თურქულ-გერმანული ავიაკომპანია – SunExpress, რომელიც დაარსებულია Turkish Airlines-ისა და Lufthansa-ს მიერ, 2023 წლის ივნისიდან საქართველოში იწყებს ოპერირებას.
ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს 3 ივნისიდან, კვირაში 5 სიხშირით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან, ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქის მიმართულებით შეასრულებს რეისებს. ესენია: ანკარა, ანტალია და იზმირი.
გაერთიანებული აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, რომ 3 ივნისიდან სან ექსპრესი ფრენებს შეასრულებს თბილისსა და იზმირს შორის, ხოლო ანკარადან და ანტალიიდან ფრენები 5 და 15 ივნისს დაიწყება.
თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლამაზი და გამორჩეული ქვეყანაა, სადაც მოგზაურობა სახალისო, მარტივი და ხელმისაწვდომია. ქვეყანა გამოირჩევა თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და უგემრიელესი კერძებით.