უკრაინული ავიაკომპანია YANAIR-ი ახალი წლისთვის საქართველოს მიმართულებით 12 ახალი რეისის დამატებას გეგმავს თბილისის და ბათუმის აეროპორტებში.

ავიაკომპანია 2012 წელს დაარსდა . მისი მთავარი ბაზა კიევში, ჟულიენის საერთაშორისო აეროპორტშია. დღევანდელი მონაცემებით YANAIR-ი  12 მიმართულებით ასრულებს რეისებს. საქართველოში, ჯერჯერობით კიევიდან მხოლოდ ბათუმის მიმართულებით ახორციელებს ფრენას, თუმცა მალე ახალ რეისებს დაამატებს.

26 დეკემბრიდან 2020 წლის 5 ნოემბრამდე კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით იანეარი 6 რეისს ამატებს, ხოლო კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით 4 რეისი დაემატება. ავიაკომპანია, ასევე, ბათუმში ხარკოვიდანაც განახორციელებს ფრენებს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა განაცხადა, უკრაინელი ტურისტების რაოდენობა ამ წელს 2018 წელთან შედარებით 25-28%-ით გაიზარდება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიფასდაკლება ქუთაისი-ვენის ავიაბილეთებზე
შემდეგი სტატიასაშემოდგომო ფასდაკლება Air Astana-სგან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments