ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიის და მახაჩყალის საჰაერო ხაზზე ავიამიმოსვლას იწყებს. შესაბამისი ინფორმაცია მახაჩყალის აეროპორტის განრიგშია ასახული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ავიახაზები ახალი მიმართულებით ფრენებს 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე, ანუ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე შეასრულებს. ავიარეისები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ მახაჩყალის მიმართულებით რეისების შესრულებაზე ინფორმაცია ჯერ „ჯეორჯიან ეარვეისი“ -ს გვერდზე წარმოდგენილი არ არის. დღეისათვის, აღნიშნულ მიმართულებაზე ერთი გადაჯდომით ფრენებს რუსული ავიაკომპანიები RedWings და Azimuth Airlines -ი ახორციელებენ.

თბილისი მახაჩკალა

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
17 September 202626 September 20261 StopGeorgian Airwaysავიაბილეთები 1 424 -დან
18 September 202627 September 20261 StopRed Wingsავიაბილეთები 776 -დან
20 September 202627 September 20261 StopAzimuthავიაბილეთები 821 -დან
25 September 202627 September 20261 StopRed Wingsავიაბილეთები 840 -დან
26 September 202627 September 20261 StopAzimuthავიაბილეთები 1 083 -დან
27 September 20263 October 20261 StopAzimuthავიაბილეთები 971 -დან
30 September 20266 October 20262 StopsRed Wingsავიაბილეთები 1 139 -დან
3 October 20268 October 20261 StopAzimuthავიაბილეთები 1 044 -დან
8 October 202612 October 20261 StopAjetავიაბილეთები 855 -დან
28 October 202628 October 20261 StopGeorgian Airwaysავიაბილეთები 2 021 -დან
27 November 20264 December 20261 StopRed Wingsავიაბილეთები 1 258 -დან

 

რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანია ბათუმიდან მოსკოვის, ხოლო თბილისიდან კი პეტერბურგისა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენების დაწყებას განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთს შორის რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მაისში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად, რომელმაც რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე გამოთქვა სურვილი და დღეს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ასრულებს რეისებს.

შეიძინეთ ავიაბილეთები Georgian Airways -ის ფრენებზე საუკეთესო ფასად ჩვენთან. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways-ი თბილისიდან მიუნხენში შემოგვთავაზებს რეისებს
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტში თვითრეგისტრაციის ჯიხურები განთავსდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted