ახალმა ავიაკომპანიამ Southwind Airlines-მა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანტალიის მიმართულებით, 21 აგვისტოს, პირველი ჩარტერული რეისი განახორციელა.

Southwind Airlines-ი ჩარტერულ რეისებს თბილისიდან ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, 25 სექტემბრამდე, ყოველ კვირა დღეს, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

Southwind Airlines-ი თურქული ავიაკომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ანტალიაში. მას ჯამში 2 ერთეული Airbus A321-200 და 2 ერთეული Airbus A330-300-ს საჰაერო ხომალდები ჰყავს.

დღეისათვის, აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარულ რეისებს თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი ასრულებს კვირაში 5 სიხშირით, ხოლო სექტემბერში კი კვირაში 6 რეისს შეასრულებს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიაღმოაჩინე ევროპის ყველაზე შთამბეჭდავი მუზეუმები
შემდეგი სტატიაბათუმი რეშტის მიმართულებით ფრენებს Pars Air-ი იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments