ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარზე მუდმივად სიახლეები ისმოდა. საქართველოს აეროპორტებში ოპერირება დაიწყებს სხვადასხვა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა, დაინიშნა პირდაპირი თუ ჩარტერული რეისები არაერთი მიმართულებით, სულ ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავიაციო ბაზარზე ახალ ქართულ ავიაკომპანიას უნდა ველოდოთ.

 Aero Georgia -ასე ეწოდება ავიაკომპანიას, რომელიც მალე დაიწყებს ოპერირებას და ქართველ მოგზაურებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს. კომპანიის დამფუძნებელი Myway Airlines-ის ყოფილი მეწილე და კომრეციული დირექტორი იგორ აფციაურია. მისი თქმით, კომპანიის ბიზნეს გეგმაზე მუშაობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და უკვე დასრულებულია, ხოლო ავიაკომპანიის სერთიფიცირების პროცესი სავარაუდოდ გაზაფხულზე, მარტის ბოლოსთვის დაიწყება.

 როგორ ცნობილია, ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებზე იქნება ორიენტირებული, რომლებიც შესრულდება როგორც უკვე არსებულ, ისე ახალ მიმართულებებზე. სეზონური ჩარტერული ფრენები განხორციელდება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა  ეგვიპტე და თურქეთი. ასევე, გეგმავენ ფრენები დაიწყონ სპარსეთის ყურის ქვეყნებში : ბაჰრეინი, ქუვეითი და ემირატები. იგორ აფციაურის თქმით, ასევე გეგმაშია ბალტიის პირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ათვისებაც. 

 თავდაპირველად ავიაკომპანია მხოლოდ ერთი ბორტით დაიწყებს ფრენების განხორციელებას, რომელიც ისე შეირჩა, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური ყოფილიყო ყველა მიმართულებისთვის. ავიაკომპანია პირველ ეტაპზე ბაზირებული იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა შესაძლებელია, რომ ოპერირება ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც დაიწყოს. 

 ახალი ავიაკომპანიის დაარსება საკმაოდ მნიშნელოვანი სიახლეა ქართული საავიაციო სფეროსთვის. ქართველ მოსახლეობას მოგზაურობის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, ხოლო საქართველოში შემოსული ტურისტების ნაკადის რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბორდოს მიმართულებით
შემდეგი სტატიაფასდაკლება Ukraine International Airlines-სგან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments