საშემოდგომო ფასდაკლებების ტალღას კიდევ ერთი ავიაკომპანია – Air Astana უერთდება და თბილისიდან 50%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასის ავიაბილეთებზე.
Air Astana ყაზახური ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ბაზა ალმაატის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს და დაახლოებით 64 მიმართულებით ასრულებს რეისებს.
27 ოქტომბრამდე შეძენილ ავიაბილეთებზე, რომლის რეისებიც 2019 წლის 1 ნოემრბიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით შესრულდება, 50$-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. გამონაკლისი იქნება 20 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით შესრულებულ რეისებზე.
მიმართულებების ჩამონათვალი, რომლებზეც აქცია ვრცელდება შემდეგია : ბეიჯინგი, დელი, დუშანბე, ურუმჩი, ბიშკეკი, ტაშკენტი, ნოვოსიბირსკი, ომსკი, ეკატერინბურგი, მოსკოვი. ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 300 დოლარიდან 500 დოლარამდე მერყეობს ეკონომ კლასზე,ხოლო რაც შეეხება ბიზნეს კლასს, 700-დან 1200 დოლარამდე შეგიძლიათ ორი გზის ავიაბილეთის შეძენა.
ასეთი გრანდიოზული ფასდაკლების დასრულებამდე 1 დღე რჩება, ამიტომ დაგვიკავშირდით და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება საუკეთესო ფასად.