkish Airlines -ი მოგახვდრებთ, იქედან კი ფრენას LATAM Chile -ით განაგრძობთ სანტიაგოს აეროპორტამდე.

ოსორნო

სამხრეთი ჩილე სავსეა ხელუხლებელი პეიზაჟებით, შთამბეჭდავი ვულკანებით, კაშკაშა ტბებით, მიხვეულ-მოხვეული მდინარეებითა და ბორცვებით, სადაც ძროხები და ცხვრები მუდმივად ბალახობენ. ამ ყველაფრის შუაგულში დგას ოსორნო, სამხრეთ ჩილეს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული ქალაქი, რომლის მოსახლეობა თითქმის 140,000 ადამიანია.

წყნარი ოკეანედან და ანდების მთებიდან მხოლოდ ერთი საათის მანძილზე მდებარე ქალაქი უამრავ აქტივობას გთავაზობთ წელიწადის ნებისმიერ დროს. სანტიაგოსგან განსხვავებით, ოსორნოში შეგიძლიათ დატკბეთ თანამედროვე ატრაქციონებით და ასევე გამონახოთ დრო და სივრცე დასასვენებლად და დასამშვიდებლად. მათ, ვინც ეძებს აქტიურ ღამის ცხოვრებას, არ გაუჭირდებათ რესტორნებისა და ბარების პოვნა, ხოლო ვისაც დღისით მშვიდი სეირნობა ურჩევნია, ქალაქის ისტორიული ღირსშესანიშნაობებით ისიამოვნებს.

ოსორნოს მიმართულებით თბილისიდან ფრენებს კვლავ ავიაკომპანია Air France გვთავაზობს, რომელიც ჩარლზ დე გოლის აეროპორტის გავლით მოგახვედრებთ სანტიაგოს აეროპორტში, იქედან კი ოსორნომდე ავიაკომპანია LATAM Chile -ს რეისით გაემგზავრებით.

ავიაბილეთები ჩილეს მიმართულებით შეგიძლიათ  AVIA.GE -ის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში შეარჩიოთ, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება ჩვენი გუნდისგან.

ჩილეს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისითხეების ხელბარგით ტრანსპორტირების წესები შემსუბუქდება
შემდეგი სტატიასაქართველოს ავიახაზებს კიდევ ერთი ავიაკომპანია უბრუნდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments