ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოგზაურობის მოყვარულები ხშირად იმედოვნებენ, რომ ბოლო წუთს „ცხელ-ცხელ“ ფასდაკლებებსა და იაფ შემოთავაზებებს იპოვიან. თუმცა, ტურისტული ბაზრის რეალობა სულ სხვა სურათს გვიჩვენებს. ტურისტული მიმართულებებისა და ავიაბილეთების გაძვირება როგორც ევროპაში, ისე სხვა პოპულარულ მარშრუტებზე, უკვე თვალსაჩინო ფაქტია.

იაფი ფრენები - გამგზავრება: ქუთაისი

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ლარნაკა31 იანვარი 20278 თებერვალი 2027ავიაბილეთები 144 -დან
სალონიკი14 თებერვალი 202721 თებერვალი 2027ავიაბილეთები 166 -დან
ვენეცია22 დეკემბერი 20265 იანვარი 2027ავიაბილეთები 206 -დან
ვარშავა1 თებერვალი 20278 თებერვალი 2027ავიაბილეთები 214 -დან
ათენი7 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 224 -დან
პოზნანი22 დეკემბერი 202612 იანვარი 2027ავიაბილეთები 234 -დან
კატოვიცა26 დეკემბერი 20269 იანვარი 2027ავიაბილეთები 238 -დან
მილანი1 თებერვალი 202714 თებერვალი 2027ავიაბილეთები 238 -დან
ბრატისლავა19 დეკემბერი 20269 იანვარი 2027ავიაბილეთები 266 -დან
ვილნიუსი3 თებერვალი 202717 თებერვალი 2027ავიაბილეთები 276 -დან

განსაკუთრებით მოთხოვნად ევროპულ კურორტებზე, მაგალითად, ბარსელონასა თუ იტალიის სანაპიროებზე, ფასების მკვეთრი მატება პირდაპირ კავშირშია გლობალურ, გაზრდილ საერთაშორისო მოთხოვნასთან.

ევროპა ამერიკელმა ტურისტებმა „დაიპყრეს“

როგორც სფეროს ექსპერტები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, წელს ბაზარზე ფასების მინიმუმ 5-10%-იანი ზრდა ნამდვილად ფიქსირდება. ევროპის ყველაზე პოპულარულ და ელიტარულ კურორტებზე ტარიფების ასეთი ნახტომი, ძირითადად, ამერიკიდან წამოსული გიგანტური ტურისტული ნაკადებით არის გამოწვეული, რამაც სასტუმროებსა და სერვისებზე მოთხოვნა მაქსიმუმამდე გაზარდა.

ხალხის რიგი აეროპორტის ტერმინალში

ინსაიდერების პროგნოზით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის. ტარიფები ძირითადად სტაბილურად მაღალ ან მცირედ მერყევ დინამიკაში დარჩება. ერთადერთი იმედი ისაა, რომ თუ გლობალურად ყველაფერი მშვიდად განვითარდება, რამდენიმე თვეში ბაზარმა შესაძლოა თავის ჩვეულ, შედარებით დაბალ ნიშნულს დაუბრუნდეს.

„Lufthansa“ ფასს არასდროს დააგდებს – როგორ მუშაობს ავიაკომპანიების პოლიტიკა?

მოგზაურობის ღირებულების ფორმირებაში უდიდეს როლს თავად ავიაკომპანიების შიდა სტრატეგია თამაშობს. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი წესი უნდა ვიცოდეთ: რეგულარული, მსხვილი გადამზიდავები თავიანთ ტარიფებს მკვეთრად თითქმის არასდროს ამცირებენ.

მაგალითად, ისეთი გიგანტი, როგორიცაა Lufthansa, იმიჯისა და შიდა პოლიტიკის გამო ფასს ბოლო წუთს არ დააგდებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენად დაუტვირთავი ან ცარიელი მიფრინავს კონკრეტული რეისი. საფასო მერყეობა და მოულოდნელი აქციები უფრო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების (ლოუქოსთერების) ქცევაა – მაგალითად, WizzAir-ის შემთხვევაში მგზავრებმა შეიძლება მართლაც დაიჭირონ იაფი ვარიანტები სეზონის მიუხედავად.

ასე რომ, თუ ზაფხულში დასვენებას გეგმავთ, იაფ ტურებსა და ბოლო წუთის სასწაულებს ნუ დაელოდებით – სჯობს წინასწარ იმოქმედოთ, რათა სეზონის პიკში ზედმეტი გადახდა აიცილოთ თავიდან.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშივეტერინარული კონტროლი აეროპორტში: რამდენი საათით ადრე უნდა მივიდეთ რეისზე, თუ ცხოველიც თან გვყავს?
შემდეგი სტატიაუფასო ხელბარგი და ადგილები ბავშვებისთვის: ნახეთ, რა ახალი უფლებები მიიღეს ავიამგზავრებმა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted