უკრაინული ავიახაზებისგან ფასდაკლებების გამოცხადება უკვე საკმაოდ ხშირი სიახლეა, რადგან თავის მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს ხოლმე  სხვადასხვა აქციებით.

 ამ ეტაპზე, Ukraine International Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით გვთავაზობს ფასდაკლებას ავიაბილეთებზე.

აქცია 21 თებერვლამდე გრძელდება და ეხება იმ ავიარეისებს, რომლებიც 29 თებერვლამდე შესრულდება. 

 მიმართულებების ჩამონათვალი, რომლებიც დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ, შემდეგნაირად გამოიყურება : ბარსელონა, ბერლინი, ბრიუსელი, ფრანკფურტი, ჟენევა, მადრიდი, მილანი, მიუნხენი, რომი, ვენა და ნიუ-იორკი. 

 რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტით ხორციელდება. ორმხრივი ეკონომ ბილეთების ღირებულება ევროპის ქვეყნების მიმართულებით 190 ევროდან იწყება და 220 ევროს არ აჭარბებს. ხოლო, ნიუ-იორკის მიმართულებით ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 510 ევროდან 655 ევროს ფარგლებში მერყეობს. 

 თუ თქვენ რომელიმე მიმართულებით გეგმავდით გამგზავრებას, ან უბრალოდ ამ ქალაქებში მოხვედრა თქვენი ოცნებაა, საუკეთესო შანსი გაქვთ საკმაოდ მისაღებ ფასად დაგეგმოთ თქვენი ოცნების მოგზაურობა და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ულამაზეს ქალაქებში. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAero Georgia ახალი ქართული ავიაკომპანია
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ყაზახეთის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments