საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს მსოფლიოს სხვა ეროვნულ პასპორტებთან შედარებით. აქამდე საქართველოს მოქალაქეებს უკვე მსოფლიოს არაერთ წერტილში შეეძლოთ ჩაფრენა ვიზის გარეშე, ხოლო უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ ქართველ მოგზაურებს ევროპის მიმართულებებითაც გაუმარტივა ტურისტული მოგზაურობები. შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე უამრავმა ქართველმა იმოგზაურა უპრობლემოდ, თუმცა ქართული პასპორტის მოქმედების უპირატესობები საბედნიეროთ ამით არ სრულდება.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, 2019 წლის გაზაფხულის სეზონიდან საქართველოს პასპორტით კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება მარტივად მოგზაურობა შესაძლებელი. 2019 წლის 14 აპრილიდან თქვენ შეგეძლებათ ესტუმროთ ტაილანდს და გართულებული სავიზო რეჟიმის მაგივრად, პირდაპირ უცხო ქვეყნის საზღვარზე აიღოთ. ასეთი Visa on Arrival სავიზო რეჟიმი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება ქართველი ტურისტებისათვის და მსგავსი სტილით აღებული ვიზა ტაილანდის სამეფოში ჯამში 15 დღიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას მოგვცემს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უკვე 14 მარტიდან ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ ქვეყნებს შორის მიმოსვლა დიპლომატიური და ასევე სამსახურეობრივი პასპორტის ქონის შემთხვევაში. ასეთი იდეალური სიტუაციის შექმნისათვის საჭირო შეთანხმება ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შორის წარმატებულად გაფორმდა 2018 წელს, კონკრეტულად კი 26 სექტემბერს.

საბედნიეროდ ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება საბოლოო სასიხარულო ამბავი არ არის ამ სფეროში. როგორც ცნობილი გახდა, 2019 წლის 31 მარტს საქართველოს ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციაც ეწვევა სტუმრად. აღნიშნული ვიზიტი 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება საბოლოო ჯამში და დელეგაციას ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტური სასივატ ვონგსინსვატი ედგება სათავეში.

ტაილანდის სამეფოს მიერ გამოგზავნილი დიპლომატიური დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან აღნიშნული მხარის სოფლიოს მეორნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტაილანტის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი პირებიც. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოხდება შეხვედრა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ეგიდით.  

თბილისი ბანგკოკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 ივლისი 20269 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 1 787 -დან
31 აგვისტო 20267 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 833 -დან
21 სექტემბერი 202628 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 820 -დან
8 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 768 -დან
12 ნოემბერი 202618 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 858 -დან
24 დეკემბერი 20261 იანვარი 20272 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 922 -დან
4 იანვარი 20278 იანვარი 20272 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 975 -დან
10 თებერვალი 202725 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 124 -დან
4 მარტი 20278 მარტი 20271 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 216 -დან
11 აპრილი 202717 აპრილი 20272 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 240 -დან
24 ივნისი 20271 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 2 266 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბელგიის მიმართულებით
შემდეგი სტატიაფლაი დუბაი , ავიაკომპანია ფლაიდუბაი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted