დაჯავშნე Georgian Wings ჯეორჯიან ვინგს ავიაბილთები მარტივად და იფრნე იაფად
Georgian Wings -ი ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულებაა. ,,ჯეოსქაი” 2017 წლიდან დღემდე წარმატებით ოპერირებს, როგორც სატვირთო საჰაერო გადამზიდავი, მსოფლიოს ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა ახლახანს მან ახალი სამგზავრო მიმართულებაც დაამატა. აქედან გამომდინარე, ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს, სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები წარმოადგენს.
ჯეორჯიან ვინგს –ის პირველი სამგზავრო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ბათუმის მიმართულებით, 31 ივლისს შეასრულა.
თბილისსა და ბათუმს შორის შიდა ფრენების გარდა, ავიაკომპანია რეისებს ასევე საერთაშორისო მიმართულებებზეც ასრულებს, მაგ: აზერბაიჯანის დედაქალაქ – ბაქოს მიმართულებით , ჩეხეთის დედაქალაქის – პრაღის მიმართულებით და მოლოდვის დედაქალაქ – კიშინეუს მიმართულებით.
ჯეორჯიან ვინგსი ამ დროისათვის რეისებს თბილისი ბაქო ბაქო თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ასრულებს. თბილისი პრაღა პრაღა თბილისი -ს მიმართულებით – კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათ და შაბათ დღეს. ხოლო თბილისი კიშინეუ კიშინეუ თბილისი -ს ფრენებს კი – 2-ჯერ, ორშაბათს და პარასკევს.
აღსანიშნავია, რომ Georgian Wings აქტიურად მუშაობს, როგორც ფლოტის გაზრდაზე, ასევე ახალი მიმართულებების დამატებაზე. ავიაკომპანიამ 2024 წლის თებერვალში, რიგით მეორე სამგზავრო დანიშნულების Boeing 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მიიღო, რომელიც 148 მგზავრზეა გათვლილი.
თბილისი ბაქო
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
14 დეკემბერი 2024 | 15 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 385 -დან | |
30 იანვარი 2025 | 31 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 292 -დან | |
7 თებერვალი 2025 | 28 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 249 -დან |
,,ჯეოსქაი“-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მოპოვებული აქვს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მსოფლიო მასშტაბით ოპერირების უფლებით, ასევე გააჩნია საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი და მოპოვებული აქვს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) TCO ავტორიზაცია.
2023 წლის მაისში, ავიაკომპანიამ უმასპინძლა IATA-ს მიერ აღიარებულ აუდიტორთა გუნდს და წარმატებით გაიარა IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA). Geosky დაუღალავად განაგრძობს აღნიშნული ხარისხის შენარჩუნებას და განვითარებას, რაც სამომავლოდ აუცილებლად დიდი წარმატების მომტანი გახდება.
აღსანიშნავია, რომ IOSA-ს პროგრამის წარმატებით გავლა, ოპერატორს IATA-ს წევრობისაკენ უხსნის გზას. IATA-ს წევრობა კი, თავის მხრივ, კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ავიაკომპანიის, ისე სრულიად საქართველოს ავიაციის სექტორისათვის.
Georgian Wings -ის ფლოტი
ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალკვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული.
მგზავრთა გადაყვანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაღალი სერვისით და სტანდარტებით, 148 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდით – 2 B737 – 300 -ით ახორციელებს.
დღეის მდგომარეობით geosky ცნობილია როგორც დარგის ლიდერი და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე, რომელიც ავიატორთა მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს.
თუ გეგმავთ ისარგებლოთ georgian wings -ის მომსახურებით, გაეცანით რეგისტრაციისა და ბარგის გადატანის პოლიტიკას:
რეგისტრაცია
ამ დროისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ აეროპორტში. რეგისტრაციის დახლი გამგზავრებამდე 2 საათით ადრე იხსნება და გამგზავრებამდე 45 წუთით ადრე იხურება. აეროპორტში რეგისტრაციის გავლა უფასოა. რაც შეეხება ონლაინ რეგისტრაციას, მომსახურება ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.
უფასო ბარგის შემწეობა საერთაშორისო ფრენებისთვის დამოკიდებულია მგზავრის მიერ არჩეულ ტარიფის ტიპზე:
- Promo Economy – 7 კგ. ხელბარგი, ზომებით 55 x 40 x 25 სმ. ჩასაბარებელი ბარგი არ შედის.
- Lite Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) და 6 კგ. ჩასაბარებელი ბარგი ზომებით 158 სმ (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე).
- Standard Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) და 12 კგ. ჩასაბარებელი ბარგი (158 სმ).
- Plus Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) და 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი (158 სმ).
გაითვალისწინეთ, ბარგზე წონის გადაჭარბების შემთხევაში, დაგეკისრებათ დამატებითი გადასახადი.
მგზავრებს ასევე საშუალება აქვთ გადაიტანონ სხვადასხვა სახის დამატებითი ნივთი, მათ შორის სპორტული ინვენტარი და მუსიკალური ინსტრუმენტები, ასევე სალონით გადაიყვანონ შინაური ცხოველი.